ბრძნული აზრები
ოუენი: ყოველ ადამიანში იმდენი პატივმოყვარეობაა, რამდენიც ჭკუა აკლია.
რონი: ლიდერის მიზანი უნდა იყოს – დაეხმაროს მას, ვინც რამეს ცუდად აკეთებს, რომ ის კარგად გააკეთოს და დაეხმაროს მას, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, რომ უკეთესად გააკეთოს.
ჰელვეციუსი: ჩვენ ვართ მხოლოდ ისეთნი, როგორსაც გარემო პირობები გვხდის.
აკაკი: კაცის ძლიერება მხოლოდ სულშია. ხორცი მიწაა და მიწამვე უნდა მიიბაროს!..
ბრიუიერი: ნამდვილი ბრიყვი უნდა იყო, რომ სიყვარულმა, ბოროტებამ და გაჭირვებამ ჭკუა ვერ გასწავლოს.
დემოკრიტე: სულელის თავი ზღვის ნიჟარას ჰგავს, რომელშიც ყოველთვის ისმის ქარის ხმა, მაგრამ შეუძლებელია, მისი მიმართულების ამოცნობა.
ლაროშფუკო: სულის სისუსტე და სიძლიერე – უმართებულო გამოთქმებია. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სხეულის ასოთა სიჯანსაღე თუ სნეულება.
მალბრანში: სწავლული თავის სამშობლოში – მაღაროში ჩაფლული ოქროა.
ფრანსი: სწავლების ხელოვნება ნიშნავს – ჯერ ცნობისმოყვარეობა აღძრა ახალგაზრდებში და მერე დააკმაყოფილო ის.
ზიმელი: რამდენი ადამიანი აღმოჩნდა უნაყოფო და დაიღუპა კიდევაც იმის გამო, რომ ძალა არ ეყო ტალანტის გამოსავლენად ან ტალანტი არ ეყო ძლიერებისთვის.
სოკრატე: ადამიანები ტირიან პოეტების გამონაგონზე, ნამდვილ ცხოვრებისეულ სატანჯველს კი სიმშვიდითა და გულგრილობით ხვდებიან.
აპულეი: დამოუკიდებლად თითოეული ადამიანი მოკვდავია, მთლიანობაში კაცობრიობა კი – უკვდავი.
ილია: უკვდავება არ დაჰკარგო წუთისოფლის გულისთვის.
ტოლსტოი: არაფერი ისე არ ახალისებს უსაქმურობას, როგორც ცარიელი საუბრები. ადამიანები რომ დუმდნენ და არ ლაპარაკობდნენ იმ სისულელეებს, რომლითაც უსაქმურობით მოწყენილობას იკლავენ, ამას ვერ გადაიტანდნენ.
ვინდელბანდი: ისტორია ბერძნული ფილოსოფიისა მეცნიერების დაბადების ისტორიაა. ფილოსოფია ძალიან ჰგავს მეფე ლირს, რომელმაც მთელი ქონება შვილებს დაურიგა, შემდეგ კი იძულებული გახდა, შერიგებოდა იმას, რომ როგორც მდაბიო, ქუჩაში გაეგდოთ.
სვიფტი: რჩევის მიღებას არავინ ცდილობს, ფულის მისაღებად კი ყველანი მზად არიან. გამოდის, რომ ფული რჩევას ჯობია.
მორი: ვინც სნეულების შიშითაა შეპყრობილი, ეს უკვე შიშის სენითაცაა შეპყრობილი.
მოლიერი: მოშურნეები კვდებიან, შური კი უკვდავია.
ბალზაკი: შური ზიზღის ყველაზე მოქმედი შემადგენელი ნაწილია.
ვოვენარგი: ჩვეულებებიდან გამომდინარე, ათასი მოქმედებიდან ვერ ვიპოვით ვერც ერთს, რომელიც უშუალოდ საკუთარი თავისთვის ჩავიდინეთ.
ვახტანგ მეექვსე: ცოდვის ცოდნისგან გამოვა ცხოვნების აღსავალია.
საადი: მცირე ცოდნა სახიფათო რამ არის.
სოფოკლე: ღრმა ცოდნა, ბედნიერების პირველი პირობაა.
გოეთე: ადამიანის ცხოვრების საუკეთესო ნაწილი სიყვარულითა და სიკეთით გამოწვეული, მცირე, ყველასგან მივიწყებული და უსახელო ქმედებანია.
მოპასანი: საყვარელი ქალი ის არის, ვინც ძლიერ მამაკაცს სისუსტის გამოვლენისას გაუგებს.