კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუძახე და... მოვა!

მამაკაცებს ხიბლავთ გულწრფელობა. ისინი ქალში განსაკუთრებით აფასებენ სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უარს არ ამბობენ, ზოგჯერ წაიეშმაკონ. თუ ქალს შეუძლია, ნიჭიერად ითამაშოს გულწრფელობა, მაშინ, კი ბატონო – ნებისმიერი მამაკაცი დაემორჩილება მის ხიბლს. მაგრამ, ქალების უმრავლესობას მხოლოდ ჰგონია, რომ ამას შეძლებს. არადა, მამაკაცებს ნამდვილად არ უჭირთ სიყალბის ჭეშმარიტებისგან გარჩევა.

მაგალითად, შეგიძლიათ, მამაკაცს პირდაპირ უთხრათ, რომ ძალიან მოგწონთ და მასთან ყოფნა გინდათ? თუ ეს გრძნობა ნამდვილია და ჭეშმარიტი, მაშინ, უთხარით. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ ამის თქმა თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, ან, რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც ცხოვრებაში გაქვთ, მაშინ, აჯობებს, თავი შეიკავოთ. სხვათა შორის, ქალების მხოლოდ 24 პროცენტია ისეთი თამამი, რომ პირველმა უთხრას მამაკაცს; 66 პროცენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ ქალი იყოს ურთიერთობის დაწყების აქტიური ინიციატორი; 11 პროცენტი, შესაძლოა, გარემოებამ აიძულოს და მამაკაცთან სიახლოვისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადადგას. რეალურად, ქალები მოგვიანებით იწყებენ აქტიურობას – მაშინ, როცა მამაკაცი ანკესზე უკვე წამოგებულია, ანუ, როცა გამარჯვების სასწორი უკვე მის მხარეს არის გადახრილი. ცარიელ მინდორზე თამაშის დაწყებას რისკიც სჭირდება, მოთმინებაც და პრაგმატიზმიც. მაგრამ, როცა მამაკაცი მზად არის, ხელის ერთ დაქნევაზე თქვენკენ გამოეშუროს, დაუძახეთ... ის მოვა!


скачать dle 11.3