მხოლოდ ფაქტები
* პირველი სტიუარდესები ამერიკულ სამგზავრო ავიახაზებზე 1930 წელს გამოჩნდნენ. მათ მოვალეობებში, სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა, ყურადღება მიექციათ იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ტუალეტისკენ წავიდოდნენ, რათა შემთხვევით სხვა კარი არ გამოეღოთ და... ჰაერში არ აღმოჩენილიყვნენ. ასევე, არ გადაეყარათ სიგარეტის ნამწვავები... ილუმინატორებიდან.
* ბევრისთვის ცნობილია, რომ გამოჩენილი რუსი მეცნიერი, დიმიტრი მენდელეევი, მრავალმხრივი ადამიანი იყო: ის ამზადებდა ჩემოდნებს, დაფრინავდა საჰაერო ბუშტით, არკვევდა არყის ოპტიმალურ სიმაგრეს, მაგრამ, ძალიან ცოტამ იცის, რომ მისი ქალიშვილი ალექსანდრ ბლოკის მეუღლე იყო.
* ყველა ცნობილი სუფრის ეტიკეტის წესით, თევზის საჭმელად სპეციალური დანა და ჩანგალი გამოიყენება. ეს ტრადიცია ძალიან ადრე ჩამოყალიბდა, როდესაც შეუძლებელი იყო ჭურჭლისთვის თევზის სუნის მოშორება. მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე ქიმიური საშუალებებით შესანიშნავი შედეგი მიიღწევა, ეს ეტიკეტი მყარად არის დამკვიდრებული.
* აღდგომის შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს, ქრისტეს მოწაფეებთან სულიწმიდა ჩამობრძანდა და ისინი საქადაგებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა. ეს დღე ეკლესიის საწყისად ითვლება და აღინიშნება როგორც საეკლესიო, ასევე, „ორმოცდაათიანელების“ დღესასწაული.
* ერთხელ პოლონელ გეოქიმიკოსს ზბიგნევ სავლოვიჩს სამეცნიერო სტატია უნდა დაეწერა, მაგრამ ფურცელზე ერთი სიტყვის გადმოცემაც ვერ მოახერხა. მაშინ, ერთ-ერთმა კოლეგამ ურჩია, დაელია ცოტაოდენი მაკალანის ვისკი. სავლოვიჩი ასეც მოიქცა და შედეგად შესანიშნავი სტატია გამოუვიდა, თანაც, ერთ-ერთ თავში გამოჩნდა სამეცნიერო პრესისთვის უჩვეულო შენიშვნა – მან მადლობა გადაუხადა ამ ვისკის შემქმნელს.
* ძველი მშენებლები ერთმანეთისთვის მართი კუთხის მისანიშნებლად გაშლილ საჩვენებელ და ცერ თითს აჩვენებდნენ.
* ეგეოსის ზღვამ სახელწოდება თეზევსის მამის – ეგეოსის პატივსაცემად მიიღო, მანამდე კი მას „არქიპელაგი“ ერქვა.