გიორგი შერმადინი მამა გახდა
18 მაისს გიორგი შერმადინის უმშვენიერესმა მეუღლემ, ანი ამაშუკელმა საყვარელ ქმარს ამქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა – მან დედამიწაზე თბილი, ტკბილი და საყვარელი გოგონა მოავლინა. ანიმ მეოთხე სამშობიაროში მეან-გინეკოლოგების – დათო ქაჯაიასა და ანი ტიგინაშვილის დახმარებით იმშობიარა.
ანი: „რეზუს უარყოფითი მაქვს სისხლი. პატარა კი დადებითიანია, ამიტომ მეოთხე სამშობიაროში ვიმშობიარე. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ექიმებს და სამშობიაროს დირექტორს, ბატონ კოტე სახვაძეს, ასეთი მაღალი დონის კლინიკისთვის და პროფესიონალური გუნდის შერჩევისთვის. ყველაფრით კმაყოფილი ვარ”.
ფიზიოლოგიური მშობიარობის შედეგად გაჩენილ ულამაზეს გოგონას ნინო დაარქვეს. ჩვილი 3 კილოგრამი და 600 გრამი, 52 სანტიმეტრი დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი უცხოურ კლუბში თამაშობს, მამიკომ პატარა ნინო ჯერ მხოლოდ სკაიპის საშუალებით ნახა. როგორც ანიმ თქვა, გიორგიმ საშინლად ინერვიულა იმის გამო, რომ მეუღლის გვერდით არ იყო. თუმცა, ცოტა ხანში ის უკვე მოახერხებს თბილისში ჩამოსვლას.