კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიყენა „ნეონის“ ფერები კრისტოფერ კეინმა ახალ კოლექციაში

კრისტოფერ კეინი, რომლის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და მომხმარებელი რიანა იყო, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით რიანასა და მის სტილს სერიოზულად დაშორდა. კრისტოფერ კეინმა ინსპირაციად სამეფო თემები გამოიყენა. „სუპერრთული” – ასე შეაფასა დიზაინერმა მის მიერვე შექმნილი ფერადი, სრულიად სხვადასხვა ქსოვილებით აწყობილი, მოქარგულ-„ჩაჩუქურთმებული“ კოლექცია. კეინის ბოლო კოლექციის ჩვენებას დაესწრო მისი და – ტემი, რომელიც „შხამზე დამჯდარ პრინცესა მარგარიტას” ჰგავდა. მთლიანად მოშიშვლებული ზურგი და ნარკომანი ქალბატონებისთვის საყვარელი სამოსის ნაგლეჯები ისე ჰქონდა შემოხვეული „მარგარიტას”, რომ კინაღამ ჩვენებიდანვე წაიყვანა პოლიციამ. ეს რაც შეეხება პირველ რიგებს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცეები ხდებოდა პოდიუმზე. კეინმა ქალის მისეული აღქმა მთლიანად ამოაბრუნა. მაქმანებსა და აბრეშუმში შემოსილ მოდელს ხელოვნური ტყავის ქურთუკი მოაცვა. კოლექციის ფერები ძალიან იყო დაშორებული რეალურსა და ბუნებრივს. ბუნებრივი მწვანეს, იისფერს, ვარდისფერს, ატმისფერს უფრო მჭახე ელფერი ჰქონდა. „ნეონი მაძლევს წინსვლის საშუალებას. ნებისმიერი სხვა ფერი უკვე ძალიან ბანალური მეჩვენება,” – ამბობდა ჩვენების შემდეგ თავად დიზაინერი.

კეინს კოლექციაში დიდი რაოდენობით ჰქონდა წარმოდგენილი თავისუფალი, უბრალო კაბები, რომელსაც თუ უნაკლო აღნაგობა და სხეული არ გაქვს, ვერაფრით მოირგებ. მით უფრო, რომ ამ კაბების დიდი ნაწილი ხელოვნური ქსოვილის იყო და ისე მყარად იდგა, ტანზე ჩამოცმულ მუყაოს ყუთს მოგაგონებდათ. კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას ამ სტილის კაბებზე მოცმული მოკლე, კუბოკრული ტიპის ჟაკეტები. მამაკაცური სტილის რომბებიანი, თხელი ნაქსოვი ჟაკეტები და ფარდის პრინტებით გაფორმებული კაბები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არ უხდებოდა ერთმანეთს. დიზაინერი კი ამბობდა, – „კიბერძაღლი – ეს არის ჩემი დამოკიდებულება თანამედროვე მოდის მიმართ“. რა კავშირშია ერთმანეთთან სამეფო ჩაცმულობისა და კიბერცხოველების ურთიერთობა, ძნელი წარმოსადგენია. მათი ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ კრისტოფერ კეინმა შეძლო. ნიშანდობლივია, რომ კოლექცია უაყოფითად შეაფასა სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს – ფეხსაცმელს, აქსესუარებს და სხვა, ისინი ნაკლებად კიბორგული, უფრო მიწიერი და საყოველდღიეო მოხმარებისაა. ღია, საზაფხულო ფეხსაცმელი კი ეგრეთ წოდებული, „ტანკეტკის” ძირიანი, მაღალ პლატფორმაზე იყო შეკერილი და მხოლოდ რამდენიმე თხელი ზონარით იკვრებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმისძირიანი ფეხსაცმლის ტარება გიჭირთ, ამ ტიპის „ბასანოშკით” სიარული უფრო გაგიჭირდებათ, რადგან მასიური ძირის ტარება მხოლოდ კოჭთან დამაგრებული ვიწრო ზონარით მოგიწევთ.

კეინის ახალ კოლექციაში სულ ორი თუ სამი კოსტიუმი იყო, რომელიც იდეალურად მოერგება თბილისურ საზაფხულო სტილს. ფერადი პრინტებით გაფორმებული, ჭრელი სარაფნები თხელი მოსაცმელებით ნამდვილად გამოგადგებათ ამ სეზონზე. თუ კეინის სამოსზე ხელი არ მიგიწვდებათ, მარტივად შეგიძლიათ, იყიდოთ ფერადი, დაპრინტული ატლასი და სრულიად უბრალო, „ბრეტელებიანი” სარაფანი შეიკეროთ.


скачать dle 11.3