კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოღმით მე ვარ...

გაღმით კი შეიძლება, თქვენი საყვარელი მეუღლე აღმოჩნდეს, თუკი თქვენ არ გეყოფათ მოთმინება და ჭკუა, არ აჰყვეთ მის „ხუშტურს“. მამაკაცებს ზოგჯერ აქვთ პერიოდები, როცა „ველად გაჭრა“ ისე უნდებათ, რომ რადიკალური ზომების მიღებაზეც კი არ იხევენ უკან. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, როცა ქმარი მოულოდნელად გამოუცხადებს, მარტო მსურს დასვენებაო. ისტერიკა საქმეს ვერ უშველის. რაც მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ, მით უფრო გაჯიუტდება. უმჯობესია, ნებაზე მიუშვათ და თავი ისე მოაჩვენოთ, თითქოს აღფრთოვანებული იყოთ, მისი ახირებით. მთავარია, მან დაინახოს, რომ თქვენც არ იტყოდით უარს მარტო ან მეგობრებთან ერთად დასვენებაზე.

შეადგინეთ გეგმა, რას გააკეთებთ, როცა მეუღლე დასასვენებლად გაემგზავრება და აუცილებლად გააცანით მეორე ნახევარს. მასში უნდა შეიტანოთ პუნქტები:

1. შოპინგი! ანუ, უთხარით: „საყვარელო, მე ამ დროს საყიდლებზე სასიარულოდ და გარდერობის გასაახლებლად გამოვიყენებ“ (მამაკაცებს ზედმეტი ხარჯები აფრთხობთ. ამიტომ ეცდება, დარჩეს. უარი თქვას საკუთარ წამოწყებაზე და მფლანგველობაში ხელი შეგიშალოთ).

2. შეხვედრები დაქალებთან. „გახარებულმა“ უთხარით მეუღლეს, რომ ახლა მაინც მოიცლით თქვენს მეგობრებთან შესახვედრად. მოაწყობთ „ტუსოვკებს“, იმხიარულებთ და შეიძლება, ცოტაც „აიწყვიტოთ“. ნუ დააკონკრეტებთ, რას გულისხმობთ „აწყვეტაში“. მამაკაცი მაგრად „ებმება“ ინტრიგებზე და ამ შემთხვევაშიც, ხელს აიღებს თავის განზრახვაზე, ვაითუ, მართლა „აიწყვიტოთ“.

3. „მივხედავ საკუთარ თავს“, ანუ წახვალთ სილამაზის სალონში, სპა-სალონში, სოლარიუმში, აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში. ჩაატარებთ ყველაზე თამამ ექსპერიმენტს. შეგიძლიათ, უთხრათ, რომ გაიდიდებთ ტუჩს, მკერდს და ასე შემდეგ. თუ თქვენი მეუღლე მართლა მდიდარი არ არის, და არ უნდა სერიოზულად სახეცვლილი და გადასხვაფერებული ცოლი იხილოს, არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ მარტო.

скачать dle 11.3