კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ემოციასთან დაკავშირებული იმპულსები ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს

სხვადასხვა ემოციასთან დაკავშირებული იმპულსები განსხვავებულია და ადამიანის ორგანიზმზეც განსხვავებულად მოქმედებს. ის, რომ ფსიქიკა და სხეულის ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია, დიდი ხანია, დამტკიცებულია.

სიბრაზე, შიში, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, მწუხარება და დანაშაულის გრძნობაც კი, ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი ემოციური მდგომარეობაა. ვახერხებთ თუ არა ამ ემოციებში გარკვევას და როგორ აისახება ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე, ეს სხვა საკითხია.

როცა ადამიანს შიში და სიბრაზე ეუფლება, მისი კუნთები იძაბება. როცა ასეთი კუნთოვანი სისტემის დაძაბული მდგომარეობა ქრონიკულ ფორმას იღებს, კუნთები თითქოს იყინება და აგრესიის შეკავება გაუცნობიერებლად ხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა კუნთები მოეშვება, ადამიანი კისრის, წელისა და ზურგის არეში ტკივილს გრძნობს. ამ დროს ის ვერ აცნობიერებს, რომ ეს სიმპტომები მის მიერ დათრგუნული გრძნობების შედეგია. კუნთების ქრონიკული დაძაბულობა სხეულს უხეშს ხდის და მასში ენერგიის თავისუფლად გადინებას აფერხებს. შეკუმშული კუნთები ხელს უშლის სუნთქვის პროცესს.

შიში სიბრაზისგან რადიკალურად განსხვავდება. ის სხეულის პარალიზებას ახდენს. როცა შიშის გრძნობას ადამიანი დიდხანს განიცდის, სხეული ითრგუნება და ირღვევა ჯანმრთელობაც.

სიხარულის დროს ადამიანი ძალების მოზღვავებას გრძნობს, მის სხეულში ენერგია თავისუფლად მოედინება, გრძნობებს თავისუფლად გამოხატავს.

მწუხარების დროს ხშირად ტირილისგან თავს იკავებენ, რაც დამანგრევლად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, განსაკუთრებით – ნაწლავების ტრაქტზე. ადამიანები, რომლებსაც ნაწლავების ამა თუ იმ ფორმის ანთება აწუხებთ, არასდროს ტირიან და ცრემლს იკავებენ – ეს გამოკვლევებმა ცხადყო.

რაც შეეხება დანაშაულის გრძნობას, ის სხეულზე გარკვეული ფორმით აისახება და სხეულის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მან, შესაძლოა, სამომავლოდ პრობლემები შეგიქმნათ სექსუალურ ცხოვრებაში, დაგიზიანოთ რეპროდუქციული სისტემა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასქესო ორგანოების სიმსივნეც კი გამოიწვიოს.


скачать dle 11.3