კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისევ ზარი

თქვენ ეჭვიანობთ? – ეს ნორმალურია. ეჭვი პათოლოგიური გამოვლინება არ არის მანამ, სანამ ნორმის ფარგლებში ეტევა და კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როცა ცოლი ეჭვიანობს, მით უფრო, როცა ამას გამოხატავს – წუწუნებს და ხმამაღლა გამოთქვამს გულისწყრომას. ამ დროს კაცს ჯერ უკვირს, მერე კი ბრაზობს – ავიწყდება, როგორ მოგცათ ეჭვიანობის საბაბი.

პრაქტიკულად, არ არსებობს ქალი, რომელიც არ დაინტერესდება, ვინ მოსწერა მის მეუღლეს მესიჯი ღამით, ვის ესაუბრებოდა აივანზე, ან – სააბაზანო ოთახში შეკეტილი. კაცის დუმილი, ან მცდელობა – საიდუმლოდ შეინახოს მოსაუბრის ვინაობა, უკვე საკმარისად გამაღიზიანებელი ფაქტორია მოყვარული ცოლისთვის: ის ვეღარ პოულობს ადგილს, განიცდის, ნერვიულობს და, ბოლოს, საქმე ოჯახური სკანდალით მთავრდება. რა უნდა ქნა? ხომ არ აუკრძალავ კოლეგებთან, ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობას?! გაცილებით მარტივი იქნებოდა, ქმარს პირდაპირ ეთქვა, ვინ დაურეკა, ან, თქვენს დასამშვიდებლად მესიჯი თქვენთვისაც წაეკითხა. მაგრამ კაცების უმრავლესობა ამას არ აკეთებს. იმიტომ არა, რომ გღალატობთ და მალავს, უბრალოდ, მოსწონს, როცა თქვენ გაწვალებთ. რაც მეტად გაღიზიანდებით და შეიმჩნევთ ამას, მით უფრო ეცდება, ცოტა ხანს თქვენს ნერვებზე თამაშით შეიქციოს თავი. მაგრამ, საკმარისია, ზედმეტი მოგივიდეთ, რომ უკვე ბრაზობს: „არ მენდობი?“ „რითი ხარ უკმაყოფილო”? „არ დამიმსახურებია ასეთი საყვედურები!“ – და, ბოლოს, დამაგვირგვინებელი ფრაზა: „შენ მოგწონს, როცა ისტერიკას მიწყობ!..” ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდის შენარჩუნებაა, მაგრამ ამას ერთბაშად და მარტივად ვერ შეძლებთ – ამისთვის დრო და დიდი მოთმინება დაგჭირდებათ, ტკივილის დაძლევაც და გულგრილობის თამაშიც. როცა მიაღწევთ იმას, რომ ქმარს თქვენი გულგრილობა დამაჯერებლად მოეჩვენება, მიზანი მიღწეულია – ის აუცილებლად გეტყვით, ვინ ურეკავდა.

P.S. ქალები უფრო ხშირად არ ენდობიან თავიანთ პარტნიორებს, ვიდრე მამაკაცები. ჩვენი საყვარელი მეორე ნახევრები გაცილებით მშვიდად უყურებენ იმას, რომ ვიღაც დაგირეკავთ, მოგიკითხავთ და კომპლიმენტს გეტყვით – ასეთია მათი ბუნება. ეჭვიანობითაც რომ კვდებოდნენ, არაფრით დაგანახვებენ ამას. ითამაშეთ მათივე წესებით და მხოლოდ მოიგებთ.


скачать dle 11.3