უცნაური მიწისძვრები
არსებობს დამანგრეველი მიწისძვრები და... არსებობს ძალიან, ძალიან უცნაური მიწისძვრაც...
* 1737 წელს, 11 ოქტომბერს, კალკუტაში (ინდოეთში) მოხდა ძალიან უცნაური და, ფაქტობრივად, აუხსნელი მიწისძვრა, რომლის შედეგად 300 000 ადამიანი დაიღუპა. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ, არც ძლიერი რყევა ყოფილა, არც ცუნამი გამოუწვევია, საშინელი ნგრევა კი მაინც მოხდა. მეცნიერებმა ვერ ახსნეს, რამ გამოიწვია ის.
* 1870 წელს ხმელთაშუა ზღვაში დაიწყო შიდა დინებების შეჯახებები, რამაც საბერძნეთის ნაპირებთან სერიოზული ნგრევა გამოიწვია. თვითონ მიწისძვრის ტალღები საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ, ხანგრძლივობის წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია: სამ წელიწადს გასტანა – 1870 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 1873 წლის 1 აგვისტოს დამთავრდა. ეს კატასტროფა იყო. უხეშად რომ ვთქვათ, სამი წლის განმავლობაში ყოველ ოც წუთში ერთხელ თითო ძლიერი ბიძგი ხდებოდა.
* ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა 1897 წელს მოხდა ინდოეთში. მსხვერპლი შედარებით ნაკლები იყო – 1 500 ადამიანი. სამაგიეროდ, ძლიერი ბიძგები 390 ათას კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა. სუსტმა რყევამ კი 650 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ეს 100 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე მთელი საფრანგეთის ტერიტორია.
* 2008 წელს, 12 და 13 მაისს, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 69 ათასს მიაღწია. 370 ათასი ადამიანი დაიმტვრა და დასახიჩრდა, 17 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თავიდან ეს ბუნებრივ კატასტროფად მიიჩნიეს, მაგრამ მერე სეისმოლოგები დაეჭვდნენ, რადგან, მილიონი წელია, ამ ადგილას მიწისქვეშა ქანების არანაირი გადაადგილება არ მომხდარა. ბოლოს გაირკვა, რომ მიწისძვრა ხელოვნურმა წყალსატევმა გამოიწვია... ასე რომ, ბუნება ზოგჯერ სამაგიეროს გვიხდის მის წიაღში დაშვებული უხეში შეცდომების გამო.