კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიხარული – ცრემლების სანაცვლოდ...

თუ პარტნიორს არ უნდა, შეცვალოს თავისი ცხოვრება, უფრო მეტიც, პირდაპირ გიცხადებთ, რომ მისი მხრიდან რაიმე კომპრომისი, უბრალოდ, გამორიცხულია და ამის იმედი არ უნდა გქონდეთ, ამ შემთხვევაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, მინიმალური სულიერი დანაკარგებით, ნაკლები ტკივილითა და ცრემლებით მიიღოთ გადაწყვეტილება და დაშორდეთ მას. მაგრამ თუ სიყვარული უკვე არის? თუ ამ გრძნობამ უკვე ჩაგავლოთ თავისი საცეცები და გაშვებას არ აპირებს?! მოკლედ, ამოცანა ასე მარტივად გადასაწყვეტი არ არის. განშორება აუცილებლად იქნება ცრემლიანი და ძალიან მტკივნეული – ამის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამიტომ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გიღირთ – მასთან ერთად ცხოვრება და შეგუება იმ რეალობასთან, რომელიც არის, თუ, ერთხელ ტირილი (იქნებ, ორჯერაც) და ცვლილებებისთვის მზადყოფნა. ცრემლებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სიხარული – ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა. ბალანსი ყოველთვის დაცულია, მაშინაც კი, როცა დარწმუნებულები ვართ, რომ ის დაირღვა. თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია, გეტკინოს, რათა წინ წახვიდე, გაიზარდო და რაღაცას მიაღწიო.

ანტისტრესული, უტყუარი საშუალება არ არსებობს. ვერც დამცავი მექანიზმი გადაგარჩენთ, რადგან არც ასეთი მექანიზმი მოიპოვება სადმე.

ასე რომ, შეეგუეთ იმას, რომ ცრემლები თქვენს ცხოვრებაში იქნება. მთავარია, სიხარულთან შეხვედრა ისწავლოთ...


скачать dle 11.3