კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუმასპინძლდა გერმანიაში „ელდრაინის“ წევრებს ხინკლით, საცივითა და მწვადებით და როგორ აღმოჩნდნენ ისინი „გერმანიის საქართველოში“

მკითხველი, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ წელს „ევროვიზიაზე“ ჯგუფი „ელდრაინი“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და, რომ არა ამ კონკურსის პოლიტიკური ხასიათი, ექვსი ნიჭიერი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თუ არ გაიმარჯვებდა, საუკეთესო სამეულში მაინც მოხვდებოდა. თუმცა, „ელდრაინის“ წევრებისთვის მთავარი მაინც კონკურსში ღირსეულად გამოსვლა იყო, რაც მათ ნამდვილად გამოუვიდათ. ახალგაზრდა მუსიკოსებს წინ ძალიან ბევრი გეგმა აქვთ: აპირებენ ალბომზე მუშაობას, აწარმოებენ ძალიან საინტერესო მოლაპარაკებებს:

ირაკლი: ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს სახე ვიყავით „ევროვიზიაზე“. თავიდანვე გათავისებული გვქონდა ერთი რამ: ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნოდა და ჩვენ უკან საქართველო, ქართველი ხალხი იდგა.

– ბესო, პირად საუბარში მითხარი, რომ „ელდრაინს“ ყველა სამეულში გასვლას, გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდაო.

სოფო: ჩვენი რეიტინგი მართლაც ძალიან მაღალი იყო. ახლაც, რომ წამოვედი, ისეთი შეგრძნება მაქვს, ევროპაში უფრო მაღალი რეიტინგი გვქონდა, ვიდრე საქართველოში. მართლაც გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ სამეულში უნდა მოვხვედრილიყავით, მინიმუმ, ხუთეულში მაინც. ძალიან ბედნიერი ვარ და ჯგუფის წევრებსაც ვულოცავ, რომ ათეულში შევედით. ეს დიდი მიღწევა იყო, თან, იმ სახსრებით, რითაც ჩვენ წავედით, სპონსორის გარეშე. დიდი მადლობა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომ გვერდში დაგვიდგა.

თაკო: ჩვენი პროდიუსერების რომა და სერგო სულაძეების დახმარებით მოვდივართ დღემდე. კონკურსზეც დიდი შემართებით, ენთუზიაზმით გავემგზავრეთ.

სოფო: ჩვენი კოსტიუმები, რომელიც ნინო ჩუბინიშვილმა – ჩუბიკამ შეგვიკერა, „წლის საუკეთესო კოსტიუმად“ დასახელდა. ყველა გვეკითხებოდა, ვინ შეგიკერათო. ძალიან მოსწონდათ.

მიშა: თავად ამ კოსტიუმების იდეა ჩვენს არტ-დირექტორს, პასკალ ჯორდანს ეკუთვნოდა და ძალიან გაამართლა.

სოფო: კრიტიკა ისევ ქართველების მხრიდან იყო, თორემ, უცხოელებს ძალიან მოვწონდით. დიუსელდორფში, სასტუმრო „ჰოლიდეინში“, სადაც ვცხოვრობდით, სხვა ქალაქებიდან სპეციალურად მოდიოდნენ ადამიანები, რომ ჩვენ გავეცანით. სერიოზული ფანები გვყავდა, ჩვენი დისკი ბევრმა იყიდა.

ბესო: კარგად მახსოვს ორი ინგლისელი, რომლებიც ზედ გადაგვყვნენ, მერე საქართველოს დროშები უყიდიათ, წინა რიგში ისხდნენ და, რომ გავედით, აფრიალებდნენ.

ირაკლი: დიუსელდორფში არის ქართული ეკლესია, ქართველი მოძღვარი და სხვადასხვა ქალაქიდან დადიან ქართველები, მრევლში 600 ადამიანია. ქართული გარემოა შექმნილი, ქართული ეზოთი, ვაზით. რომ მივედით, ქართული სუფრა გაგვიშალეს. მოძღვარმა დაგვლოცა და ეს დღე იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. კონცერტის შემდეგ, როდესაც საქართველოში მოვდიოდით, მამა ესე თავის მრევლთან ერთად მოვიდა და კიდევ ერთხელ დაგვლოცა.

ბესო: დიუსელდორფში ხინკალსა და საცივს თუ შევჭამდი, არ მეგონა; იქვე შეგვიწვეს მწვადებიც... ისე გვესიყვარულებოდნენ, თან, როგორც კი მივედით, მაშინვე საოცარი სიმშვიდე ვიგრძენით.

– როგორი შეგრძნებაა: გამოდიხარ, მღერი და შემდეგ ელოდები, ვინ რამდენ ქულას დაწერს და, იცი, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული?

მიშა: როდესაც შენი საქმე გაკეთებული გაქვს და იცი, რომ მაქსიმუმი შეასრულე, უკვე ქულებს აღარ უყურებ.

ბესო: როგორც კი ჩავედით, პირველი რეპეტიცია გავიარეთ კოსტიუმებით, შიდა „სტაფი“, ანუ, მთავარი რეჟისორი, ვიდეორეჟისორი, პროდიუსერი – ჩვენ მიმართ ყველა განსაკუთრებულად იყო განწყობილი, ასე ძალიან არავინ მოსწონებიათ. ფეხზე დგებოდნენ და გვეუბნებოდნენ, ყოჩაღ, პროფესიონალიზმია, ყველაზე უპრობლემოები თქვენ ხართო. რომ მივდიოდით, ყველა გვესალმებოდა, ფეხზე დგებოდნენ. ისინი ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას, ტექნიკურ დეტალებს და მერე ამას ითვალისწინებენ.

ირაკლი: შიდა „სტაფის“ კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ჯგუფი ვართ, ეს არ იყო ერთჯერადი პროექტი და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ევროპაში ქმნის შოუ-ბიზნესს, ეს მათი საქმეა და მომავალში მათთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ბესო: „სტაფის“ მხრიდან სითბო განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენით, როდესაც საქართველოს „ტუსოვკა“ მოვაწყვეთ. ისინი გვეუბნებოდნენ, ასეთი წვეულება არც ერთ წელს არ ყოფილაო. იმიტომ რომ, ტუსოვკაზე გვქონდა როკი, ფოლკი...

ირაკლი: ერთი გერმანელი მოვიდა და გვითხრა, თქვენი კულტურა ძალიან მომწონს – ცეკვაც, სიმღერაც, მაგრამ, დიდხანს არ შემიძლია, მოვუსმინოო. ამ დროს დიჯეის აპარატურა დაალაგეს და ბესომ იქ ისეთი ამბები ჩაატარა...

ბესო: ყველა ესწრებოდა: დელეგაციები, ჟურნალისტები, „სტაფი“. თან, ჩემი დაბადების დღე იყო, კარგად ვიხალისეთ. მეორე დღეს, ჟურნალისტები რომ გვხვდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, ეს რა გვიქენით, იმხელა ხმაზე ვყვიროდით, ხმა აღარ გვაქვსო.

– განათება იყო ძალიან კარგი.

სოფო: განათებაზე და ყველაფერზე პასკალ ჯორდანი ზრუნავდა.

მიშა: განათების სცენარი წინასწარ იყო დაწერილი. ჩვენს განათებას როკმენი აკეთებდა. ის ყველასთვის მუშაობდა, მაგრამ, ჩვენთვის განსაკუთრებული მუხტით იმუშავა.

ბესო: ზუსტად ის იყო, რაც გვინდოდა. როგორც გავიგეთ, ეს ადამიანი „როლინგ სთოუნზის“ ერთ-ერთი გამნათებელი ყოფილა.

– თუ ელოდით აზერბაიჯანელების გამარჯვებას?

– მე ველოდი მათ გამარჯვებას: „საუნდი“, ჟანრობრივად, შესრულების მხრივაც, ისეთ სტილში იყო შერჩეული, როგორი სტილი და ჟანრიც დღეს აქტუალურია პოპ-საზოგადოებაში, ანუ, ევროპის „ემტივის“ ფორმატში ჯდებოდა. სხვებს რომ გადავხედე, სტილისტიკურად, და არა შესრულების მხრივ, ძალიან კარგი იყო, ამიტომ, ვთქვი, რომ ესენი აუცილებლად გავლენ-მეთქი.

ირაკლი: გარდა ამისა, აზერბაიჯანს ჰყავდა ძალიან დიდი დელეგაცია, უამრავი მაყურებელი და, იგრძნობოდა, რომ წინასწარ რაღაც გრანდიოზულისთვის ემზადებოდნენ.

– თავადაც ჰქონდათ მოლოდინი?

მიშა: ეს თქვენც შეგეძლოთ, შეგეფასებინათ, თუ ნახეთ მათი ემოციები, როდესაც ნახევარფინალში გადავიდნენ.

ბესო: მათი სახელი რომ გამოაცხადეს, ჰეჰ და დროშა ოდნავ ასწიეს, ჩვენ კი ისეთი რეაქცია გვქონდა, კინაღამ თავი გავიტეხე, ისე დავეტაკე კამერას.

მიშა: ერთ-ერთი ამერიკული, მულტი-პლატინის დისკის მფლობელი ძალიან ცნობილი ჯგუფის სიმღერიდან ჰქონდათ მისამღერი ერთი-ერთში აღებული. ალბათ, არც არაფერი მოხდება, მაგრამ, ფაქტია, რომ პლაგიატობის ელემენტი იყო.

– თავისუფალი დრო გქონდათ?

თაკო: არა, მთელი დღე დატვირთულები ვიყავით. გვიან გამოვდიოდით სარეპეტიციოდან, დროში ძალიან ვიყავით შეზღუდულები.

სოფო: ერთადერთი ის მოვახერხეთ, რომ ვნახეთ კიოლნი.

მიშა: ისიც, იმიტომ, რომ გიტარაზე თასმა გაგვიწყდა, რაღაც გაგვიფუჭდა და საყიდლად წავედით.

ბესო: იყო პატარა „ჩეპეები“. კიდევ, ლევერკუზენის სტადიონზე ვიყავით.

სოფო: როგორც კი დროს გამოვნახავდით, მაშინვე საშოპინგოდ გავრბოდით და მერე ერთმანეთს ვეძებდით.

ბესო: ქალაქში, ერთადერთი, შუქნიშანთან შეგვექმნა პრობლემა: არაფერი არ მოდის, დგახარ და „აბირჟავებ“. იცით, რას დავაკვირდი? ღამით რომ ვბრუნდებოდით სასტუმროში და მერე საჭმელად მივდიოდით, წესიერად ვიქცეოდით – შუქნიშანს ველოდებოდით; მაგრამ, იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ორი კათხა ლუდის მერე, აღარ გვაინტერესებდა წითელი და მწვანე. ჩვენი ყველა გასვლა ჟრიამულით იწყებოდა.

სოფო: თან, იქ გარკვეული საათის მერე ყველაფერი მკვდარია, კვირას არაფერი მუშაობს. და, იყო ჩხუბი – ჩვენ, ქართველებს გვშია და, როგორ თუ ყველაფერი დაკეტილიაო.

ირაკლი: ახლა ჩანგო მოგიყვებათ ერთ ამბავს (ჩანგო ჯგუფის დრამერია და ინტერვიუს ბოლოსკენ შემოგვემატა, – ავტორი).

ბესო: ჩანგო ჩვენს ჯგუფში ფეხბურთის ყველაზე დიდი ქომაგია. მას ძალიან „გაუტყდა“, რომ ის სტადიონზე ფეხბურთის თამაშის ნაცვლად, ბარაბანს უბრახუნებდა.

ირაკლი: ჩანგოს გამარჯვება, უნდოდა, რომ მერე „დინამოსთვის“ მიელოცა, იმიტომ რომ, 30 წლის წინ...

ჩანგო: ...იმავე ქალაქში, იმავე სტადიონზე, 13 მაისს, „დინამომ“ მოიპოვა თასების თასი და ჩვენც გვინდოდა, 30 წლის შემდეგ გაგვემეორებინა იგივე, მაგრამ, არ გამოვიდა.


скачать dle 11.3