კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნავაჭრი

საქართველოს მთლიანობა თუ ღორის ხორცის ექსპორტი

სანამ ჩვენ ჩვენს დემოკრტიას ვტირით, ხოლო დიპკორპუსი შეშფოთება-რეკომენდაციებს გვაძლევს, ობამა და მედვედევი კიდევ ერთხელ შეიყარნენ. მათი ყურადღების მიღმა არც „არაბული გაზაფხული“ დარჩენილა, არც ირანი, ბუნებრივია, არც ავღანეთი და არც გლობალური ეკონომიკური პრობლემები.

თუმცა, ამ ორი ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა მაინც რფ-ის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება იყო. ეს ამბავი აშშ-ის სახადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბ-ნმა მაკფოლმა გვამცნო. ზედაც დაამატა, რომ „არანაირი ფუნდამენტური პრობლემები არ ითხოვს, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება გადაიდოს.“ თუმცა, არ დაუმალავს, რომ „რჩება შეშფოთებები“, ოღონდ, ნუ იტყვით და, რუსეთის დამოკიდებულების გამო „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების შესრულებისადმი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ღორისა და ფრინველის ხორცის ექსპორტისადმი.“

ამის მიუხედავადაც, ობამას ადმინისტრაცია ღრმადაა დარწმუნებული, რომ რფ დარჩენილ პრობლემებსაც მოაგვარებს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც გაწევრიანდება. სხვათა შორის, „დარჩენილ პრობლემებში“ საქართველო იგულისხმება (მათ შორის, ისიც, რომ რფ და დანარჩენი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი მსოფლიო საქართველოს სხვადასხვა საზღვრებში აღიარებენ). შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ, შესაძლოა, სრულიად მოვაჭრე მსოფლიოსთვის რფ-ში ღორის ხორცის ექსპორტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს გაეროს მიერ დადგენილ საზღვრებში აღიარება.


скачать dle 11.3