კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ღამეში დაწერა დედამიწის საიდუმლოს ამოსახსნელი პოემა გია ნიკოლაძემ და რატომ „აიძულა“ მას წერამ ბიზნესის დაწყება

ამ ცხოვრებაში ყველა თავისებურად „უბერავს”, ზოგს გამოსდის, ზოგს კი – არა. აი, გია ნიკოლაძემ კი, მის ძმებთან ერთად, ერთი „შეუბერა” და გამოუვიდა. ხალხსაც შეაყვარა თავი, თბილისის ქუჩებშიც გამართულად დადის და არც საძმაკაცო-სამეგობროში ეშლება რამე. მის ლექსებზე უამრავი სიმღერა შეიქმნა, მუსიკაც ზეპირად იციან, მაგრამ ის, რომ ახლა ბიზნესშიც უნდა მოსინჯოს ძალები, ეს სიახლე ბევრისთვის უცნობია. ასე რომ, გზა სცენიდან ბიზნესამდე, ბიზნესიდან კი კინომდე, – გიას ახალი დევიზია. თუ რას გეგმავს ის უახლოეს მომავალში და როგორ აპირებს მჭადით ფულის შოვნას, ამაზე თავად გვესაუბრება.

გია ნიკოლაძე: ბევრი ამბობს, შემოქმედ ადამიანებთან ურთიერთობა რთულიაო. ეს არ არის მართალი. ჩემთან თუ რთულია ურთიერთობა, მაშინ სირთულე რაღაა, ვერ ვხვდები. რის რთული, რა რთული... არც ჩემი სამყარო მაქვს და არც მარტივი ვარ. რა ვიცი, ასეთი ვარ – უბრალო და სადა. ყველა მიყვარს და ყველასთვის კარგი მინდა...

– ესე იგი, პოპულარობა თავში არ გაქვს ავარდნილი?

– პოპულარობისა რა მოგახსენო, მაგრამ სადა და უბრალო ადამიანი რომ ვარ, ფაქტია. კი ვმღერი „პოპულარობა სურს...”-მეთქი, მაგრამ ამის იქით, ადამიანობა იმალება. იცით, ადამიანები ყველანი ერთნაირები ვართ, განსხვავება ჩვენს მიდრეკილებებშია. თუ შენს თავს კაცი სხვაზე მაღლა დააყენებ, არაფერი გამოვა. ყველა ვცდილობთ, თუმცა გააჩნია, როგორ გამოგვდის (იცინის). ზოგს უმართლებს, ზოგს არა. ჩემი აზრით, შენ იბრძოლე და გამოგივა, აბა, რა...

– გავიგე, პოემის წერა დაგისრულებია და მასზე ფილმის გადაღებასაც გეგმავ. მოდი, ამაზე ვისაუბროთ.

– კი ბატონო, ვისაუბროთ. მართალია, პოემის წერა დავიწყე და ამით იცით, რისი თქმა მინდა?

– რისი?

– რისი და, დედამიწა რომ ცოცხალია, ჩვენ რომ ვსუნთქავთ, რა წაიღეს აქედან ოქროს საწმისის სახით ბერძნებმა, მედეამ შვილები რატომ დახოცა და ასე შემდეგ. ხუთი ღამე ვათენე, დილით რომ ვკითხულობდი, მერე მიკვირდა, ეს მე დავწერე-მეთქი (იცინის). მივხვდი, უნდა გამეგრძელებინა წერა და ასეც მოვიქეცი. ახლა ამ პოემის გამოცემა მინდა, მერე ჩაფიქრებული მაქვს მასზე ფილმის გადაღება.

– რა ჰქვია შენს პოემას?

– რა და... „ქართლს ზღაპარი ანი, ბანიაი, ია”, „შავი ზღვის ნაამბობი” და კიდევ სხვა, ანუ სულ ხუთი სათაური აქვს.

– ცისფერი მთების ანუ ტიანშანის არ იყოს, ეს ხუთი სათაური რად უნდა?

– (იცინის). ასე მოითხოვა. რაც დამემართა მე, ის გადმოვეცი ფურცლებზე. მე კი არ მოვითხოვ, წაიკითხეთ გინდა თუ არა-მეთქი. ჩიტმა ამბავი მომიტანა და ის დავწერე. ღამეები ვათენე და თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რა აზრიცაა მასში ჩადებული. უფრო სწორად, პოემა თავებადაა დაყოფილი. ერთი ეპიზოდის სიუჟეტი ჩიტმა მიკარნახა, მეორის – შავმა ზღვამ, მესამის – მთამ, მეოთხისა კი ბუნებამ... და რა ინფორმაციაც მოვიდა, ის გადმოვეცი. ბევრი სტროფი თავიდან გადავაკეთე, ბევრიც ისე დავტოვე, როგორც პირველად დავწერე. ხუთ ღამეში დავწერე ეს პოემა და მგონი, კარგი გამოვიდა. გამგები გაიგებს.

– პირად საუბარში მითხარი, ბიზნესის წამოწყება იმიტომ გადავწყვიტე, ამ პოემის რეალიზება რომ მოვახდინოო. რას გულისხმობდი?

– რას და, პოემა კი დავწერე, მაგრამ ის ხალხმა ხომ უნდა წაიკითხოს? ამისთვის უნდა დაიბეჭდოს და გამოიცეს. ამას თანხები ხომ უნდა? მერე მის ფილმად გადაღებას ვგეგმავ. ამასაც ხომ უნდა ფული და შესაძლებლობა? ჰოდა, გადავწყვიტე, ბიზნესი წამოვიწყო. ჩემი ძმაკაცები დამეხმარნენ, იდეები მომაწოდეს, ვცადეთ და გამოგვივივდა. ახლა საწარმოსაც ავაშენებთ, დავიწყებთ ცხობას და ნახეთ, რა მაგარ ბიზნესს ავაწყობთ.

– მოიცადე, რის ცხობას დაიწყებთ?

– რის და მჭადის. მაგრამ, ეს ჩვეულებრივი მჭადი კი არ იქნება.

– აბა, როგორი, არაჩვეულებრივი?

– (იცინის). არაჩვეულებრივი კი არა, ისეთი, შეჭამ და რაჭული ლორის, თევზის, სხვადასხვა ინგრედიენტის გემოს რომ შეიგრძნობ. დანაყრდები და თანაც იაფს გადაიხდი – კუჭსაც ასიამოვნებ და საკუთარ თავსაც. ახლა მის საფირმო საიდუმლოებებს ბოლომდე ვერ გაგანდობთ. ბიზნესი არ ჩამივარდეს (იცინის). სხვათა შორის, მის მოსამზადებლად, საცდელად უცხოური ვიჩინაც გამოვიყენეთ, მაგრამ ის ეფექტი ვერ მოგვცა, რაც ნამდვილმა ქართულმა, რაჭულმა ლორმა. ჯერ, პირველი, საცდელი პარტია სახლის პირობებში დავაცხვეთ ბიჭებმა, დავაგემოვნეთ და მოგვეწონა. ახლა საწარმოს ამუშავებაზე ვფიქრობთ. მერე კი მის გაფართოებას, ლამაზად შეფუთული პატარა, მრგვალი, სურნელოვანი მჭადის გამოშვებასა და მის რეალიზებას ვგეგმავთ. თან, მსოფლიოში კლიმატი აირია, ხორბალი ცოტა მოვიდა, სიმინდმა იხარა და ხომ უნდა დავაფასოთ (იცინის)? თან, ეს მჭადი მრგვალი და ადვილად დასალუკმი იქნება.

– შენი ძმები მჭადის ბიზნესის წილში არიან?

– მაგაზე დავფიქრდები (იცინის). ამ ბიზნესით გამდიდრებას ნამდვილად არ ვაპირებ. ამ ბიზნესიდან აღებულ ფულს, პოემის გამოცემას მოვახმარ, ფილმს გადავიღებ და თუ რამე დარჩა, მერე ძმაკაცებთან ქეიფიც მოსულა (იცინის).

– დამეთანხმები, რთულია საქმის დაწყება და მისი სწორად მართვა. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში და ამდენი კონკურენტების გვერდით. ბიზნესის ნიჭი თუ გაქვს?

– ბიზნესის კეთების ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი, მგონი, მე სხვებზე მეტად მოვიკოჭლებ ამ საქმეში. მაგრამ, სუფთად, ლაზათიანად და ორგანიზებულად რომ დავიწყებ, მეგობრების დახმარებით, ბიზნესის აწყობას, ვფიქრობ, მეც ვივარგებ. რა გითხრათ წინასწარ? მე იმედი მაქვს. დავაფასოებთ მზა პროდუქტს და ზემოდან დავაწერთ მჭადი – „შებერილი”.

– პირველი, ექსპერიმენტული, სახლის პირობებში დამზადებული „შებერილი” ვის დააგემოვნებინე?

– ეს მაგარი ისტორიაა. არ დამავიწყდება, სახლში „ვიჩალიჩეთ“ ძმაკაცებმა. დავაცხვეთ რაჭული ლორით, შებოლილი თევზითა და უცხოური ლორით შეზავებული მჭადი. დავაგემოვნეთ, მოგვეწონა. გავიხედეთ, ტელეფონზე დაგვირეკეს ძმაკაცებმა, დიღომში ვართ და ამოდითო. ავდექით, კარგად გადავფუთეთ და წავედით. ტაქსიში რომ ჩავსხედით, მძღოლი გვეკითხება – ვა, ბიჭებო, რა მაგარი სუნი დატრიალდა მანქანის სალონში, რა მიგაქვთ ეგეთიო (იცინის).

– მერე, ვერ დააგემოვნებინე? რეკლამაშიც ჩაგეთვლებოდა და კლიენტსაც გაიჩენდი სამომავლოდ.

– მასეც ვქენი. მივაწოდე მჭადი და ვუთხარი, დააგემოვნე, ძმაო-მეთქი. სულ გადამერია. (იცინის). გვითხრა, რა მაგარი მოგონებაა, მე პირველი კლიენტი ვიქნები, ძმაოო.

– რა ეღირება ერთი შეკვრა „შებერილი”?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ფუფუნება არ იქნება, ყველას მიუწვდება ხელი – იქნება იაფი, სასარგებლო და რაც მთავარია, უგემრიელესი. ახლა ვიწყებ ბიზნესმენობას და ვნახოთ. ვფიქრობ, ერთი ცალი ხუთი, შვიდი ან ათი თეთრი ღირდეს. ამ ფასად დღეს რას იყიდით, აბა, მითხარით? მე თუ ამით გავმდიდრდი, მაშინ მოდით და ჩამქოლეთ... ეს ბიზნესი, ისევ ჩემს შემოქმედებას მინდა, მოვახმარო, რომლითაც თქვენ, ჩემს ქართველებს მოგვესიყვარულებით.


скачать dle 11.3