სად აპირებდა განო მელითაური ქორწილის დღეს დამალვას და რატომ მიაცილა მეუღლემ ის ჯვრისწერამდე გზაზე მოფენილი ყვავილებით
პროფესიით რეჟისორ განო მელითაურის „შეგირდიდან” გამოსვლას ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ამ მონაწილეს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, თუმცა განო უკვე სახლში, თავისი საყვარელი ოჯახის გვერდითაა და სამომავლო გეგმებს სახავს, განიხილავს ახალ, საქმიან წინადადებებს. მის ცხოვრებაში ბიზნესიცა და ხელოვნებაც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
პროფესიით რეჟისორ განო მელითაურის „შეგირდიდან” გამოსვლას ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ამ მონაწილეს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, თუმცა განო უკვე სახლში, თავისი საყვარელი ოჯახის გვერდითაა და სამომავლო გეგმებს სახავს, განიხილავს ახალ, საქმიან წინადადებებს. მის ცხოვრებაში ბიზნესიცა და ხელოვნებაც ერთმანეთს იდეალუa განო მელითაური: რეჟისორების ოჯახში დავიბადე, დედაც რეჟისორი მყავს და მამაც, ბავშვობიდან გადასაღებ მოედანზე ვარ და ძალიან შემიყვარდა კინო. პირველი სცენარი თერთმეტი წლის ასაკში დავწერე, მაგრამ მისი განხორციელება, რა თქმა უნდა, ვერ შევძელი. 15 წლის ვიყავი, როდესაც ერთ ადგილას ვისვენებდი და ამ ადგილის თავზე იყო მიტოვებული სოფელი. ისეთი ადგილია, თითქოს კოსმოსთან აქვს რაღაც კავშირი, დიდი შემაღლებული მდელოა და ყველა სახლი მიტოვებულია. ამ სოფელზე დავწერე ჩემი პირველი სცენარი, რომელსაც დავარქვი „ტანკა”, როგორც მოკლე იაპონურ ლექსს. ეს არის ფოტოგრაფზე, რომელსაც ძიების პერიოდი აქვს, ჩადის მიტოვებულ სოფელში, იღებს ფოტოებს და რომ გაამჟღავნებს ფოტოებზე სოფელი გაცოცხლებულია და ერთ-ერთ ფოტოზე საკუთარ თავსაც პოულობს. ჩემმა მეგობარმა, ნინი დედალამაზიშვილმა იაქტიურა ძალიან, დამეხმარა სპონსორის მოძიებაში ამ ფილმის გადასაღებად. მივედით ბატონ მამუკა ხაზარაძესთან, მანამდე მამაოსთან გავიარეთ და ვაკურთხებინეთ სცენარი, მერე დაველოდეთ ბატონ მამუკას ოფისთან, შევედით მასთან და თანხის ნაწილით დაგვაფინანსა. დანარჩენი თანხით მერია, ბატონი ბიძინა ბრეგაძე დაგვეხმარა და მოკლედ გადავიღეთ ფილმი. ფილმისთვის მუსიკა ნიკა მემანიშვილმა სრულიად უსასყიდლოდ გამიკეთა. მოვხვდი რამდენიმე ფესტივალზე, სადაც უჩემოდ აჩვენეს ფილმი და ერთ-ერთი იყო ანაპის საერთაშორისო კინოფესტივალი, „კინოშოკი”, სადაც ძალიან სოლიდურ ჯგუფთან ერთად ჩავედი. იქ იყვნენ ლევან ზაქარეიშვილი, კორინთელი, „თბილისი-თბილისი”, „ყარაბაღი”, მასხარაც იყო წამოსული. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი გასვლა საქართველოდან. ფილმი მოეწონათ და ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც უამრავ ჟურნალისტთან, პრესკონფერენციაზე ვთქვი, ქართულად ვილაპარაკებ-მეთქი – რუსულზე უარი ვთქვი. ბატონი ბაადურ წულაძე იყო ჩვენთან ერთად, რომელიც ჟურნალისტებისთვის ჩემს პასუხებს თარგმნიდა. საოცარი პატრიოტი მეგონა თავი. ფესტივალის დირექტორმა სიტყვა თქვა ჩემზე, რის შემდეგაც ყველა ჟურნალისტი ადგა და ტაში დამიკრა. ეს წუთი არასდროს დამავიწყდება.
– და, დაანებე ამ პროფესიას თავი?
– არა, არ დავანებე. ჯერ სამსახიობოზე ჩავაბარე და მერე გადავედი სარეჟისოროზე, ბატონი რეზო ჩხეიძის ჯგუფში. პირველი სამსახური 12 წლის ასაკში დავიწყე, საბავშვო გადაცემაში, მერე გადავედი „მეორე არხზე“, სადაც საავტორო გადაცემა – „საყმაწვილო დაიჯესტი” გავაკეთე და იქ ავიღე პირველი ხელფასი – 21 ლარი (იცინის). ამის მერე ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე. გადავიღე ორი კლიპი, აქედან ერთი „მგზავრების” „მთვარე”. ანუ პროექტების კეთების გამოცდილება მქონდა და მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი მარკეტინგული ცოდნის გარეშე ფონს ვერ გავიდოდი. ამ დროს „გაუში” გამოაცხადეს მიღება ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე და მივხვდი, რომ ყველაზე ახლოს ჩემთან ეს იქნებოდა. ამის შემდეგ იყო სხვა სამსახურები, ვიყავი „საახალწლო სოფლის“ ჰედ-მენეჯერი. უკვე შვიდ-რვაწლიანი გამოცდილება დამიგროვდა ამ სფეროში. პარალელურად გადავიღე მოკლე ფილმი – „ჯერ კიდევ უცნობი ქალაქი”, რომელიც „ბერლინალეს“ ფესტივალზე მოეწონათ, ამ ფილმმა ბევრი ფესტივალი მოიარა.
– „რეალითი შოუ“ რატომ გახდა შენთვის საინტერესო?
– მსგავსი შოუების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მით უფრო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მონაწილეობას თუ მივიღებდი. მაგრამ, მივხვდი, ცხოვრებაში რაღაც უნდა შევცვალო. იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი მეუღლე გამიშვებდა. „რეალითის“ სპეციფიკა მესმოდა – მოწყვეტილი უნდა ვყოფილიყავი ჩვეულ ცხოვრებას, მაგრამ ის, რომ სრულ ვაკუუმში უნდა ვყოფილიყავი, იქ უნდა მეცხოვრა, ამის წარმოდგენა არ მქონდა და ისე გავგზავნე სივი. გავიარე პირველი ტური, მეორე ტური და, კოტეც, ჩემი მეუღლე მიხვდა, რომ უკვე მოახლოვდა გადაწყვეტილების მიღების დრო. კოტესი ისეთი მადლობელი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. მოვიტყუები, რომ ვთქვა, ძალიან ეჭვიანია-მეთქი, მაგრამ, აზიატიც არის რაღაც დოზით – ანგარიშს უწევს ოჯახს, სამეგობროს. ასე მარტივად არ ხდება ასეთი რაღაცეები. ძალიან სერიოზულად ვილაპარაკეთ და მითხრა, თუ ეს შენ საკუთარი რეალიზებისთვის გჭირდება, ბოლომდე შენ გვერდით ვიქნებიო. არც კი მიგრძნია, რომ ვენატრებოდი ან, ნერვიულობდა. ძალიან საქმიანად იყო ჩემთან ერთად.
– პატარა?
– ტასიკო უკვე 3 წლის ხდება და ყველაფერზე როგორც დიდ ადამიანს, ისე ველაპარაკები. დავისვი და ვუთხარი, იწყება ბიზნესპროექტი და უნდა წავიდე-მეთქი, ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ, რომ გაიცნოთ, თვითონ მოგიყვებათ, რა პროექტში ვიყავი: რომ კახასთან ვმუშაობდი, რომ კარგი სამსახური მინდოდა. ვუთხარი, რომ ტელევიზორში ყოველდღე მნახავ, ძალიან მომენატრები, მაგრამ, უნდა გაუძლო, ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება-მეთქი. მერე წერილი მოვწერე. ეს თვე-ნახევარი, თურმე, ყველას ეუბნებოდა, განოზე არ მელაპარაკოთო. ჩემი წერილი მუხლებში ჰქონია ჩაკრული და ამბობდა არ მითხრათ განოზე არც ერთი სიტყვა, არ მითხრათო. არ წააკითხა თურმე არავის ეს წერილი, სანამ არ გამოვედი. რაც შეეხება კოტეს, ერთმანეთთან ვურთიერთობდით წერილებით, თუმცა, სანამ ეს წერილი კოტემდე მივიდოდა, ათი კაცი კითხულობდა.
– არ ნერვიულობდა?
– სულ მეუბნებოდა, რომ არ იყო ფამილარული, დამშვიდდი და აკეთე შენი საქმე. ბოლოს რა კადრებიც იყო, რასაც მეკითხებით, ის კი არა რომ წერილში დამიწერა, რომ გამოვედი, მერეც კი არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა. სულ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, „არ მომატყუო-არ მოგატყუო“ არ დაწერილა, უსიტყვოდ შევთანხმდით და არც განიხილება.
– სად გაიცანით ერთმანეთი? უფროსია, ხომ, ასაკით?
– რვა წლით უფროსია ჩემზე. ერთმანეთი ტელევიზიაში, გახმოვანების ქასთინგზე გავიცანით. თავიდან, ვითომ არაფერი, მაგრამ, უცებ ისე გადავეშვი თავით, რომ მახეში გაბმული აღმოვჩნდი (იცინის). საოცრად ქარიზმატული და ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ისე მოახდინა ყველაფერი, რომ გონზეც ვერ მოვედი. ხასიათებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს და, როგორც ორი პლუსი, სულ ვჩხუბობდით, ვკინკლაობდით, მაგრამ, აი, უკვე მეხუთე წელია, ერთად ვართ და ყოველი დღე სავსეა ემოცებით, ურთიერთობებით, ახალი აღმოჩენებით.
– იმასაც ამბობენ, რომ კოტე პირველ ცოლს, მარიამ ჯოლოგუას, შენ გამო დაშორდა.
– ძალიან მეწყინა ეს ჭორი, სისულელეა. მარიამმა და კოტემ ჩემს გაცნობამდე კარგა ხნით ადრე, ძალიან ცივილურად დაასრულეს ურთიერთობა. არასდროს დავიჭერდი იმ კაცთან ურთიერთობას, რომელსაც ცოლი ჰყავს. მარიამი და კოტე ჩემზე რვა წლით უფროსები არიან. მე ალბათ, სკოლაში დავდიოდი, ისინი რომ დაშორდნენ. მაგრამ, შეიძლება ბედისწერის ამბავი იყო ჩვენი შეხვედრა, რაზეც ერთ ამბავი მინდა მოგიყვეთ: 8 წლის ვიყავი, როდესაც კოტე და თავის მეგობრები ბარნოვზე საშინელ ავარიაში მოყვნენ. გახმაურებული ავარია იყო, ძალიან მძიმე. კოტე ნახევრად მკვდარი იყო. მამამ დაინახა ეს ავარია და სასწრაფოს დაურეკა. ჩვენ ათი წლის მერე გავიცანით ერთმანეთი.
– იოლად მოგხიბლა?
– ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან იოლად. უბრალოდ, თამაშ-თამაშით დავიწყეთ და აქამდე მოვედით. ასე თამაშ-თამაშით მომაკითხა სახლთან ამწით და ისე გავთხოვდი. არასდროს მიფიქრია გათხოვებაზე, თეთრ კაბაზე, ქორწილზე... კოტემაც იცოდა – რა ოჯახი, რის გათხოვება... ისიც იცოდა, რომ ზღაპრები მიყვარდა ძალიან. გადაწყვიტა, რომ ჩემთვის წინადადება განსხვავებულად გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ გადასარევად იცნობდა ჩემს ოჯახს. ჩემი დაბადების დღე მოდიოდა. როგორც ყოველთვის, ღრუბლებში დავფრინავდი და მოვიფიქრე, რაღაც ორიგინალურად აღმენიშნა ეს დღე: კოტეს ვუთხარი, სადმე წავალ და, 12 საათამდე თუ მიპოვი, მაშინ ერთად ვიქნებით-მეთქი. საღამოს ჩემთან მეგობრები დარჩნენ, დილითაც ძალიან ბევრი მეგობარი მოვიდა, მეუბნებიან: ვიცით, რომ გაპარვას აპირებ, მაგრამ, მოდი, ეს ვქნათ, ის ვქნათ, საღამოს იქ წავიდეთ, აღვნიშნოთ... ამასობაში მოვიდა დღის 2 საათი და კოტე არ ჩანს, ყველა მილოცავს, ყველა ჩემთანაა, საყვარელი ადამიანის გარდა. ნელ-ნელა ზოგმა ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა, მეც მპრანჭავენ – დღეს კარგად უნდა გამოიყურებოდე. აზრად არ მომსვლია, რა ხდებოდა. მე და კოტეს „გაკოებს“ გვეძახიან და, უცებ, მესმის ყვირილი: – გაკო! გაკო! გავედი აივანზე და რას ვხედავ – კოტე ამოსულია ამწით, ხელში უჭირავს ვარდი, შამპანური და გვერდით უდგანან „მზის” ოპერატორი და ჟურნალისტი. მერე, კადრებს რომ ვუყურებდი, ისეთი სახე მაქვს, ბევრი ვიცინე. ცოლად უნდა მოგიყვანოო, კოტემ რომ მითხრა, ეს ვერც გავაანალიზე; ისე მომეწონა ეს თავგადასავალი, რომ გადავძვერი ამწეში. ჩემი მეჯვარეებიც გადმოძვრნენ და ამწით წავედით „კონკაში“. გზაში პატრულებმა ორჯერ გაგვაჩერეს, „ტრალი-ვალი“... ეს დღე იყო უბედნიერესი ჩემს ცხოვრებაში. გაცილებით იმაზე მაგარი დაბადების დღე გამომივიდა, ვიდრე ვგეგმავდით.
– ესე იგი, სიურპრიზები უხვად გაქვს ცხოვრებაში.
– დიახ და ამით უბედნიერესი ვარ. ჩვენ ჯვრისწერაზე ნაჩხუბრები ვიყავით და მთელი სადარბაზო ყვავილებით მომირთო. მაშინ სარეკლამო კომპანია გვქონდა და მითხრა, ქაშუეთთან შეხვედრა გვაქვსო. მოძრაობა გააჩერა, რუსთაველიდან ეკლესიამდე გზა მორთული იყო. ვერ ვიგებდი, ეკლესიაში შეხვედრა რატომ გვქონდა. მამაოც „საქმეშიაო“ მეუბნებოდა. შემარბენინა ქაშუეთში და ჯვარი დავიწერეთ. სულ ხდება ასეთი რაღაცეები, ბედნიერები ვართ ერთად ყოფნით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სულ ასე იყოს.