კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიოკოსმეტიკა – ანუ შეცვალეთ ქიმია ნატურალური პროდუქტებით

თუ ფული გაქვთ, თავის მოვლის ნებისმიერ საშუალებას შეიძენთ, თანაც, ძვირად ღირებულს, ანუ, ცნობილი ბრენდების ნაწარმს და, შესაბამისად, შეგიძლიათ, ეტრაბახოთ ერთმანეთს, ვინ რომელ საფირმო მაღაზიაში შეიძინეთ ესა თუ ის კრემი, ლოსიონი, ტუში თუ პომადა და ვინ მეტი გადაიხადეთ. მაგრამ, გვერწმუნეთ, თვით ყველაზე ცნობილი ბრენდის პროდუქტსაც კი აჯობებს სახლში, თქვენ მიერვე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები. ამაში კი ზოგიერთი მცენარე დაგეხმარებათ.

ლიმონი აღადგენს კანის მჟავტუტოვან ბალანსს და ამცირებს მის ცხიმიანობას. გარდა ამისა, C ვიტამინის მაღალი შემცველობის (1 ცალი ლიმონი შეიცავს დღე-ღამის ნორმის 33 პროცენტს) წყალობით, ლიმონი შეუცვლელი დამხმარეა თვისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში (სწორედ ეს თავისუფალი რადიკალებია, კანს ნაადრევად რომ აბერებს).

გაუხეშებული იდაყვების მოსავლელად სულაც არ არის საჭირო მაღაზიებში სირბილი და ფულის გადაყრა. ეს პრობლემა შეგიძლიათ, ძალიან მარტივად, ძალიან იაფად, ძალიან ეკოლოგიურად და, რაც მთავარია, ძალიან კარგი შედეგით მოაგვაროთ: ყოველ საღამოს იდაყვები დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით, შემშრალების შემდეგ კი კარგად დაიმასაჟეთ შუაზე გაჭრილი ლიმონით. ნახევარი საათის შემდეგ გაიწმინდეთ სველი ნაჭრით და შეიზილეთ მკვებავი ან გლიცერინი.

ალოე ვერა შეიცავს სალიცილისა და ქარვის მჟავებს, რაც იცავს კანს ანთებისა და გაღიზიანებისგან, აქრობს გამონაყარსა და შავ წერტილებს.

ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის ცილა, ჩაამატეთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ალოეს წვენი, აურიეთ და წაისვით სახეზე 10 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.

ავოკადოში შემავალი ცხიმმჟავები იცავს კანს გამოშრობისგან. კარგად დაჭყლიტეთ 1 ცალი ავოკადოს რბილობი, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, წაისვით ეს ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაფერისი მკვებავი. ამ ნიღბის გაკეთება კარგია მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით ადრე. ის ამაღლებს წინააღმდეგობის გაწევის უნარს, რაც ხელს უწყობს კანს, აიცილოს მავნე ულტრაიისფერი სხივები.

ზეითუნი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმითა და თუთიით. ის ამაგრებს თმის ძირებს და აჩქარებს თმის ზრდასაც. მასში შემავალი A, D და E ვიტამინები კი აახალგაზრდავებს კანს.

1 ჩაის კოვზ შემთბარ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ილანგ-ილანგის ეთერზეთის 5 წვეთი, აურიეთ და წაისვით თმის დაბოლოებებზე, შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და გადაივლეთ წყალში გაზავებული ძმარი. ეს ნიღაბი დაიცავს თქვენი თმის ბოლოებს გაყოფისგან, გააქრობს ქერტლს და მისცემს თმას ბზინვარებას.


скачать dle 11.3