კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადამბირებლები

კიდევ უფრო მოკლეზე – „ჰოლივუდისკენ“!

შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენი სეპარატისტები განსაკუთრებით ლათინური ამერიკიდან ელიან ამღიარებლებს (ბუნებრივია, უგო ჩავესით შეგულიანებულები), არანაკლებ ინტერესს იჩენს იმ რეგიონისადმი ჩვენი სახელმწიფოც (სავსებით ბუნებრივია, მომავალი საფრთხის განეიტრალების მოტივით), გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ საქართველო ეკვადორის კულტურის დღეებს უმასპინძლებს (იმ მარტივი მიზეზით, რომ ეკვადორული სერიალები არ უნახვებიათ, ეჭვი მაქვს, ამ ქვეყნის კულტურულ პოტენციალზე საზოგადოებას ნაკლები წარმოდგენა აქვს. შესაბამისად, აი, შანსიც ეძლევა, ანუ გვეძლევა, დანაკლისი ავინაზღაუროთ).

საგარეო საქმეთა მინისტრის, ქ-ნი კალანდაძის განმარტებით (რომლის ქართულიც ისეთი სისწრაფით განიცდის დეგრადაციას, რომ მეტყველების პედაგოგი სულზე მიუსწრებდა მასაც და ამ ჩვენს ბედკრულ ყურებსაც), მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად ეკვადორის დელეგაცია თბილისში უკვე იმყოფებოდა. არც ის დაგვიმალა, რომ საკმაოდ საინტერესო პროგრამაა მომზადებული. სახელდობრ, ჩატარდება ეკვადორის ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტიც, თანამედროვე ეკვადორელი მხატვრების ქმნილებათა გამოფენაც და, რაც მთავარია, ეკვადორელი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებსაც გვაჩვენებენ (აი, ის კი აღარ უთქვამს, წავლენ თუ არა ჩვენებური პარლამენტის წევრები ორგანიზებულად ამ ფილმების სანახავად). მეორე მხრივ, რაკი პროცესი ორმხრივია (რა თქმა უნდა, მეგობრობის) ოქტომბერში ეკვადორი საქართველოს კულტურის დღეებს უმასპინძლებს.

ხოლო, რაკი აშკარაა, რომ იმ პროგრამაში ქართულ ფილმებსაც აჩვენებენ, კიდევ უფრო თამამად შეგვეძლება იმის მტკიცება, რომ ქართული კინო „ჰოლივუდისკენ“ გზას იკვალავს!


скачать dle 11.3