კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანიაკი ხოცავდა ქალებს და თვალებს სთხრიდა მათ


მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს, მოსკოვში რამდენიმე საზარელი მკვლელობა მოხდა. დახოცეს მაშინდელი კომუნისტური ელიტის წარმომადგენლები, მათი ბინები კი პირწმინდად გაძარცვეს.

პირველი მკვლელობა მალაია ბრონაიაზე მოხდა. მსხვერპლი ცნობილი რადიოინჟინრის, პეტრე კოლადკოს მეუღლე, 51 წლის ანა კოლადკო იყო.

მეორე მკვლელობა ვოროშილოვის გამზირზე მოხდა და მას ცნობილი მომღერლის, იური დუბინის და, 45 წლის ლიზა შეეწირა.

მესამე მკვლელობა კი ორჯონიკიძის ქუჩაზე მოხდა და ამჯერად ცნობილი მხატვრის, ანდრეი კრასნოვის 32 წლის ქალიშვილი, სვეტლანა მოკლეს.

სამივე მსხვერპლი გაუპატიურებული იყო, თვალები ჰქონდათ დათხრილი და სხეულზე მრავლობითი დამწვრობის კვალი აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, სამივე ბინიდან ყველა ძვირფასი ნივთი წაიღეს, ასევე, ფული და პატარა ზომის ანტიკვარული ნივთები.

საქმეებს პროკურატურა იძიებდა. მათ დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა და დანაშაულს თითქმის ერთსა და იმავე დროს სჩადიოდა – დღის 12-14 საათზე. ის დაუბრკოლებლად შედიოდა ბინებში და მაქსიმუმ, საათ-ნახევარში გაუპატიურებასაც ასწრებდა, სადისტურ მკვლელობასაც და ბინის პირწმინდად გაძარცვასაც.

თვენახევრიანი ძებნის შემდეგ, მილიციამ 35 წლის პავლე გონჩაროვი დააპატიმრა და მას ამ მკვლელობებში დასდო ბრალი. გონჩაროვი მოქანდაკე იყო. ის მოკლული სვეტლანა კრასნოვას მეგობარი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ გონჩაროვის წინააღმდეგ მილიციას და პროკურატურას, ფაქტობრივად, არანაირი სამხილი არ ჰქონდა, ის გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

გონჩაროვის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს მისი მუქარით სავსე წერილი სვეტლანას მიმართ, რომელიც მოკლულის ბინაში იპოვეს. ამ წერილში გონჩაროვი მოკვლით ემუქრებოდა ქალს, იმ შემთხვევაში, თუკი მას არ დაუბრუნდებოდა.

პავლე გონჩაროვს ზოლიანი ტანსაცმელი ჩააცვეს. შემდეგ ბუტირკის ციხის სარდაფში ჩაიყვანეს და სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან – ¹8 საკანში გამოამწყვდიეს.

გაქცევა

წესით, სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სიკვდილმისჯილს ერთი თვის განმავლობაში ხვრეტდნენ, თუმცა გონჩაროვის განაჩენის აღსრულება თითქმის სამ თვეს გაიწელა. მისმა ადვოკატმა ჯერ საკასაციო სარჩელი შეიტანა, ბოლოს კი – ბრეჟნევის სახელზე შეწყალების თხოვნა.



1970 წლის 19 აპრილს გონჩაროვს საბოლოოდ ეთქვა უარი სიცოცხლეზე, ხოლო 29 აპრილს კი ცვლაში მისულ ზედამხედველ ოლეგ პროტაპოვს ¹8 სიკვდილმისჯილთა საკანი ცარიელი დახვდა. პროტაპოვმა მორიგეობა ვინმე ივანე ლოჟკინისგან დილის 8 საათზე ჩაიბარა და „კარმუშკაში“ რომ შეიხედა, სიკვდილმისჯილის საწოლი საეჭვოდ მოეჩვენა. ამიტომ, ჯერ სპეცბადრაგი გამოიძახა, შემდეგ კი საკანში შევიდა და აღმოაჩინა, რომ პატიმრის ნაცვლად საწოლზე მუთაქა იდო და ზედ საბანი ჰქონდა წაფარებული.

გაქცეულზე ძებნა გამოცხადდა. ციხის უფროსმა კი ლოჟკინი დაიბარა, რომელიც დააპატიმრეს. მან დაკითხვაზე თქვა:

– ღამე კირა ოსიპოვა დარჩა ჩემთან და ჩვენ დავლიეთ. შემდეგ ჩამეძინა და როცა გავიღვიძე, კირა უკვე წასული იყო.

ოპერატიულმა თანამშრომლებმა კირას ბინაზე მიაკითხეს, მაგრამ იქ ვერ აღმოაჩინეს. მის კვალს ვერც მის უახლოეს ნათესავებთან მიაგნეს. აშკარა იყო, რომ სიკვდილმისჯილი პატიმარი და ციხის ზედამხედველი ერთად გაიქცნენ.

საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში გაქცეულთა სურათები გაამრავლეს და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში გამოაკრეს. მათ მთელი საბჭოთა მილიცია ეძებდა.

მკვლელობები თბილისში

სვეტლანა კრასნოვა 1969 წლის 15 ოქტომბერს მოკლეს. პავლე გონჩაროვი 1969 წლის 20 დეკემბერს დააპატიმრეს, ხოლო 1970 წლის 20 აპრილს ის ბუტირკის ციხიდან გაიქცა. ანუ, ბოლო საშინელი მკვლელობიდან გონჩაროვის გაქცევამდე, ექვს თვეზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში ანალოგიური მკვლელობა მოსკოვში არ მომხდარა. თუმცა, 1970 წლის 2 მაისს თბილისში, პლეხანოვზე, ერთ-ერთ სახლში 39 წლის კლავა სუვოროვა მოკლეს. სუვოროვა ზუსტად ისე იყო მოკლული, როგორც წინა სამი მსხვერპლი მოსკოვში. გაუპატიურებულ ქალს სხეულზე სიგარეტის ნამწვავისგან მიყენებული 87 იარა აღენიშნებოდა. თვალები კი დათხრილი ჰქონდა. სუვოროვა ერთ-ერთი ცნობილი ქართველი პროფესორის მოსამსახურე იყო და ეს მკვლელობა სწორედ პროფესორის ბინაში მოხდა. ბინა პირწმიდად იყო გაძარცვული. სხვა ნივთებთან ერთად პროფესორის დიდი ოქროს მედალიც წაეღოთ, რომელიც მას ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობისთვის გადასცეს.

ხუთი დღის შემდეგ, ანუ 7 მაისს, ანალოგიური მკვლელობა მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახლში. მოკლეს 41 წლის მოსამსახურე ქალი – ირინა ლოხოვა. ის ცნობილი მხატვრის ოჯახში მსახუროდა და მასაც უამრავი იარა ჰქონდა სხეულზე. გაუპატიურებული იყო და თვალები ჰქონდა დათხრილი.

ამ საზარელ მკვლელობებს გივი ქორქია იძიებდა. მან წინასწარი მოკვლევის მასალების ასლები მოსკოვში გადაგზავნა, რადგან იცოდა, რომ ანალოგიური დანაშაულის გამოძიება იქაც წარმოებდა. მეორე დღეს, თბილისში საბჭოთა გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, იური კარპოვი ჩამოვიდა. ის წინა სამ მკვლელობას იძიებდა და სწორედ მის გამო მიუსაჯეს გონჩაროვს დახვრეტა.

საგამოძიებო შეცდომა

თბილისში ჩამოსული კარპოვი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ თბილისური მკვლელობები მოსკოვურის გაგრძელება გახლდათ და მას გონჩაროვი სჩადიოდა. თუმცა, ეს მხოლოდ მის ვარაუდებს ეფუძნებოდა და რეალური ფაქტებით არ იყო გამყარებული.

კარპოვის მოსაზრებებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ქორქია, მან თავის მოსკოველ კოლეგას პირად საუბარში უთხრა:

– იური მარკოვიჩ, მე დეტალურად გავეცანი გონჩაროვის ძიების საქმეს და დავრწმუნდი, რომ ის უდანაშაულოა. მეტსაც გეტყვით, მოხარული ვარ, რომ ციხიდან გაიქცა და სიკვდილს გადაურჩა. ამით თქვენ დიდ ცოდვას აგარიდათ. ნუთუ, შეიძლება ადამიანის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ და მხოლოდ მუქარის წერილის გამო, რომელიც შესაძლოა, დიდი ემოციური დაძაბულობის დროს დაიწერა. გარდა ამისა, არც ექსპერტები ადასტურებენ მკვლელობაში მის მონაწილეობას და არც მისი ჩვენებები. თანაც, არც ერთი გატაცებული ნივთი არ არის ნაპოვნი.

იური კარპოვი უხმოდ უსმენდა თავის ახალგაზრდა კოლეგას. მან მშვენივრად იცოდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა, მაგრამ „ზევიდან“ დამნაშავის პოვნის ბრძანება ჰქონდა მიღებული და გონჩაროვი იმიტომაც დააპატიმრა და დაადანაშაულა მკვლელობებში.

აშკარა შეუსაბამობის მიუხედავად, კარპოვმა თბილისური მკვლელობებიც გონჩაროვს მიაწერა, ძველ საქმეებს კიდევ ორი ახალი მიუმატა და ისე დაბრუნდა მოსკოვში. მილიციის სპეციალური ქვედანაყოფებისთვის კი საგანგებო ბრძანება გაიცა – განსაკუთრებული საშიშროებიდან გამომდინარე, გონჩაროვი ადგილზე მოეკლათ.

სადაზღვევო აგენტი

საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული გივი ქორქია მიზანმიმართულად განაგრძობდა ძიებას და სჯეროდა, რომ მკვლელი კვლავ გამოჩნდებოდა და მართლაც, 1970 წლის 29 მაისს, პირველი მაისის მილიციის რაიონული განყოფილებიდან აცნობეს ერთი უცნაური ფაქტის შესახებ, რომელიც იმავე დღეს, 13 საათსა და 45 წუთზე მოხდა ერთ-ერთ ელიტურ საცხოვრებელ სახლში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

ერთ-ერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის მოსამსახურემ, 27 წლის ზოია მარკოვამ ქორქიას უამბო:

– ჩემი საქმრო ტოლიკა ბრუნსი ნამდვილი მუტრუკია და ისეთი ეჭვიანი, რომ „პოლის“ ჯოხზეც კი ეჭვიანობს ხოლმე. ჩემი „ხაზეინები“ სხვაგან გაემგზავრნენ, სახლში მარტო ვარ და ტოლიკაც გვერდიდან არ მშორდებოდა. ის იმავე ბინაში ცხოვრობს, სადაც მე ვმუშაობ და მთელი დღეები ჩემთანაა. დღეს განსაკუთრებულად ეჭვიანი იყო და მეუბნებოდა, ვიღაცას ელოდებიო. ამიტომ, გვერდიდან არ მომშორებია და სანამ მე ჩემი „ხაზეინების“ ძაღლს ვბანდი და ბინას ვალაგებდი, ის „ზალაში“ იჯდა და ეჭვის თვალით მიყურებდა. ზუსტად 13 საათსა და 45 წუთზე ვიღაცამ დარეკა. „აი, ხომ ვთქვი, ვიღაცას ელოდები-მეთქი“, – მითხრა ტოლიკამ და ჩემთან ერთად კართან აიტუზა. „ვინ ხარ-მეთქი, რომ ვკითხე“, – მამაკაცის ხმამ მიპასუხა: „სადაზღვევო აგენტიო“. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარი ტოლიკამ გააღო და შეცბუნებულ კაცს ყურში სწვდა. მისი ბინაში შეთრევა სცადა, მაგრამ იმ კაცმა მოულოდნელად, ალესილი ხანჯალი ამოაცურა და ტოლიკას ჯერ ხელში ჩაარტყა ორჯერ, შემდეგ მკერდში და გაიქცა“.

ტოლიკა ბრუნსი ღრმა ჭრილობებით საავადმყოფოში მიიყვანეს. ქორქიამ ისიც დაკითხა და საერთო ჩვენებების საფუძველზე, ფოტორობოტი შეადგინეს.

კინოლოგიურმა სამსახურმა მაშინვე ცხელი კვალის მიდევნება სცადა, მაგრამ კვალი ორასიოდე მეტრში, ტრასაზე წყდებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა.

დაკავება

„სადაზღვევო აგენტის“ ფოტორობოტი იმავე დღეს გადაამრავლეს. 3 ივნისს კი ამ აქციამ შედეგი გამოიღო. თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 35 წლის გერმან გოლიცკი დააპატიმრეს.

გოლიცკიმ ავტომატური შემნახველი საკნიდან ხაკისფერი ზურგჩანთა გამოიღო და გასასვლელისკენ გაემართა. ვაგზლის მორიგე მილიციელმა, 19 წლის პავლე კოკორაშვილმა ის საეჭოდ მიიჩნია, რადგან ძალიან წააგავდა ფოტორობოტზე აღბეჭდილ პიროვნებას და მისი დაკავება სცადა. კოკორაშვილმა უცნობს საბუთები მოსთხოვა, მაგრამ მისგან ჯერ მუშტი მიიღო ყბაში, შემდეგ მამაკაცმა მას ხანჯალი ჩაარტყა. მაგრამ, ახალგაზრდა მილიციელმა, რომელიც მხარში იყო დაჭრილი, დასტვენა მოასწრო. გაქცეული მამაკაცი მორიგე მილიციელებმა დააკავეს.

უცნობს გერმან გოლიცკის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. მისი ზურგჩანთა კი ფულით, ძვირფასი ნივთებითა და მოსკოვსა და თბილისში ჩადენილი მკვლელობების ადგილებიდან წამოღებული ნივთებით სავსე აღმოჩნდა.

გერმან გოლიცკი სინამდვილეში ყოფილი მილიციელი არტურ ბოზანჯიანი აღმოჩნდა. ის ჯერ მდიდრების ბინებს „ზვერავდა“ და როცა რწმუნდებოდა, რომ ბინაში მხოლოდ ქალი იყო, მაშინ, სადაზღვევო აგენტის სახელით, შედიოდა შიგ. ბოზანჯიანი ფსიქოპათი აღმოჩნდა. მსხვერპლისთვის სასტიკი მოპყრობა მას სიამოვნებას ანიჭებდა. სწორედ ამიტომ უწვავდა ის ქალებს სხეულს, ხოლო თვალებს კი იმიტომ თხრიდა, რომ ეშინოდა, მისი გამოსახულება გუგებზე არ აღბეჭდილიყო.

ბოზანჯიანი გაასამართლეს და იმავე ციხეში ჩასვეს, სადაც უდანაშაულო გონჩაროვი იჯდა. თუმცა, ბოზანჯიანმა გაქცევა ვეღარ მოახერხა და ის ბუტირკის ციხეში დახვრიტეს.

პავლე გონჩაროვი სისხლის სიმართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს, ხოლო კირა ოსიპოვს, პირობითად, 4 წელი მიუსაჯეს, რადგან დევნილობის პერიოდში გონჩაროვისგან ქალიშვილი გააჩინა.


скачать dle 11.3