კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოუწყო ზურა ხარატიშვილს სახლში ანექსია და რას არ ითვლის ის სახლში

სანამ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთთან ურთიერთობებს არკვევენ და მომავალი არჩევნების თადარიგში არიან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ზურა ხარატიშვილი კუთვნილ შვებულებას იყენებს და ცხოვრების შედარებით მშვიდი რეჟიმით ტკბება, ოთხი შვილის მამას საოჯახო საზრუნავიც ბევრი აქვს, რასაც არჩევნების პერიოდში თავად ვერ აუდის და ამ საქმეს მთლიანად მეუღლეს გადააბარებს ხოლმე. მაია ცოლის პროფესიას, რისი „დიპლომიც“ მეუღლემ 13 წლის წინ მისცა, თავს მშვენივრად ართმევს – სახლში „საჩივრის წიგნი“ გააუქმა და ცესკოს თავმჯდომარეს შინ სრულ იდილიას უქმნის, რითაც ხარატიშვილების მრავალრიცხოვანი, თბილი და ტრადიციული ოჯახი არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს.

– ბატონო ზურა, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, წესით, მშვიდი ცხოვრება უნდა გქონდეთ.

– არც ისე მშვიდი, როგორც შეიძლება, გეგონოთ, სამუშაო ახლაც საკმაოდ ბევრია. სანამ პოლიტიკოსები ურთიერთობებს არკვევენ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემდეგმა არჩევნებმა კარგად ჩაიაროს. ჩვენი საქმიანობა ახლა გარედან, შეიძლება, არ ჩანს, მაგრამ, შედეგი არჩევნების დროს უნდა მოგვცეს. ვცდილობთ, ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რაც წინა არჩევნებს ახლდა, მაგალითად, ინტენსიურად ვმუშაობთ საარჩევნო სიებზე, რაც დღემდე ძალიან აქტუალურია. სამოქალაქო რეესტრთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში სოფელ-სოფელ დადიან და ახდენენ დამისამართებას – ეს საკმაოდ რთული საორგანიზაციო საქმეა, მაგრამ ამ მხრივ უზუსტობები და პრობლემები აღარ უნდა გვქონდეს. ამ სამუშაოების მიუხედავად, ახლა იყო პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა შვებულებაში გასვლა და მეც ვისარგებლე ჩემი კუთვნილი შვებულებით, თუმცა, მივლინებებშიც მომიწია სიარული და დღეში რამდენიმე საათი სამსახურშიც ვიყავი. მე არ შემიძლია დასვენება კლასიკური გაგებით. ძალიანაც მიყვარს ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ვერ წამოვწვები პლაჟზე და მთლად უსაქმოდ ვერ გავძლებ. ამიტომაც, ვცდილობ, დასვენება იყოს ჩვეულებრივი ცხოვრება ოდნავ პასიური რეჟიმით და იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვინც ჩემთვის ახლობლები არიან და რა ურთიერთობებიც აშკარად მაკლია, ამას ბოლო პერიოდში ცოტა ჩამოვრჩი.

მაია: ახლა თამამად შემიძლია, ვთხოვო, რომ ცოტა ხანს დაიტოვოს ბავშვები, ან რომელიმე სადმე წაიყვანოს. თუ ძალიან არ გამიჭირდა, მთელი წელი ამით არ ვაწუხებ. სხვა არაფრით არ მიგრძნია, რომ ზურას შვებულება ჰქონდა. სახლიდან მაინც ყოველდღე გადის. რომ დავურეკავ და ვეკითხები, სად ხარ-მეთქი? ცესკოშიო, – მპასუხობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სამსახურში შვებულებიდან „იპარება” და დღეს და ღამეს იქ არ ატარებს, ისე როგორც არჩევნების დროს. როცა ზურა ამ სამსახურში დაინიშნა, მაშინვე ვიცოდი, რაც გველოდა. სიმართლე გითხრათ, უფრო უარესსაც ველოდებოდი. მის სახლში არყოფნას, ასე თუ ისე, მიჩვეული ვიყავი – რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ ემუშავა მაგრამ, არჩევნების პერიოდი მაინც განსაკუთრებით დაძაბულია ჩვენი ოჯახისთვის. ერთადერთი დადებითი, რაც არჩევნებს ახლავს, ისაა, რომ იმ პერიოდში ზურა წონაში იკლებს (იცინის), როცა არჩევნები არაა, ჩვენც შედარებით მშვიდად ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მეც შვებულება მაქვს.

ზურა: არა, ოჯახი ისეთი რამეა, ცოლს შვებულებაში ვერ გავუშვებ (იცინის). ამაზე მაშინ შევთანხმდით, როცა მაია ცოლად შევირთე, მაშინ მოვილაპარაკეთ იმაზეც, რომ ბევრი შვილი უნდა გვყოლოდა – ოთხზე შევთანხმდით, დანარჩენი მერე ვნახოთ. გეგმა უკვე შესრულებული გვაქვს, თუმცა, გეგმის გადაჭარბებაზე ფიქრიც შეიძლება (იცინის). მაია მაშინ დავასაჩუქრე ცოლის „დიპლომით“ და მას შემდეგ სახლში ცოლად მუშაობს. ოთხ ბავშვს მოვლა არ უნდა? უფროსი თაობიდან ოჯახში დამხმარე არავინ გვყავს, შესაბამისად, საქმეც ბევრია. ქალს სრულფასოვანი მუშაობა ორი შვილის ყოლის დროსაც რთულად გამოსდის და, მით უმეტეს, როცა სამი და ოთხი შვილი ჰყავს, მისთვის მუშაობა ძალიან რთულია. ახლა ჩვენი შვილები უკვე წამოიზარდნენ, ასე რომ, მაიასაც შეუძლია, სამსახურზე ფიქრი დაიწყოს. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია და სამსახურის ძებნა არ გაუჭირდება.

– ამ სამსახურში ხელფასს როგორ უხდით?

– ინფლაციური პროცესი არ გამითვალისწინებია, ცოლს ხელფასი ვერ გავუზარდე. ისე, ცოტა არ იყოს, ძვირი მიჯდება ამისი სამსახური, ყველაფერი დანახარჯთა ცენტრია, ასეთ შემთხვევაში – მით უმეტეს (იცინის).

– თქვენ საოჯახო საზრუნავისგან მთლიანად გათავისუფლებული ხართ?

– საოჯახო საქმეების უმეტესობა მაიას აქვს გადაბარებული, უფრო რთულ ტექნიკური საქმეებში ჩემი სიმამრი და ცოლისძმა ერთვებიან ხოლმე. როცა დრო მაქვს, „ბოლტის” მოჭერისგან არც მე ვარ შორს, უფრო შაბათ-კვირას ვერთვები ხოლმე საოჯახო პრობლემების მოგვარებაში. სამუშაო დღეებში ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და ამის გამო ადრე საჩივრის წიგნიც გვქონდა, რომელიც ახლა გაუქმებულია და ჩემთან ინახება, იმისი არ იყოს – მოლარესთან ინახებაო (იცინის).

– სამსახურში არ გეყოფათ თვლა, აქაც მოლარე ხართ?

– სახლში ბევრი არაფერი მაქვს დასათვლელი. საქართველოს კვალობაზე, ცუდი ხელფასი არ მაქვს, მაგრამ, არა იმდენი, რომ მათემატიკოსობა და ბუღალტრობა სჭირდებოდეს (იცინის).

მაია: იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ ვართ პრეტენზიული ხალხი, ოთხ ბავშვს მაინც ბევრი რამ სჭირდება. ზურა არაა ხელმომჭირნე – არასდროს არ მითვლის ფულს, რაში რა დავხარჯე, ზოგიერთი ქმარივით არ მაკონტროლებს; მოლარეც ისეთივე კარგია, როგორიც ქმარი (იცინის).

ზურა: ეს იმდენად მაქვს პროფესიულად ყელში ამოსული, ახლა ცოლს ვერ დავუწყებ იმის დევნას, რაში რა დახარჯა.

– ეტყობა, ამიტომაც გაგიუქმეს საჩივრის წიგნი.

მაია: არა მხოლოდ ამის გამო. როცა თავისუფალი დრო აქვს, ყურადღებას არ გვაკლებს: კარგ ამინდში ბავშვები მთაწმინდის პარკში მიგვყავს, გვიყვარს ქალაქგარეთ ბუნებაში სიარული. ზურა სიურპრიზებსაც მიწყობს და ორნი მივდივართ ხოლმე მშვიდ, წყნარ რესტორანში, სადაც განმარტოება შეიძლება. შეძლებისდაგვარად, რომანტიკული ვახშმები გამოგვდის, თუმცა, ასეთ დროს ბავშვების დატოვების პრობლემა გვაქვს – ოთხ ბავშვს ერთ ადამიანს ვერ დავუტოვებთ და ამიტომ ორ „ჯგუფად” ვყოფთ ხოლმე. ზურა ყოველთვის ახერხებს სამსახური დატოვოს სახლს გარეთ, ბავშვებთან იყოს თან მკაცრი, თან – ძალიან მოსიყვარულე; შეუძლია, ისე მოაგვაროს ყველაფერი, რომ საყვედური არ დაიმსახუროს, ოჯახურ დიპლომატიაში ფრიადოსანია (იცინის).

– ალბათ, ამ დიპლომატიის დამსახურებაა, რომ პირველი არჩევნები ისე „გადააგორეთ”, წინამორბედების მსგავსად, თქვენზე „თავდასხმები” არ მოუწყვიათ.

ზურა: ეს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორით იყო განპირობებული: ადგილობრივი არჩევნები დაძაბულობით მაინც ჩამოუვარდება როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს. პოლიტიკური გარემო ჩვენთან ბოლომდე მაინც არასდროს მშვიდდება, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან დაძაბული ვითარება არ იყო. მთავარი ისაა, ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო იზრდება განწყობა, რომ, რაც შეიძლება, უკეთესი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ვართ მსაჯები და არა მოთამაშეები საარჩევნო პერიპეტიებში – ასეთი იყო ჩემი სტრატეგია და ნელ-ნელა ეს პოზიცია ყალიბდება კიდეც. ალბათ, აქედან გამომდინარე, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა ლოკალურ „თავდასხმებს,” ჩემ მიმართ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენთან ახალ ამბებს ბევრი აღარ უყურებს და, შესაბამისად, ჩემი ცნობადობა ძალიან არ გაზრდილა – ადამიანთა იმ კატეგორიის გარდა, ვისაც ჩემთან საქმიდან გამომდინარე აქვს შეხება, ბევრი ვერც კი მცნობს. ეს, ერთი მხრივ, კარგიც კია, რადგან ასეთი სამსახური მეტ თავშეკავებულობასა და საკუთარი თავის მეტ კონტროლს გავალებს. როცა ცნობილი სახე ხარ, პასუხისმგებლობაც ასმაგად მეტია – შენი ისეთი მარტივი საქციელიც კი შეიძლება სხვანაირად გამოჩნდეს, რასაც სხვასთან ვერც კი შეამჩნევენ.

– გაქვთ ადგილი, სადაც „დამალვა” არ გჭირდებათ?

– საერთოდ არსად არ ვიმალები, თუმცა, არის ადგილები, სადაც თავიდან ბოლომდე თავისუფალი ვარ იმ დისკომფორტებისგან, რაც „ცნობადობას“ ახლავს. ძალიან მიყვარს წასვლა კახეთში, ჩემი მეუღლის სოფელში. იქ დიდი ეზო გვაქვს და ბავშვები კარგად ერთობიან. მიწაზე მუშაობა ჩემი პროფილი არაა, მაგრამ, კახეთში, სიმამრთან ყოფნა ძალიან მიყვარს, მე ალავედრის მრევლი ვარ და რელიგიურ დღესასწაულებზე ვცდილობ ხოლმე, რომ იქით ვიყო. ამას გარდა, კახეთში ძალიან ბევრი ლამაზი, ისტორიული ადგილია და იმ მადლიან ადგილებში სტუმრებთან ერთად გასვლას რა ჯობია? იქაურობა ისე კარგად მაქვს ათვისებული, კარგი ექსკურსიამძღოლივით ვარ და ამ როლს სიამოვნებით ვაკისრებ ხოლმე საკუთარ თავს (იცინის).

– ევროპაში წაიყვანეთ ცოლი, კახეთი ისედაც კარგად ექნება ათვისებული.

– ევროპაში წაყვანა ისე იოლი რომ იყოს, როგორც კახეთში, მაგაზე კარგი რა იქნებოდა. მეც არ დავდივარ ხშირად ევროპაში, კონფერენციებზე მიწევს ხოლმე წასვლა, მაგრამ მაიას წაყვანას ხშირად ვერ ვახერხებ. არც მარტო სიარულია მთლად წესი და ამიტომაც ახლა ვენაში ვიყავით ერთად. მე საკონფერენციო დარბაზში ვიყავი გამოკეტილი, მაია თავისით დადიოდა ახლო-მახლო. დღეში ასჯერ მაინც რეკავდა სახლში, რომ ბავშვების ამბები გაეგო, ესენი მარტო დიდხანს არ დაიტოვებიან. ერთ დღეს ჩვენი უფროსი გოგო ჩემს კაბინეტში რომ შებარგდა, მაშინვე ანექსია ჩაუტარა კომპიუტერს და კაბინეტი საძინებლად გადააქცია.

მაია: სანამ ზურას ცოლად გავყვებოდი, მას ძალიან კარგად ვიცნობდი, საერთო სამეგობრო გვყავდა. იმ პერიოდში ძალიან ხშირად დადიოდა ხოლმე მთაში ლაშქრობებში. საქართველოს მთიანეთი ფეხით აქვს მოვლილი, ისე უყვარს ბუნება. საძინებელ ტომარაში თავს გადასარევად გრძნობს. ერთხელ მეც ამიყოლია და ორდღიან ლაშქრობაზე წამიყვანა, ფანტასტიკური ადგილები ვნახეთ ბირთვისებში, ნამდვილ ტყეში გავშალეთ კარავი. ის ორი დღე ძალიან კარგად მახსოვს და არასდროს მავიწყდება.


скачать dle 11.3