კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე უნდა გაკრიჭოთ აუცილებლად და რის მანიშნებელია კოხიაზე მოწითალო ღეროები

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, ქლუსიასა და კოხიაზე ისაუბრებს. თუ როგორ გავახაროთ ისინი, როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე და სად უკეთ იზრდებიან, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ქლუსიას შესახებ?

– ქლუსია ძალიან ლამაზი მცენარეა, ის ნახევრად ტროპიკულია. შესაძლებელია, ამ მცენარის სხვადასხვა სახეობას წააწყდეთ. არის ქოთნისაც და ეზოსიც. მცენარეს საოცარი ფოთლები და ტანის წყობა აქვს. ამიტომ, უფრო მეტად მისი ქოთნის ჯიშს ირჩევენ. ამ მცენარეს თავის ქვეყანაში ხალხურ მედიცინაში იყენებენ. ქლუსიას სამშობლო ჩინეთი და აღმოსავლეთ აზიაა.

მცენარეს როგორც ფოთლები, ასევე ტანის ფორმაც და ყვავილებიც საოცარი აქვს. მისი ყვავილები ვარსკვლავისებურია, ამიტომ ყვავილობის დროს ძალიან საინტერესო სანახავია.

– როდის ყვავილობს ეს მცენარე და როგორ ქოთანში გვირჩევთ მის ჩარგვას?

– მცენარე ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე. ქლუსია ქოთნის პირობებში თითქმის ბუჩქის სახეს იღებს, ამიტომ დაბალი და განიერი ქოთანი შეურჩიეთ. ქლუსია არც ისე პრეტენზიული მცენარეა და არც ფოთლები სცვივა. შესაძლებელია, მხოლოდ ის ფოთლები ჩამოსცვივდეს, რომლებიც გადაბერების ეტაპზეა.

– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მცენარის მორწყვას წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და სად დავდგათ ის?

– მცენარე ზამთარში შეგიძლიათ, ცივ სათბურში ან გრილ ოთახში დადგათ, სადაც ტემპერატურა 10-12 გრადუსია. ამ დროს მცენარე ისვენებს და მისი სითბოში დადგმა არ არის საჭირო. ზაფხულში მორწყეთ ყოველ მესამე დღეს, ხოლო ზამთრის პირობებში – 10-15 დღეში ერთხელ. ზაფხულში ეცადეთ, მცენარე გარეთ, აივანზე, ან ეზოში გაიტანოთ. ასეთ პირობებში ის უკეთესად გაიფურჩქნება და გაიხარებს.

– შესაძლებელია თუ არა ქლუსიას გაკრეჭვა და ფორმის მიცემა?

– ქლუსია ძალიან ეფექტურია გაკრეჭვის შემდეგ, რადგან კარგად ეგუება ფორმის მიცემას. ამიტომ, ეცადეთ, ყოველთვის გაკრიჭოთ.

– როდის დავთესოთ ამ მცენარის თესლი?

– მისი თესლი ადრე გაზაფხულზე ითესება, როდესაც მიწის ტემპერატურა უკვე 10-12 გრადუსია. დათესილი მცენარე ერთ თვეში ამოდის და გადარგეთ მაშინ, როცა ის ერთი მეტრის სიმაღლეს მიაღწევს.

– რა მავნებელი შეიძლება გაუჩნდეს ამ მცენარეს?

– მცენარეს მავნებლებიდან მწუწნავები უჩნდება, რომლის მოცილებაც აკტელიკის ხსნარით შეგიძლიათ. მისი გაკრეჭვისას ან ფოთლის მოცილებისას, ხელთათმანი იხმარეთ, რადგან ის წებოვანია და შესაძლებელია, რძე გადმოუვიდეს.

– როგორ ნიადაგში ჩავრგოთ მცენარე?

– ქლუსიას ესაჭიროება მიწა, ტორფი, ნაკელი, ქვიშა და ფოთლის მიწა.

– მოგვიყევით კოხიას შესახებ. შესაძლებელია თუ არა მისი საქართველოს კლიმატში გახარება?

– ეს უცნაური და ძალიან ლამაზი მცენარე სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში იზრდება. მისი ლამაზი და ფაფუკი ფოთლები ხელოვნურ ტუიას წააგავს. ის ერთწლოვანი მცენარეა ღია გრუნტისთვის, ხოლო ოთახისთვის მრავალწლიანი. ასე რომ, თუ გსურთ, დიდხანს გქონდეთ კოხია, აუცილებლად ოთახის პირობებში გაახარეთ. ზაფხულში ამ მცენარეს იყენებენ ვერანდებისთვის, აივნებზე, ეზოებსა და ბაღებში. საქართველოს პირობებში ის მშვენივრად იზრდება და დაახლოებით 70 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს.

– პრეტენზიული მცენარეა თუ არა კოხია?

– კოხია ძალიან იოლი მოსავლელი მცენარეა. არ არის პრეტენზიული არც სიცხეში და არც ჩრდილში. მცენარე ტროპიკულია, ამიტომ ის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც, სასურველია თბილ კლიმატში იყოს.

– რა ტემპერატურაზე გვირჩევთ კოხიას გახარებას და როგორ ქოთანში ჩავრგოთ ის?

– მისთვის სასურველი ტემპერატურაა 25 გრადუსის ზემოთ. ამ მცენარეს რთული ფუნჯოვანი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ფართო ქოთანი ესაჭიროება. მისი ფოთლები იმდენად შეკრულია, შორიდან ჰაერში მოთამაშე მწვანე ბუჩქს წააგავს.

– როგორ მოვუაროთ მცენარეს ზაფხულში?

– კოხიას ზაფხულის პერიოდი გარეთ, ჰაერზე გაატარებინეთ. მორწყეთ ოთხ დღეში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ თუ მცენარეს წყალი მოაკლდა, ყველა ფოთოლი გაუყვითლდება.

– როდის ყვავილობს კოხია და როგორ მოვუაროთ მას ამ დროს?

– კოხია ძალიან ადრე ყვავის, თითქმის ივლისიდან და ყვავილობა დათესლებამდე გრძელდება. ამ დროს ის პრეტენზიული არ არის. თუ კოხიას ზემოდან მოწითალო ფერის ღეროები შეამჩნიეთ, ეს იმის ნიშანია, რომ მცენარე თესლის გაკეთებას იწყებს. ამ მცენარის თესლი მზად არის ოქტომბრის ბოლოს.

– ზამთარში, როგორ მოვუაროთ?

– ზამთარში თბილი კლიმატი შეუქმენით. ამყოფეთ ბინაში და მორწყეთ კვირაში ერთხელ.

– რით მრავლდება კოხია და როგორ მოქმედებს მასზე გადარგვა?

– კოხია მხოლოდ თესლით მრავლდება და თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დათესოთ. მცენარე შეგიძლიათ გადარგოთ სასურველ დროს. გადარგვა მასზე ცუდად არ მოქმედებს და არც ჭკნობას დაიწყებს. გახსოვდეთ, ამ მცენარისთვის აუცილებელია მიწის ვიტამინებით განოყიერება. ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: მიწა, ქვიშა, ნაკელი და ტორფი.

– შესაძლებელია თუ არა კოხიას გაკრეჭვა და რით შეიძლება დაავადდეს ის?

– გაკრეჭვა მცენარეზე ცუდად არ მოქმედებს. თუმცა, თუ მისგან თესლის მიღება გსურთ, არ გაკრიჭოთ. მას ისედაც მრგვალი ფორმა აქვს. კოხიას არ უჩნდება პარაზიტები, ამიტომ არანაირი ქიმიური შეწამვლა არ დაგჭირდებათ. თუმცა, ერთი რამ გაითვალისწინეთ, კოხიას თესლი იოლად იფანტება, ყურადღება მიაქციეთ ქარმა არ გაფანტოს, ან ჩიტებმა არ შეჭამონ.


скачать dle 11.3