კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცუდი სისხლი“

დიახ, „ცუდი სისხლიც“ არსებობს და, შეიძლება, ის არისტოკრატის, ან, სულაც, მეფის ძარღვებში ჩქეფდეს. მაგალითად, ჰენრიხ მერვე – ცოლების მკვლელი მეფე, რომელმაც ქვეყანას ახალი რელიგია მოახვია თავს და ბრიტანეთს ისეთი პრობლემები შეუქმნა, რომლის შედეგებსაც ინგლისი დღესაც იმკის, ცუდი სისხლის იყო. მას ის თავისი ბებიის დედისგან – ჟაკეტა ლუქსემბურგელისგან გადაეცა. ამ გენისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელი გოგონებისა და ავადმყოფი ან სასიკვდილოდ განწირული ვაჟების დაბადება. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ჰენრიხ მერვეს ექვსი ცოლი ჰყავდა. პირველი სამი ცოლი მინიმუმ თერთმეტჯერ დაორსულდა, მაგრამ, ვერც ერთი ორსულობა ვერ დასრულდა ცოცხალი, ჯანმრთელი ნაყოფის დაბადებით. ექვსი ცოლის ორსულობას მხოლოდ სამი შვილი მოჰყვა შედეგად: პირველი ცოლისგან – მარია, მეორე ცოლისგან – ელიზავეტა და მესამე ცოლისგან – ედუარდი. აქედან მხოლოდ გოგონები გამოირჩეოდნენ კარგი ჯანმრთელობით. ცუდი სისხლი გახდა მეფის ფსიქიკური აშლილობისა და ფიზიკური გადაგვარების მიზეზი. ჰენრიხის მანიაკურ გადახრებს 72 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – სწორედ ამდენი კაცი დასაჯეს, მისი ბრძანებით სიკვდილით, მათ შორის, მისი ორი მეუღლე. ცოლებს ასეთი ბედი ეწიათ: პირველს გაეყარა, მეორე სიკვდილით დასაჯა, მესამე თავისით მოკვდა, მეოთხეს გაეყარა, მეხუთე სიკვდილით დასაჯა, მეექვსე – დააქვრივა. ჰენრიხი 40 წლის ასაკში არანორმალურად გასუქდა. ფეხები ვეღარ ერეოდა სხეულს და გადაადგილება აუტანელ ტკივილს ანიჭებდა. კანი წყლულებით დაეფარა. პერიოდულად გონებაც ებინდებოდა – კარგავდა ჯანსაღი, ლოგიკური აზროვნების უნარს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდებოდა. ჰენრიხს სისხლში ჰქონდა განსაკუთრებული ანტიგენი, რომელმაც არა მარტო მას, არამედ მის შთამომავლობასაც შეუქმნა პრობლემები, ძირითადად – მამაკაცებს. მათი ცოლები მხოლოდ პირველ შვილს აჩენდნენ ჯანმრთელს.

დღეს „ცუდ სისხლს“ თავისი სახელი ჰქვია – „მაკლეოდის სინდრომი“.


скачать dle 11.3