რომელ პერიოდში გწყალობთ ფორტუნა და როდის გაქვთ მოგების მეტი შანსი
მიუხედავად იმისა, რომ მოგებას ხშირად ახლავს წაგებაც, აზარტული თამაშები ბევრს უყვარს, ამიტომ ჯობია, გაარკვიოთ, თუ რომელ პერიოდში შეგიძლიათ იღბლიანად ფსონის დადება და ამით მოგების გაორმაგება. ამ ყოველივეს კი ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და მიუჯექით სათამაშო მაგიდას იმ პერიოდში, როცა ფორტუნა თქვენს მხარესაა.
ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, კერძოდ, ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის წარმატებების მისაღწევად კარგია შემდეგი პერიოდები:
ვერძებისთვის მოგების საუკეთესო თვეებია წლის განმავლობაში აპრილი და ივნისი.
ლომებისთვის სექტემბერი და დეკემბერი.
მშვილდოსნებისთვის ძალიან კარგი დროა აპრილი.
წაგების შესაძლებლობის პერიოდია: ვერძებისთვის – ოქტომბერი; ლომებისთვის – აგვისტო და მშვილდოსნებისთვის – ივლისი და დეკემბერი.
რაც შეეხება პარტნიორებს, ვერძებისთვის აზარტულ თამაშებში საუკეთესო პარტნიორია მშვილდოსანი; ლომებისთვის – ვერძი, ხოლო მშვილდოსნებისთვის – ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.
მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ცეცხლის სტიქიასთან შედარებით, ნაკლებად აზარტულები არიან და ერიდებიან კიდეც ასეთ თამაშებს.
კუროებისთვის აზარტული თამაშებისთვის კარგი პერიოდია მაისი და აგვისტო.
ქალწულებისთვის – ოქტომბერი, ხოლო თხის რქებისთვის – აპრილი.
რაც შეეხება წაგებას, კუროს წაგების მაღალი ალბათობა აქვს აპრილსა და დეკემბერში; ქალწულს სექტემბერსა და მაისში, ხოლო თხის რქებს დეკემბერსა და აგვისტოში. მათთვის კარგი პარტნიორები არიან: კუროსთვის – მშვილდოსანი, ქალწულისთვის ტყუპები, თხის რქებისთვის კი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.
ტყუპები, მერწყული და სასწორი ჰაერის სტიქიის ქვეშ არიან დაბადებულები. ისინი მეტ-ნაკლებად აზარტულ მოთამაშეებად მოიაზრებიან.
წარმატებების შესაძლებლობები აზარტულ თამაშებში, წლის განმავლობაში, ტყუპებს აქვთ ივლისსა და ნოემბერში, სასწორს – ნოემბერში, ხოლო მერწყულს – ივნისში.
რაც შეეხება წაგების ალბათობას, ასეთი პერიოდი ტყუპებისთვის არის ივნისი, სასწორებისთვის ოქტომბერი და მაისი, ხოლო მერწყულებისთვის – სექტემბერი.
საუკეთესო პარტნიორებად მოიაზრებიან აზარტულ თამაშებში: ტყუპებისთვის თხის რქა, სასწორებისთვის კურო, ხოლო მერწყულებისთვის – ქალწული.
წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულთა შორის მეტ-ნაკლებად აზარტულები არიან მორიელი და კირჩხიბი; თევზები – შედარებით ნაკლებად. თუ მათში ცეცხლის სტიქიაა მოჭარბებული, მაშინ აზარტი მეტად აქვთ გამძაფრებული.
მოგების შესაძლებლობები კირჩხიბს აქვს აგვისტოსა და ნოემბერში, მორიელს – დეკემბერში, ხოლო თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს – სექტემბერში.
მათთვის ამ კუთხით საუკეთესო პარტნიორები არიან: კირჩხიბებისთვის მერწყული, მორიელებისთვის ტყუპები, თევზებისთვის კი – სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.