კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეეწირა მთელი ოჯახი ერთ დაშვებულ შეცდომას და რის გამო ემსხვერპლნენ დედა, მამა და მათი უდანაშაულო გოგონა შვილის ნიჭიერებას

ჩვენ ირგვლივ თითქმის ყოველდღიურად ხდება ისეთი ფაქტები, რომელთაც ახსნა არ აქვს, რომელიც ყველა ადამიანში გაოცებას იწვევს და, ალბათ, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შოკის მომგვრელია. ტრაგიკული და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც წლების წინ რუსთავში მოხდა, დღესაც კარგად ახსოვთ. როდესაც ეს ისტორია გავიგე, გადავწყვიტე, ოჯახის ახლობელთან ინტერვიუ ჩამეწერა. ასეც მოვიქეცი. დავუკავშირდი მათ უახლოეს ნათესავს. უარი არ უთქვამს, თუმცა, მისივე თხოვნით, სახელები შეცვლილია.

ბატონი დათო ის ადამიანია, რომელიც ამ ოჯახის ტრაგედიის უშუალო მომსწრე, ჭირისუფალი და გულშემატკივარი იყო. ის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემზარავი ამბის შემდეგ დაახლოებით ათი წელი გავიდა, მოყოლის დროს ცრემლსა და ემოციას ვერ მალავს.

დათო: ტელევიზიით თითქმის ყოველდღიურად აცხადებენ მკვლელობის, დაჭრისა თუ ათასნაირი ვანდალიზმის ფაქტებს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არაფერია იმ ამბავთან, რომელიც დღეს უნდა გიამბოთ. მინდა, ამ ამბით ბევრ ადამიანს ავუხილო თვალი და ვუთხრა, რომ ერთი დაშვებული შეცდომა, შესაძლოა, მთელი ოჯახის ტრაგედიად იქცეს და ამაზე დაფიქრება მანამდე საჭიროა, სანამ შედეგის გამოსწორება შეიძლება. დეიდაჩემის, ფიქრიასა და მისი მეუღლის – მიშას ოჯახი მთელ რუსთავში თითით საჩვენებელი იყო, კარგი გაგებით. ისინი პედაგოგები იყვნენ, ჭკვიანები, სათნოები, ყველას გაჭირვება გულთან მიჰქონდათ და არც არასდროს დაუხევიათ უკან, თუკი ვინმესთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეეძლოთ. ორი შვილი ჰყავდათ, ქალ-ვაჟი – ნანი და ბათუ. ნანი უფროსი იყო ძმაზე და როდესაც სკოლა დაამთავრა, მშობლების კვალს გაჰყვა, მასწავლებელი გახდა. ულამაზესი და უჭკვიანესი გოგონა იყო. ბათუ კი სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა. ისე მეცადინეობდა, ხანდახან დავცინოდი, რა არის, ბიჭო, ხანდახან მაინც გამოდი გარეთ ან გოგოს შეხვდი, ჰაერი მაინც ჩაყლაპე, სულ გამოკეტილი რომ ზიხარ და ჩრჩილივით წიგნებში იქექები-მეთქი. ახლაც მეტირება, რომ მახსენდება, როგორი მოსიყვარულე დეიდაშვილები მყავდა. ერთმანეთზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე და უერთმანეთოდ ერთ წამსაც ვერ ძლებდნენ.

– თქვენს დეიდაშვილებზე წარსულ დროში რატომ ლაპარაკობთ?

– იმიტომ რომ, არც დეიდა, არც ბიძა და არც დეიდაშვილები დღეს ცოცხლები აღარ არიან. როგორც გითხარით, ბათუ ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ემოციური ბავშვი იყო და, ეტყობა ამდენი კითხვით და იმაზე დარდით, რომ, შესაძლოა, გამოცდებზე ჩაჭრილიყო, ჭკუიდან გადავიდა. ერთ დილასაც, გაიღვიძა და ისეთი შეშლილი იყო, სასწრაფოდ ფსიქიატრიულში დააწვინეს სამკურნალოდ. დაახლოებით ორი თვე დაყო იქ. სრული კურსი რომ გაიარა, ბოლომდე მაინც ვერ ეშველა. ექიმებმა უთხრეს დეიდაჩემს, არ გირჩევთ ამის სახლში გაყვანას, აგრესიულია და შესაძლოა, რაიმე დააშავოს და ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთო. კინაღამ გაგიჟდნენ დეიდაჩემი და ბიძაჩემი – ამას აქ როგორ დავტოვებთ, ან, რა უნდა დაგვიშავოს; ოჯახურ სითბოში რომ იქნება, კარგად გახდება, გვირჩევნია, მის გვერდით ვიყოთო. ასეც მოიქცნენ. სიმართლე გითხრათ, სტუმრად რომ მივდიოდით, ძალიან უხაროდა, მაგრამ, ისე არაადეკვატურად იქცეოდა და ისე ლაპარაკობდა, მართლაც შეგაშინებდათ.

– ოჯახის წევრებს უშავებდა რამეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. უბრალოდ, ეჩვენებოდა, რომ ვიღაცეები დადიოდნენ სახლში და მათ ეჩხუბებოდა, ლანძღავდა, აგინებდა; მერე დედამისს სთხოვდა, სუფრა გაშალე, ჩემი ძმაკაცები არიან სტუმრად და სირცხვილიაო. დეიდაჩემიც შლიდა სუფრას, ბათუ კი მიუჯდებოდა და თავისთვის ლაპარაკობდა. მშობლები ისე არ განიცდიდნენ შვილის ასეთ ყოფას, როგორც ნანი. უფრო სწორად, მშობლები არ იმჩნევდნენ, ნანი კი ისეთ დღეში იყო, საწყალი... ნათესაობა კი ვედექით მხარში, მაგრამ... ასე გავიდა მთელი შვიდი წელი. ნანი ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა ქართულის მასწავლებლად, თავისი შემოსავალი ჰქონდა, ძალიან კარგი გარეგნობის იყო, ქერა, მაღალი, დახვეწილი, რომ იტყვიან, ნათესაობაში გამორჩეული... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღესაც, მჯდარა მაგიდასთან და მოსწავლეების საკონტროლო წერის რვეულებს ასწორებდა. ძმა არ ასვენებდა: ხან თმა მოსწიწკნა, ხან პასტა წაართვა, ხან რვეული გამოჰგლიჯა ხელიდან. ნანიმ, თურმე, ღიმილით უთხრა, თავი არ მომაკვლევინო, გამანებე თავიო. ბათუ გაშეშებულა და მკაცრად უთქვამს – ეგ რა მითხარი, შენ მე მომკლავო? მერე გაბრუნებულა და სამზარეულოში გასულა. ამ დროს დეიდაჩემი სააბაზანოში სარეცხს რეცხავდა. ბათუს აუღია დიდი დანა, მიჰპარვია ნანის უკნიდან, დაუქაჩავს თმაში და კისერში გამოუსვამს. დეიდაჩემი ოთახში რომ შესულა, ხედავს, ნანის თავი გადაკიდებული აქვს და ნახევრად მოჭრილი. რა დღეში ჩავარდებოდა საწყალი ქალი, ხომ წარმოგიდგენიათ! ნანი მთელმა რუსთავმა დაიტირა, ყველა მისი მშობლების ცოდვით იწვოდა...

– ამ დროს მისი ძმა სად იყო?

– ის იმ დღესვე გადაიყვანეს ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ნანის დაღუპვის შემდეგ, დეიდაჩემსა და ბიძაჩემს გვერდიდან არ მოვცილებივარ, ვფიქრობდი, ესენიც ჭკუიდან არ გადავიდნენ და თავს რამე არ მოუწიონ-მეთქი. ეს ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ცოლ-ქმარი, რომ იტყვიან, ერთ დღეში დაბერდა.

– შვილის სანახავად დადიოდნენ საავადმყოფოში?

– არა, არც ერთხელ არ მისულან. ნანობდნენ, ნეტავ თავის დროზე დაგვეჯერებინა ხალხისთვის და ბათუ ფსიქიატრიულში ჩაგვებარებინა, ახლა ხომ ნანიკო ცოცხალი გვეყოლებოდაო. ორი წლის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, ბათუ გარდაიცვალა და მობრძანდით, წაასვენეთო. მე და ჩემი ძმაკაცები წავედით და, რაც იქ ვნახე, მტერს არ ვუსურვებ. ეს იყო კიდევ ერთი შოკი, რომელიც ნანის მერე მივიღე. ბათუ, თურმე ერთკაციან, ბნელ პალატაში იყო გამომწყვდეული და, ვირთხებსა და ტარაკნებს ისე ჰყავდათ დაკბენილი, ვერ ვიცანი. დედ-მამამ მკვლელი შვილიც დაიტირა და დარჩნენ ასე გაუბედურებულები. ბათუს დასაფლავების შემდეგ მითხრეს კიდეც, მორწმუნეები რომ არ ვიყოთ, თავებს დავიხოცავდით, მაგრამ, გვეშინია, იმქვეყნადაც არ დავშორდეთ ჩვენს შვილებსო.

– მკვლელი შვილი მშობლებმა დაიტირეს?

– დიახ, თუმცა, ეს ყველას უკვირდა. ამბობდნენ, სრულ ჭკუაზე არ იყო ეს საცოდავი, ამისი ბრალი არ არის, რომ დაც დაღუპა, თავიც დაიღუპა და დაგვყარა ასე საცოდავად და უპატრონოდო. ნანის სიკვდილის შემდეგ დეიდაჩემი და ბიძაჩემი მის საფლავზე ყოველდღე დადიოდნენ, ბათუს სიკვდილის შემდეგ კი მხოლოდ ორ კვირაში, თუ ავიდოდნენ საფლავზე. ასე იყო თუ ისე, ცოცხალ-მკვდარი დადიოდნენ სახლში და შვილების სიკვდილის შემდეგ გარეთ თავი არ გაუყვიათ. სურათები გაადიდეს, ჩამოკიდეს ოთახებში და საათობით იდგნენ და მათ ესაუბრებოდნენ. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ დეიდაჩემი შვილების დარდს გადაჰყვა და ისიც მიწას მივაბარეთ. ბიძაჩემი სულ მთლად დადნა, დაილია მთასავით კაცი. მასთან კი დავდიოდი ხშირად, მაგრამ, აღარც კი ვიცოდი, რით დამეიმედებინა. სიმართლე გითხრათ, მზარავდა იქ მისვლა და ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ, ხომ უნდა მიმექცია ყურადღება?! ერთ დღესაც, მივედი და კარი არ გამიღო. გულში გავიფიქრე, რამე შარი არ აუტეხოს თავს, რატომ აგვიანებს კარის გაღებას-მეთქი. მეზობელ კაცებს ვკითხე და მითხრეს, არც ფანჯარა გაუღია უკვე ორი დღეაო. მათი დახმარებით შევამტვრიე კარი და... საცოდავი, ჭაღზე ჩამოკიდებული დამხვდა. კი ამბობდა, მორწმუნე კაცი ვარ და თავს ვერ მოვიკლავ; იმედია, არ გამაწამებს მიქელგაბრიელი, მალე მომაკითხავს და დაასრულებს ჩემს ტანჯვასო, მაგრამ, ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო. ისიც მისი ცოლ-შვილის გვერდით დავკრძალეთ და დღეს, მათ სასაფლაოზე მისულს, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მე ვარ დამნაშავე.

– თქვენ რა შუაში ხართ?

– რა და, როდესაც ბათუ ჭკუიდან შეიშალა, პირველი წინააღმდეგი მე ვიყავი, რომ ფსიქიატრიულში დაგვეწვინა. დეიდაჩემს ვუთხარი კიდეც, შვილი არ გაწიროთ, თორემ, მეც სამუდამოდ დამკარგავთ-მეთქი. ძმასავით მყავდა და მეცოდებოდა. ახლა ვხვდები, თურმე, ჯობია სწორად და რეალურად გააანალიზო მოვლენები, სანამ უარესი ტრაგედია დატრიალდება.


скачать dle 11.3