კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ყველა ქალს უვითარდება ოსტეოპოროზი მენოპაუზის შემდეგ?

პასუხი: არა. დაახლოებით ყოველ მესამე ქალბატონს – მენოპაუზის პერიოდში.

კითხვა: რამდენიმე წელია, მაქვს ფსორიაზი. არაერთხელ ვიმკურნალე სტაციონარშიც და სახლის პირობებშიც, მაგრამ გაუმჯობესება ყოველთვის დროებითია. იქნებ, არსებობს განკურნების საშუალება?

პასუხი: ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობა არ იძლევა სრული განკურნების საშუალებას. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, მიაღწიოთ ხანგრძლივ რემისიას.

კითხვა: ბავშვს დაუსვეს ვარდისფერი სირსველის დიაგნოზი. რა არის ეს?

პასუხი: ვარდისფერი ლიქენი (სირსველი) – ჟიბერის დაავადება, კანის ანთებითი თვითგანკურნებადი დაავადებაა. უფრო ხშირად ახალგაზრდებში გვხვდება შემოდგომა-გაზაფხულზე. გამონაყარი 4-5 კვირის შემდეგ ქრება, არ უყვარს წყალი. რეციდივები იშვიათია.

კითხვა: რითი ვუმკურნალო მეჭეჭებს?

პასუხი: ყველაზე მარტივია მეჭეჭის მოშორება კრიოდესტრუქციით (თხევადი აზოტით), ან ლაზერით. ამას ქირურგი წყვეტს. ხალხურ მედიცინაში მიღებულია ქრისტესისხლას წვენი ან ჩაის ხის ზეთი (ამ შემთხვევაში ეფექტი გარანტირებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია).

კითხვა: როგორ ვებრძოლო პოდაგრას?

პასუხი: პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი, თუ სწორად არის დასმული დიაგნოზი, არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კერძოდ კი – შარდმჟავას. პირველი და მთავარი პირობა არის კვების სწორი რეჟიმი, გამწვავების დროს კი – მკაცრი დიეტა. საჭიროების შემთხვევაში, მიიღება პრეპარატები, რომლებიც შეამცირებს შარდმჟავას სინთეზს. ართრიტის გამწვავების დროს მიიღება ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რემისიის დროს საჭიროა მოძრაობითი აქტივობა, ვარჯიში.

კითხვა: დასაშვებია თუ არა მასტურბაცია და რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს ამან?

პასუხი: მასტურბაცია დასაშვებია, არ არის მავნე. ეს არის ადამიანის სექსუალურობის ფორმირების ეტაპი.

კითხვა: რამდენ მამაკაცის ჰორმონს შეიცავს ვიაგრა და ქალის ორგანიზმზე ხომ არ მოქმედებს?

პასუხი: ვიაგრაში ჰორმონები არ არის, გვერდითი მოვლენები მინიმალურია.




скачать dle 11.3