კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აუცილებლად შეიტანეთ თქვენს საკვებ რაციონში ბრინჯი და სოია

ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინის შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.

რაც შეეხება სოიას, მას ხშირად განიხილავენ, როგორც ხორცეულის შემცვლელ პროდუქტს. ის უნიკალური თვისებების მქონეა. ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტისგან განსხვავებით, სოია ადამიანის ორგანიზმს უზრუნველყოფს არა უჯრედისით, არამედ სრულფასოვანი ცილით. სოიისგან ამზადებენ რძის პროდუქტების შემცვლელებსაც, მაგალითად, სოიის რძეს, იოგურტს, ხაჭოსა და ყველს. მასში შემავალი ცილა ყველა მცენარეულ ცილასთან შედარებით უფრო სრულფასოვანია. თანაც ის სოიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცში. ცილის გარდა, სოია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ასევე, შეიცავს ჰორმონის მაგვარ ნივთიერებას – ფიტოესტროგენებს, რაც არც ხორცშია და არც თევზში. ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიირთვათ, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით, მაგრამ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში.


скачать dle 11.3