კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

American Express Rewards card

– კიდევ ერთი სიახლე „საქართველოს ბანკისგან“
„საქართველოს ბანკი” მუდმივად სიახლეებს სთავაზობს საზოგადოებას. წამყვანი ბანკის ინოვაციური პროექტები და შეთავაზებები კომფორტს უქმნის მომხმარებელს და ზრდის ერთგული კლიენტების რაოდენობას.

„საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, საქართველოში American Express rewards Card-ის გამოშვების დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა.

ირაკლი გილაური: „საქართველოს ბანკი” კვლავ ახორციელებს საბარათე პროდუქციას. ახლა უკვე გთავაზობთ ახალ, არასაკრედიტო American Express Rewards-ბარათს, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, დააგროვოს ქულები, მიიღოს ფასდაკლებები, რაც American Express სხვა ბარათებს აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ბარათი აბსოლუტურად ყველა სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„საქართველოს ბანკი” მუდმივად პასუხობს მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, შევუქმნათ კომფორტი და შევთავაზოთ ის პროდუქტი, რაც მათ სურთ. ბანკი განაგრძობს ლიდერის პოზიციის გამყარებას პლასტიკური ბარათების ბაზარზე.”

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკი” ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express-ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას.

American Express rewards Card-ი მომხმარებელს სთავაზობს მისი ხარჯების კონტროლსა და მართვას. ამასთან, ბარათი მის მფლობელს აწვდის ინფორმაციას საუკეთესო დაგროვებით პროგრამაზე Membership Rewards და American Express-ის ბრენდთან დაკავშირებულ გამორჩეულ ბენეფიტებსა და მომსახურებაზე.

Membership Rewards – ბარათის მფლობელები მიიღებენ 1 ქულას ბარათიდან გახარჯულ თითო ლარზე. ქულების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს და არც ქულებს გასდის ვადა. ქულების სანაცვლოდ, ბარათის მფლობელს შეუძლია ღირებული საჩუქრების მიღება. საჩუქრები კი მრავალფეროვანია, ესენია: სპა მომსახურება, მოგზაურობა, თანამედროვე ელექტრონული ხელსაწყოები და სხვა პრაქტიკული ნივთები. ქულები გროვდება იმ თანხაზე, რომელსაც მომხმარებელი ბარათიდან გახარჯავს.

American Express rewards-ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ბონუს-პროგრამა Selects-ში. ბონუს-პროგრამაში გაერთიანებულ ობიექტებს აქვთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები American Express ბარათის მფლობელთათვის. საქართველოში არსებული საუკეთესო რესტორნები, მაღაზიები და სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები მონაწილეობენ ხსენებულ პროგრამაში, ისევე, როგორც ათასობით ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

American Express-ის ბარათის მფლობელები დაცულნი არიან არაავტორიზებული მოხმარებისგან. როგორც მაღაზიებში, ისე ინტერნეტით ყიდვისას. ასევე, მსოფლიო დონის მომსახურება 24 საათის განმავლობაში, 365 დღე წელიწადში; ადგილობრივი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ხელმისაწვდომია 24-საათიანი მხარდაჭერისთვის. ბარათის მფლობელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ „ონლაინ“ და SMS-ბანკის გამოყენება. American Express rewards Card-ის გამოყენება შეგიძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში. მომხმარებელს, ასევე, შეუძლია ბარათით თანხის განაღდება „საქართველოს ბანკის” 406 ბანკომატში და 900 000-ზე მეტ ბანკომატში მსოფლიოს მასშტაბით.


скачать dle 11.3