კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით კომბოსტოს, კარტოფილის, კუნელისა და ხახვის წვენი

კომბოსტოს, კარტოფილის, კუნელისა და ხახვის წვენებს უებარი სამკურნალო თვისებები აქვს. ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა იაფიც ჯდება და მეტ შედეგსაც იძლევა უმოკლეს დროში.

კომბოსტოს წვენი კარგია გულის, თირკმელების, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევის, კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და ბუასილის დროს. შველის უძილობას, ეგზემასა და დიათეზს. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად, დღეში ორჯერ: დილით – უზმოზე და საღამოს.

კარტოფილის წვენი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ცვლის რეგულირებას და გულის ნორმალურ მუშაობას. მას იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. წვენის სისტემატურად მიღებისას კუჭის მჟავიანობა ქვეითდება და გულძმარვა და ბოყინი ქრება. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დილით უზმოზე და საღამოს – ვახშმობიდან ორი საათის შემდეგ.

კუნელის წვენი გულს ჟანგბადით ამარაგებს და არეგულირებს მის მუშაობას. ასევე, აქვეითებს არტერიულ წნევას. წვენი უნდა მიიღოთ ახალდაკრეფილი ნაყოფისგან და დალიოთ ერთი ჭიქა 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად, დღეში სამჯერ.

ხახვის წვენი კარგი შემახორცებელი, გრიპის საწინააღმდეგო, მადის მომგვრელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ბუასილის საწინააღმდეგო საშუალებაა. ის, ასევე, სიჯანსაღეს უნარჩუნებს კბილებს, ამაგრებს თმის ძირებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მხედველობას, ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას; თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ხელს უწყობს ქვიშის გამოდევნას. რეკომენდებულია სურდოს, თავის ტკივილის, ფურუნკულების დროს. მიიღეთ 1 სადილის კოვზი არეული 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.


скачать dle 11.3