კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველმა მომღერლებმა ისრაელში ათი ათასი ადამიანი ააცეკვეს

25 მაისს ქართული ესტრადის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად გაემართნენ. კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ბუბა კიკაბიძემ, მერაბ სეფაშვილმა, ლელა წურწუმიამ, ნინო ჩხეიძემ, სოფო ხალვაშმა და ნინა წკრიალაშვილმა იერუსალიმის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ შეკრებილ უამრავ ადამიანს უმღერეს. ამფითეატრში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც ქართული სიმღერების მოსმენამ საოცრად სენტიმენტალურ განწყობაზე დააყენა. იყო ბევრი ცრემლი, სითბო, სიყვარული... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთმა ქალბატონმა ნინო ჩხეიძეს ულამაზესი ბეჭედი აჩუქა მადლიერების ნიშნად – იმ სიხარულისთვის, რომელიც ნინოს სიმღერებმა მას მიანიჭა. ეს დღე განსაკუთრებული იყო როგორც მაყურებლისთვის, ისე თავად მომღერლებისთვის. მათთვის ხომ ყველაზე დიდი საჩუქარი სწორედ მაყურებლის სითბო და სიყვარულია.


скачать dle 11.3