კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოზარდი გოგონების რამდენ პროცენტს აღენიშნება ჭარბთმიანობა საქართველოში და რატომ არის თმიანობა ოჯახურ მემკვიდრეობასა და ანდროგენებთან დაკავშირებული

ჭარბთმიანობის პრობლემა საქართველოში, ალბათ, დამეთანხმებით, ბევრ ქალბატონს აწუხებს. სატელევიზიო რეკლამები გამუდმებით გვთავაზობენ ლაზერულსა თუ სხვა ულტრათანამედროვე ტიპის ეპილაციას, თუმცა, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ გარეგანი პრობლემების მოგვარებით ძირითადი მიზეზი არ აღმოიფხვრება. ჭარბთმიანობა არის შედეგი და არა მიზეზი ან თვითონ დაავადება, ის ხშირად დაკავშირებულია საკვერცხეების ფუნქციის დარღვევასთან. ჭარბთმიანობის პრობლემაზე მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი ნანა ჩოფიკაშვილი გვესაუბრება.

– ჭარბთმიანობის პრობლემა ძირითადად, სქესობრივი მომწიფების, ანუ პუბერტატის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. ამ დროს ენდოკრინული სისტემა აქტიურდება. ამიტომ, საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს ამ პერიოდზე და დროული სამედიცინო ჩარევით თავიდან აცილებული იქნას შესაძლო გართულებები, რომ ბავშვს არ ჰქონდეს ფსიქოლოგიური ტრავმა და ფიზიკური და სქესობრივი მომწიფების პროცესი ნორმალურად, სრულფასოვნად წარიმართოს.

– რატომ არის ჭარბთმიანობა უფრო სამხრეთი რეგიონების, მათ შორის, კავკასიის პრობლემა?

– რასაკვირველია, ეს კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებზე არის დამოკიდებული. ცნობილია, რომ ევროპის სამხრეთ ნაწილში ეს პრობლემა უფრო გავრცელებულია, მაგალითად ხმელთაშუაზღვისპირეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში, სადაც უფრო შავგვრემანი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად, ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში. რაც შეეხება მონღოლოიდურ, ანუ ყვითელ და ნეგროიდულ რასებს, იქ თითქმის საერთოდ არ ვხვდებით ამ პრობლემას – მამაკაცებშიც კი, სასქესო თმიანობა მწირად არის განვითარებული. ეს, რა თქმა უნდა, ამ ეთნოსებისთვის დამახასიათებელ გენეტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ჭარბთმიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა პოპულაციაში 25 პროცენტს აღწევს, მაგრამ ის ყოველთვის დარღვევასთან არ არის დაკავშირებული. თუმცა, ძირითად შემთხვევაში, მას სწორედ საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა იწვევს. როგორც ვთქვით, ჰორმონალური სისტემა პუბერტატის დროს უფრო აქტიურ სტადიაში გადადის. ჩვენი კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, მოზარდი გოგონების 16-20 პროცენტს აღენიშნება ეს პრობლემა. პაციენტებში საკვერცხეების პოლიკისტოზის დიაგნოზით ჭარბთმიანობა დაახლოებით 80 პროცენტში არის გამოხატული.

– ძირითადად რა ადგილებში იზრდება თმა ამ დროს?

– ჭარბთმიანობას უწოდებენ ისეთი ტიპის გათმიანებას, როდესაც ქალს ეზრდება თმა სხეულის იმ უბნებში, სადაც მას, წესით, არ უნდა ჰქონდეს. ესენია: სახე, კისერი, გულმკერდის მიდამო, მუცელი, ზოგ შემთხვევაში – ზურგიც. ზემოაღნიშნული ტიპის თმიანობას მამაკაცური ტიპის თმიანობას უწოდებენ, რადგან ის განპირობებულია მამაკაცის სასქესო ჰორმონების-ანდროგენების სეკრეციის მომატებით. მამაკაცური ტიპის ბევრი ჰორმონი გამოიყოფა ქალის ორგანიზმში, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ტესტოსტერონი. მიზეზი ამ ჰორმონების სეკრეციის მატებისა მრავალგვარია. საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჭარბი წონა, ვარდისფერ-მოწითალო სტრიების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ასაკობრივ ცვლილებებთან ანუ ჰიპოთალამიური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები და სხვა.

როგორც ვთქვით, თმიანობა რაიმე დაავადების სიმპტომია და არა უშუალოდ დაავადება, თუმცა, არცთუ იშვიათი შემთხვევაა იდიოპათიური თმიანობა, რაც არ არის გამოწვეული ანდროგენებით, გამოხატულია ნორმალური ჰორმონალური სეკრეციის ფონზე, მაგრამ მიზეზია გათმიანების კონსტიტუციური ტიპი. ამ შემთხვევაში, თმის ძირების მგრძნობელობა მომატებულია ანდროგენების მიმართ. ეს კი, მეტწილად, ოჯახურ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული.

– კიდურებზე თმიანობა ჭარბთმიანობად ითვლება?

– ჩვენი რეგიონის პოპულაციისთვის იზოლირებულად კიდურებზე თმიანობა არის დამახასიათებელი და ნორმად ითვლება.

– ახალგაზრდა ასაკში გაკითხავენ ამ პრობლემით?

– თმიანობა იმდენად შემაწუხებელი რამაა, რომ, თუ სხვა დარღვევას ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ, ამ დარღვევის სამკურნალოდ ძალიან ხშირად მოგვმართავენ ადრეულ სტადიაზე. პუბერტატის ასაკში დაწყებული ვიზუალური და ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. მკურნალობა ინიშნება აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით. კურსი საკმაოდ ხანგრძლივია და ხილული შედეგების დადგომას 6 თვე მაინც სჭირდება. მკურნალობის შედეგი გამოიხატება თმის ზრდის შეჩერებით, გათმიანების შემცირებით და უკვე არსებული თმის ცვენით. თუკი თმის გარკვეული ნაწილი პრობლემურ უბნებში მაინც რჩება, შემდეგში პაციენტს შეუძლია, მიმართოს ეპილაციას ან კოსმეტიკურ საშუალებებს.

– თუ არის რაიმე კავშირში ჭარბთმიანობა საკვერცხეებში ანთებით პროცესთან?

– არ არის კავშირში. ძირითადი მიზეზი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის საკვერცხეების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა.

– ახასიათებს თუ არა საკვერცხეების პოლიკისტოზს მტკივნეული მენსტრუაციები?

– პირდაპირი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არის, თუმცა, პოლიკისტოზის დროსაც შესაძლოა, აღინიშნოს მტკივნეული მენსტრუაცია, რაც, უფრო ხშირად, ენდომეტრიოზს უკავშირდება.

– პოლიკისტოზი რა დაავადებაა და რა სახის არსებობს ის?

– პოლიკისტოზი ყოველთვის ყალიბდება მენსტრუაციის რიტმის დარღვევის დროს: როცა მენსტრუაცია არ არის რეგულარული, მენსტრუაციებს შორის შუალედად, როგორც წესი, ითვლება 24-35 დღემდე. თუ მენსტრუაციებს შორის შუალედები უფრო ხანგრძლივია, მაშინ ადგილი აქვს ანოვულაციას და საეჭვოა, საკვერცხეების პოლიკისტოზი. საკვერცხეში არ ხდება ფოლიკულარული აპარატის ნორმალური განვითარება და ოვულუცია, რაც იწვევს საკვერცხეების პოლიკისტოზურ გადაგვარებას. ამ დროს, ასევე, აშკარად გამოხატულია ჰორმონალური დარღვევაც, მომატებულია საკვერცხისმიერი ტესტოსტერონის სეკრეცია. პოლიკისტოზს ტკივილები არ ახასიათებს, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი, მენსტრუალური რითმის დარღვევის გარდა, პათოლოგიური თმიანობის გაჩენაა. შემდეგ ეტაპზე უკვე მივმართავთ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევასა და ჰორმონალურ ანალიზს.

ჭარბთმიანობა შეიძლება უფრო მკვეთრად გამოიხატოს სტრესის ფონზე – ხშირი სტრესი ცვლის ჰორმონალურ ფონს და ააქტიურებს ანდროგენული ჰორმონების სეკრეციას.

არსებობს პოლიკისტოზის ორი ძირითადი ტიპი: პირველადი და მეორადი. პირველადი პოლიკისტოზი დაკავშირებულია საკვერცხის თანდაყოლილ, ფერმენტული სისტემის დარღვევასთან, რის შედეგადაც ანოვულაცია ვითარდება და ხდება მენსტრუალური რიტმის მოშლა. მეორადი პოლიკისტოზისას საკვერცხის ფუნქციის დარღვევა გამოწვეულია მეორადად, სხვა ჰორმონალური დარღვევების შედეგად. ამ შემთხვევაში, საუბარია ცენტრალურ ფორმებზე, რაც წეღანაც ვახსენეთ: ჰიპოთოლამიური სინდრომი, ასევე, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, სიმსუქნე და სხვა.

– კონტრაცეპტიულ პრეპარატებს თუ იყენებთ ჭარბთმიანობის სამკურნალოდ?

– დიახ, კონტრაცეპტიული პრეპარატები ხშირად გამოიყენება ჭარბთმიანობის კომპლექსურ მკურნალობაში.


скачать dle 11.3