კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემი მეგობრის ძაღლს ვეტერინარმა სოკოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვა, თუმცა მისი მკურნალობა პატრონმა სახლში განაგრძო. მე კი ვურჩიე, ეს კვალიფიციური სპეციალისტისთვის მიენდო, მაგრამ დღემდე არ მიუყვანია ექიმთან. თქვენი აზრით, ეს რაიმე გართულებას ხომ არ გამოიწვევს, ანუ, მიზანშეწონილია თუ არა თვითნებური მკურნალობა?

პასუხი: ეს მართლაც დაუშვებელია სახლის პირობებში, მით უმეტეს, თუ თქვენს მეგობარს არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა ამ საქმეში. მკურნალობა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და ექიმისავე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით და ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები.

კითხვა: მინდა, ჩემს ძაღლს სტერილიზაცია ჩავუტაროთ, მაგრამ, მითხრეს, რომ ამის შემდეგ ცხოველის ხასიათი საგრძნობლად იცვლება. იქნებ მითხრათ, რაში გამოხატება ეს?

პასუხი: თითქმის ყოველთვის, სტერილიზაციის შემდეგ, აგრესიული ცხოველები უფრო წყნარები და მშვიდები ხდებიან. ცხოველის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე, იმაზე, თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, ის, როგორც წესი, ისეთივე დარჩება. ზოგიერთი ცხოველი კი სტერილიზაციის შემდეგ იმატებს წონაში, რაც სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვებით, საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება, ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და შევინარჩუნოთ ის ნორმის ფარგლებში. ასე რომ, თუ ძაღლის სტერილიზაცია გსურთ, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კითხვა: მინდა, ტერიტორიის დასაცავად შევიძინო შუააზიური ნაგაზი. სწორია თუ არა ჩემი არჩევანი? გთხოვთ რამდენიმე სიტყვით მიამბოთ ამ ჯიშის შესახებ.

პასუხი: მართლაც კარგი არჩევანია, რადგან შუააზიური ნაგაზი ტერიტორიის უბადლო მცველია. ის უმიზეზოდ არასდროს იყეფება და არ ეშლება შინაურისა და გარეულის გარჩევა. სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში მას ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობაც კი შეუძლია. დღემდე ამ გოლიათი ძაღლის ამგვარი პოპულარობა, ალბათ, მისი თვისებების დამსახურებაა. მისი სიმაღლე მინიმუმ 65 სანტიმეტრია, ხოლო წონა 45 კილოგრამს შეადგენს.

კითხვა: ვცხოვრობ კორპუსის მესამე სართულზე ოროთახიან ბინაში. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა როტვეილერის აყვანა ასეთ პირობებში?

პასუხი: გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდი ტანის ძაღლებს საცხოვრებლად სივრცე სჭირდებათ და ოროთახიან ბინაში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მისი ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არც ის დაივიწყოთ, რომ როტვეილერის გამოკვება, ისევე როგორც სხვა დიდი ტანის ძაღლის, არცთუ ისე იაფი ჯდება. მას დიდი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ. აუცილებლად ესაჭიროება პროფესიონალური გაწვრთნა.


скачать dle 11.3