კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვას ჩავდივართ თუ არა, როდესაც პატარ-პატარა უწყინარ ტყუილებს ვამბობთ?

პასუხი: პატარა სიცრუეს დიდი სიცრუისკენ მივყავართ. ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – მცირედიდან იწყება. თუ უფალს ვთხოვთ დახმარებას, მივხვდებით, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან ტყუილის გარეშეც იოლად გამოვალთ. წმიდა მამები ასეთ სიტუაციებში დასაშვებად მიიჩნევდნენ ტყუილის ნაცვლად, „არ ვიცის” თქმას, თუკი სიმართლემ შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანს. უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ დროს დუმილი სიცრუე არ არის.

კითხვა: რატომღაც, ყველა ერიდება იმ სახლის შეძენას, სადაც მკვლელობა მოხდა ან ვინმე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. როგორ უყურებს ამას ეკლესია?

პასუხი: საცხოვრებელ სახლზე, შეიძლება, მართლაც აისახოს იქ მცხოვრებთა ცოდვების მემკვიდრეობა და სასჯელი, რომელიც მათზე ამ არაქრისტიანული ცხოვრების გამო მოვიდა. თუმცა, ადამიანი, რომელსაც აქვს ჭეშმარიტი რწმენა, ამან არ უნდა შეაშინოს. ვინც თვითონ ღვთისნიერად ცხოვრობს, სხვისი ცოდვითი მემკვიდრეობა ვერაფერს ავნებს. ასე რომ, შეგიძლიათ, შეიძინოთ ასეთი სახლი, მოძღვარს აკურთხებინოთ და მოყვასისა და უფლის სიყვარულით იცხოვროთ იქ. უფალი თქვენი მფარველი იქნება.

კითხვა: აღდგომისწინა დიდმარხვის გარდა, რომელი მარხვის დაცვა ევალება მართლმადიდებელ ქრისტიანს?

პასუხი: ეკლესიისგან წლის ოთხივე დროს არის დაწესებული ოთხი მარხვა: ორი მარხვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელზე – დიდმარხვა და შობის მარხვა; ერთი – ღვთისმშობლის სახელზე – მარიამობისა და ერთიც მოციქულთა – პეტრე-პავლობის მარხვა. ამას ემატება ერთდღიანი მარხვები: ჯვართამაღლების დღეს (27 სექტემბერს), იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერს), ნათლისღების წინა დღეს (18 იანვარს), ასევე, ოთხშაბათობით და პარასკევობით (მსგეფსის გარდა).

კითხვა: აღდგომის მარხვა სრული წესების დაცვით დავიცავი: ვიმარხულე, ვილოცე, მაგრამ, არ მითქვამს აღსარება და, შესაბამისად, ვერ ვეზიარე. აქვს თუ არა რამე მადლი ჩემს საქციელს?

პასუხი: მარხვის შენახვასთან ერთად, აუცილებელია აღსარების თქმა და ზიარება, რითაც შევუდგებით ეკლესიურ ცხოვრებას, სხვა შემთხვევაში, მარხვა დიეტას ემსგავსება. თუმცა, თქვენი ღვაწლი მაინც დასაფასებელია.


скачать dle 11.3