კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განაგრძობენ ადამიანები „კამელინთან“ ერთად სიცოცხლეს

შესაძლებელია თუ არა დღეს კიბოს პროფილაქტიკა

დღეს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის საქართველოშიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა კიბო, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე მიმდინარეობს მასთან ბრძოლა. როგორც იცით, ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი“ აქტიურად და ხშირად ძალიან ეფექტურად გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და, ამიტომ, მკითხველის თხოვნით, ვესაუბრებით კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელ დირექტორსა და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ კობა გურიელიძეს:

– ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, რომლებიც შემდგომ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებით მთავრდება, მეტად რთულია და ცვალებადი. ეს პროცესები მოიცავს როგორც ბიოქიმიურ-გენეტიკურ, ასევე, გარეშე ფაქტორების განუწყვეტელ ზემოქმედებას, რის შედეგადაც აბსოლუტურად ნორმალური უჯრედები იქცევიან პათოლოგიურ (ანომალიურ) უჯრედებად და შემდგომ, უჯრედების პირდაპირი და სწრაფი დაყოფის ხარჯზე, ავთვისებიან სიმსივნედ ყალიბდებიან. უმრავლეს შემთხვევაში სიმსივნური უჯრედების ფორმირების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც გენეტიკური პროცესი, რომელიც ნორმალური უჯრედების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი, ხდება დეფექტური. ეს შეიძლება, მოხდეს შემთხვევით (როდესაც ხდება გენეტიკური მექანიზმის შეფერხება) ან ორგანიზმში მოხვედრილი (როგორც გარედან, ისე საკუთარი) არასასურველი ნივთიერებების (კანცეროგენების) ზეგავლენით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ განიცდის კანცეროგენების „თავდასხმას“: ჰაერიდან (განსაკუთრებით – ავტო და სამრეწველო გამონაბოლქვი), თამბაქოდან, საკვებიდან, სასმელი წყლიდან, უამრავი პათოგენური მიკროორგანიზმიდან (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შხამები და სხვა) და თვით ჩვენი ორგანიზმიდან, როდესაც გარკვეულწილად მოირყევა საჭმლის მომნელებელი სისტემა და ადგილი აქვს მიღებული საკვების არასრულ გარდაქმნას, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება შხამები, რაც ნორმალურ უჯრედებზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. ცნობილია, რომ იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს მრავალი არახელსაყრელი ფაქტორი, მაგალითად: დამწვრობის, გადაციების, სისხლის დაკარგვის, ტრავმებისა და, განსაკუთრებით, შიმშილობის დროს, ირღვევა ორგანიზმის დამცავი ბარიერები და სისხლში მოძრავი ანტისხეულებისა და დაგროვილი შხამების ბალანსი, რაც დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ: იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება მკვეთრად ზრდის კიბოს უჯრედების განვითარების შანსს, ვინაიდან, დასუსტებული იმუნიტეტის დროს კატასტროფულად მატულობს ალბათობა იმისა, რომ ჩვენი იმუნიტეტი ვერ გაუმკლავდება კიბოს უჯრედებს. რაც უნდა გასაოცარი იყოს, ნებისმიერ ადამიანს, პრინციპში, შეუძლია, თავიდან აიცილოს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ ამისთვის მრავალი ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადალახოს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კიბოს განვითარების ადრეული ეტაპი დაფიქსირდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ კიბოსთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი მეთოდი არის მისი პროფილაქტიკა.

– რას გულისხმობს კიბოს პროფილაქტიკა?

– კიბო – ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მრავალსაფეხურიანი პროცესი. თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი იმყოფება იმ რისკის ქვეშ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაემართება კიბო. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ფილტვის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლის დიამეტრის ზომაც 1-1,5 სანტიმეტრია, უნდა გავიდეს 5-10 წელიწადი. კიბოს უმრავლესი სახეობის ჩამოსაყალიბებლად „ფუნდამენტი იყრება“ 25-40 წლის ასაკში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში – ბავშვობის ასაკშიც კი. აი, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს კიბოს პროფილაქტიკა. რა იგულისხმება ამაში? უპირველესად, სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), რომლებიც შეიცავს მეტად საჭირო ნივთიერებებს და ამით ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდიან იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და, შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“, ინიექციის, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება და, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახავი ბარიერი, რომელსაც ჰქვია „ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო“ (FDA) და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. შედეგად, ჩამოყალიბდა ქართული საწარმოს შვილობილი კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში, რომლებიც დაკავებულები არიან ქართული პრეპარატების რეალიზაციით მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა უამრავი წარმატებული სამეცნიერო და კლინიკური კვლევის განხორციელება...

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინის“ დახმარებით ძალიან ბევრი მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ისინი თავად ცდილობენ „კამელინის“ მწარმოებლებთან, ასევე ჩვენს რედაქციასთან დაკავშირებას და მადლობის გადახდას.

54 წლის ქალბატონს ორივე მკერდზე ჰქონდა კისტები და ფიბრომული კვანძები. მარცხენა მკერდზე ხუთი წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, კვანძები ამოიჭრა. ორი წლის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა მკერდში ჰქონდა შვიდი-რვა კისტა, ხოლო მარცხენა, ნაოპერაციებ მკერდში – ორი კისტა. აწუხებდა საშინელი ტკივილები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა. ერთი კურსი ჩაიტარა – ტაბლეტებს სვამდა და მალამოს ისვამდა მკერდზე. ერთ კვირაში ტკივილმა გაუარა. ახლაც იშვიათად სტკივა. მისივე თქმით, არ მიუღია სხვა წამლები. როგორც კი დაამთავრა ერთი კურსი, გამოკვლევა ჩაიტარა. ექოსკოპიის შედეგი ასეთი იყო: ნაოპერაციებ მკერდზე საერთოდ არ ჰქონდა კისტა და კვანძები, ხოლო მარჯვენა მკერდში, რომელშიც ადრე 8 კისტა ჰქონდა, მხოლოდ ორი იყო დარჩენილი. ცხადია, ის კიდევ აპირებს „კამელინით“ მკურნალობის კურსის ჩატარებას.

ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც დაახლოებით ათი წლის წინ, 33 წლის ასაკში აღმოაჩნდა თავის ქალის სიმსივნე, არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. პაციენტს გაუკეთეს ოპერაცია. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მკურნალობის სხვა გზები და საშუალებებიც ეცადათ. რადგან მათ გაგონილი ჰქონდათ „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ, ამიტომ დაიწყეს მისი გამოყენება. იმ დროს პაციენტი საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს: გათიშული ჰქონდა ხელები, ფეხები, საერთოდ ვერ ამოძრავებდა. „კამელინის“ გაკეთებისთანავე ორგანიზმმა მუშაობა დაიწყო, შემდეგში ჩატარებული ანალიზების პასუხებიც უკეთესი იყო. სიმსივნე დაძლეული იქნა. უფლისა და „კამელინის“ დახმარებით, პაციენტმა სიარულიც შეძლო. ის თავს კარგად გრძნობს. მისი ოჯახის წევრები და თავად პაციენტი „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

P. S. ასეთი მაგალითები კიდევ ბევრი იქნება, უბრალოდ, ყველა პაციენტის ისტორია ჩვენამდე არ აღწევს, ბევრს კი არ სურს საკუთარ ავადმყოფობაზე საჯაროდ საუბარი. ვისაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ან გსურთ „კამელინის“ შესახებ უფრო ბევრი რამ შეიტყოთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899-33-10-89, 899-58-09-07, 899-23-03-33, 98-57-78, 22-26-68, 93-20-87, 71-04-80.


скачать dle 11.3