რა მოხდა ამ დღეს
23 მაისი
1904 – ვენაში გაიხსნა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
1934 – ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეცოპერაციისას პოლიციელებმა მოკლეს ცნობილი განგსტერები: ბონი პარკერი და კლაიდ ბეროუ.
1963 – ფიდელ კასტროს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
24 მაისი
1830 – შტატ მერილენდში ამუშავდა პირველი რკინიგზა ამერიკის კონტინენტზე.
1844 – სამუელ მორზეს მოთავეობით გაიხსნა პირველი სატელეგრაფო ხაზი: ვაშინგტონი-ბალტიმორი.
1899 – ბოსტონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ფასიანი ავტოფარეხი.
1985 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მხატვრული ფილმი „რემბო – პირველი სისხლი“.
1995 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მხატვრული ფილმი „მამაცი გული“ მელ გიბსონის მონაწილეობით.
25 მაისი
1895 – ოსკარ უაილდი ჩასვეს ციხეში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით.
1953 – ჰიუსტონში მაუწყებლობა დაიწყო პირველმა კომერციულმა განმანათლებელმა ტელეარხმა.
1977 – ეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავეთის ომების “ პირველი ფილმი – ეპიზოდი მეოთხე.
26 მაისი
1896 – მეფედ ეკურთხა რუსეთის უკანასკნელი მონარქი – ნიკოლოზ მეორე.
1918 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკების მიერ.
1928 – „ფიფას“ სხდომაზე გადაწყდა ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება ყოველ 4 წელიწადში.
1977 – „ადამიანი – ბუზი“ – ჯონ უილინგი დაზღვევის გარეშე ავიდა 110-სართულიან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე (რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტისას დაინგრა).
27 მაისი
1328 – საფრანგეთში გაბატონდა ვალუას დინასტია.
1467 – შტატ მასაჩუსეტსში ჩამოახრჩეს პირველი „ალქაჯი“ – აჩა იანგი.
1900 – ბელგიაში ჩატარდა მსოფლიოში პირველი არჩევნები პროპორციული სისტემით.
1905 – ცუსიმას ბრძოლაში იაპონურმა ფლოტმა ადმირალ ტოგოს ხელმძღვანელობით გაანადგურა რუსული ფლოტი.
1921 – ავღანეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1930 – ამერიკელმა რიჩარდ დრიუმ დააპატენტა წებოვანი ლენტი – „სკოჩი“.
28 მაისი
1742 – ლონდონში გაიხსნა პირველი გადახურული საცურაო აუზი.
1871 – დაეცა პარიზის კომუნა.
1926 – პორტუგალიაში დამყარდა ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმი (1974 წლამდე).
1964 – იასირ არაფატმა დააარსა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია.
29 მაისი
1660 – ინგლისში 11-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა მონარქია. გამეფდა ჩარლზ მეორე.
1914 – წმიდა ლავრენტის ყურეში ჩაიძირა ბრიტანული ხომალდი, დაიღუპა 1 032 ადამიანი.
1953 – ედმუნდ ჰილარიმ და თანსინგ ნორვეიმ პირველებმა დაიპყრეს ჯომოლუნგმა.
1985 – ბრიუსელში, „ეიზელის“ სტადიონზე, ინგლისელი ფანების მიერ მოწყობილ ჩხუბში 39 ადამიანი დაიღუპა. ინგლისის გუნდებს რამდენიმე წლით აეკრძალათ ევროტურნირებში თამაში.