კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგინა საშიშ გართულებებს იწვევს

ყელის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ხახის უკანა კედლის ანთება ანუ ფარინგიტი გახდეს. ანგინის დროს აუცილებელია, ადამიანმა მიიღოს ანტისეპტიკები და ხსნარები. ანგინა, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკურად სუსტ და იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ვერ უძლებენ ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობას. ხოლო, რაც შეეხება მის გადადებას, ის ადვილად გადადის მჭიდრო კონტაქტის შედეგად. ასევე, ძალიან სწრაფად ვრცელდება საუბრის დროსაც. მიკრობი, შესაძლოა, დაავადებული ადამიანის ხელიდან საჭმელშიც მოხვდეს.

ანგინა იწვევს საშიშ გართულებებს. კერძოდ, ინფექცია აღწევს ყურების ჰაიმოღრმულებსა და გულში. ხშირმა ანგინამ კი, შეიძლება, გამოიწვიოს რევმატიზმი და თირკმელების დაავადება.

დაავადების დასაწყისში, მაღალი ტემპერატურის დროს, მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები. ყელში გამოივლეთ ანტისეპტიკური ნივთიერებების შემცველი ხსნარები, მიიღეთ ანტისეპტიკური აბები. ყელში გამოივლეთ სოდიანი თბილი წყალი ან ევკალიპტის თბილი ნაყენი. ასევე, კრაზანას, გვირილის ან ცაცხვის ყვავილების ნახარში. თუ ამ საშუალებებმა შვება არ მოგგვარათ, მიიღეთ ანტიბიოტიკები.

გლანდების ამოჭრა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ანგინით აღარ დაავადდებით. გლანდებს აკისრია იმუნური სისტემის დაცვის ფუნქცია და თუ ის ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ადამიანი კიდევ უფრო სუსტდება.


скачать dle 11.3