კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კუდიანებზე“ მონადირეები

ანუ მკვახეები

შესაძლოა იმიტომ, რომ ვნებები კვლავაც ცხელია, ხელისუფლება და ოპონენტები 26 მაისს მომხდარს განსხვავებულად აფასებენ (პირველი დარწმუნებულია, რომ აქციის დაშლისას ძალისთვის არ გადაუმეტებია; მეორის აზრით, აქციის დარბევისას არათუ ძალა გადამეტდა, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ფაქტებიც კი მოხდა), ხოლო, თუ ამას დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც დავამატებთ („რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ აღშფოთებას ვერ მალავენ პოლიციის ქცევის გამო, თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში მხოლოდ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ), აზრთა ჭიდილი დიდხანს გაგრძელდება.

ამის პარალელურად, თავიანთ მოსაზრებებს მოქალაქეებიც გამოთქვამენ (მათი აზრებიც ისევეა გაყოფილი, როგორც ხელისუფლება-ოპოზიციის). ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებთ (პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც სათავისოდ ცდილობენ), აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირებას (თუნდაც ის ზეგადამეტებული იყოს), ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ნაადრევად გაგვიუქმებია, რადგან, აშკარაა, რომ დასავლური ჰუმანიზმისთვის ჯერჯერობით ვერ მოვმწიფებულვართ.


скачать dle 11.3