კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩხუბი ავტოგრაფის გამო

წლევანდელი სეზონი არცთუ წარმატებული გამოდგა „ვესტ ჰემ იუნაიტედისთვის“. გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში და მომავალი სეზონიდან, ინგლისის, რანგით მეორე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა. ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გალა-ვახშამი გამართა, რომელიც კინაღამ მასობრივი ჩხუბით დასრულდა. მავანმა გულშემატკივარმა „ვესტ ჰემის” ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დემბა ბას ავტოგრაფი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამით განრისხებული ქომაგი შეტევაზე გადავიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „მე წელიწადში 60 ათას ფუნტს ვხარჯავ იმისთვის, რომ უვარგისი გუნდის უვარგისი ფეხბურთელების ტანჯვას ვუყურო სტადიონზე. ისინი კი ავტოგრაფის მოცემაზეც უარს მეუბნებიან”. ამას დაემატა რამდენიმე რასისტული გამონათქვამიც და საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. თუმცა, სასტუმროს დაცვამ და ბას თანაკლუბელმა დენი გებიდონმა მოახერხეს მხარეების განცალკევება.


скачать dle 11.3