კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა მოვეფეროთ უცნობ ძაღლს თავსა და ზურგზე და რა შემთხვევაში ესხმიან ისინი თავს ადამიანებს

უცნობ ძაღლთან შეხვედრა, შესაძლოა, ხშირად ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ შეუძლია, აღიქვას და შეიცნოს ძაღლის ხასიათი და განწყობა. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– რა საფრთხე ელის ადამიანს ქუჩაში შეხვედრილი უცნობი ძაღლისგან?

– უცნობმა ძაღლმა შეიძლება გამოავლინოს აგრესია და ეს სავსებით ნორმალური რეაქციაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არღვევს ძაღლის ტერიტორიის საზღვრებს, რაც, შეიძლება იყოს სახლის ეზო ან სხვა ნებისმიერი ადგილი, სადაც ძაღლი ცხოვრობს ან იცავს ტერიტორიას. ასევე, შესაძლოა აგრესია ძაღლმა იმ შემთხვევაშიც, გამოავლინოს, როცა ის ერთგულად იცავს თავისი ოჯახის წევრებს.

– მართალია, რთულია, მიხვდე, რას ფიქრობს სრულიად უცნობი ძაღლი ჩვენი დანახვისას, მაგრამ, მაინც, როგორ უნდა გამოვიცნოთ მისი განწყობა ჩვენ მიმართ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, გარეგნულად ადვილი შესამჩნევია, რა განზრახვა აქვს ძაღლს. თუ ის აგრესიულად განწყობილი არ არის, მაშინ, ყეფის დროს ის კუდს აქნევს, ხოლო ყურები დაბლა აქვს დაწეული და არ იღრინება.

– აგრესიას როგორ გამოხატავს?

– თუ აგრესიულადაა განწყობილი და თავდასხმა აქვს განზრახული, მაშინ, ყეფს, აგრესიულად იღრინება, ყურები დაცქვეტილი აქვს, თვალები დაქაჩული და ბეწვი – აბურძგნული.

– როგორ ავირიდოთ თავიდან ძაღლის თავდასხმა?

– იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ ძაღლისგან აგრესიულ თავდასხმას, საჭიროა, გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ არა მარტო ჩვენ, არამედ, ვასწავლოთ ბავშვებსაც, რათა თავიდან ავიცილოთ საშიშროება.

1. არ უნდა შევიდეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც აგრესიული ძაღლი იმყოფება გამცილებლის გარეშე, რომელსაც შეუძლია, გააკონტროლოს ცხოველი;

2. არასდროს გავაღიზიანოთ ძაღლი, რათა არ გავამწვავოთ მასში აგრესია;

3. არ უნდა შევეხოთ ძაღლის ჯამს ან სათამაშოს. არ უნდა მივუახლოვდეთ იმ ადგილს, სადაც ძაღლი ისვენებს. თუ შემთხვევით შევეხეთ სათამაშოს ან ჯამს, სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ იქაურობას.

4. არ უნდა შევაწუხოთ ცხოველი, როცა სძინავს ან ისვენებს;

5. არ მოვეფეროთ უცხო ძაღლს პატრონის ნებართვის გარეშე, მით უმეტეს, თავსა და ზურგზე;

6. ძაღლის მოახლოებისას არ უნდა გავიქცეთ, უნდა ვიდგეთ მშვიდად და არ უნდა მივაშტერდეთ ცხოველს თვალებში.

7. გაუფრთხილებლად არ უნდა შევიდეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც აგრესიული ძაღლია, მაგრამ თუ იქ მაინც აღმოვჩნდით, ხელები აუცილებლად უნდა დავმალოთ, რადგან, შეიძლება, ცხოველი პირდაპირ ხელებზე დაგვესხას თავს. ეს თუ ასე მოხდა, მაშინ თავდაცვისთვის, შეიძლება, გამოვიყენოთ ნებისმერი საგანი.

– ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ძაღლი მაშინვე მშვიდდება, თუ ბრძანებას მიიღებს.

– გეთანხმებით, მაგრამ, ეს ყოველთვის არ ამართლებს.

– რატომ?

– პასუხი მარტივია: გააჩნია, ვისგან იღებს ძაღლი ბრძანებას, ან, როგორი აღზრდილია ცხოველი. შეეცადეთ, უცნობ ძაღლს არ მისცეთ ბრძანება, რადგან, შესაძლოა, ძაღლი გაწვრთნილი იყოს და სხვისმა ბრძანებებმა მასში მხოლოდ აგრესია გააღვიძოს და ამან გამოიწვიოს თავდასხმის პროვოცირება. შეიძლება, ძაღლმა თამაშში აგრესია გამოავლინოს და ვერ მოზომოს თავისი საქციელი. ასეთ ცხოველთან თამაშს უნდა მოვერიდოთ.

– რატომ არ შეიძლება გაქცევა მაშინ, როცა უცნობი ძაღლის წინ აღმოვჩნდებით?

– შეიძლება, ძაღლი არ იყოს აგრესიული, მაგრამ, აგრესია შეიძლება განვითარდეს მაშინვე, თუ ცხოველის დანახვაზე გავიქცევით. ასე რომ, თუ ადგილზე დარჩებით და აგრძნობინებთ რომ მისი არ გეშინიათ, ნაკლებად ჩაიგდებთ თავს საფრთხეში.

დაბოლოს, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენ აუცილებლად იქნებით დაცული, უცნობი ძაღლის აგრესიისგან.


скачать dle 11.3