თინათინ მაღალაშვილის ჩვენება “კოპალაში„
წყნეთში, გასართობ კომპლექს „კოპალაში” გაიმართა თინათინ მაღალაშვილის ახალი კოლექციის ჩვენება. ეს კოლექცია ისრაელის მაღალი მოდის კვირეულისთვის შეიქმნა, მაგრამ დიზაინერმა გამგზავრებამდე ის თბილისურ საზოგადოებას წარუდგინა. კოლექცია „იმიჯ-ცენტრის” ოცმა წამყვანმა მოდელმა წარმოადგინა. კოლექციას თინათინმა „ილუზია” დაარქვა და ის სავსე იყო ბოჰემური შიკის ელემენტებით. მოდელები დატვირთულები იყვნენ სახასიათო ვარცხნილობითა და მაკიაჟით, რომელზეც ვიზაჟისტმა ქეთი მჭედლიძემ და სალონ „მალეტის” სტილისტებმა იმუშავეს. კოლექცია შექმნილია აბრეშუმის ქსოვილებით და გაფორმებულია სვაროვსკის თვლებით, რომელიც უფრო გამომწვევსა და თვალისმომჭრელს ხდის ნებისმიერ კოსტიუმს. საღამო ტრადიციული ტორტითა და შამპანურით დასრულდა. დიზაინერი თბილისური ბომონდისგან უამრავ მილოცვას იღებდა.