კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალამი სიცოცხლის ბოლომდე

ამერიკაში გასაყიდად გამოვიდა ლითონის კალამი. საკანცელარიო საქონლის აბსოლუტურად ახალი ტიპი ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც და ფირმებისთვისაც.

ეს სიახლე, Inkless Motel Pen, კალმისა და ფანქრის ჰიბრიდია. ის ნამდვილად არ არის მარტივი: გაკეთებულია ტყვიისგან. როდესაც ეხება ქაღალდს, მისგან გამოიყოფა ძალიან პატარა ნაწილაკები და სწორედ ისინი ასრულებენ მელნის ან გრაფიტის ფუნქციას. ამავე დროს, არც კალამს და არც ფანქარს არ სჭირდება გათლა ან დატენვა – მეტალის ნაწილაკების ფენა, რომელიც წვერიდან იქერცლება, იმდენად მცირეა, რომ კალამი პატრონს იმდენ ხანს მოემსახურება, რამდენსაც იგი იცოცხლებს – თუნდაც 100 წელს.

ამას გარდა, ამ კალამს აქვს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მტკიცე კორპუსი. ახალი კალმის კიდევ ერთი განსაკუთრებულება არის ის, რომ არ იდღაბნება და შესანიშნავად იწერება როგორც მქრქალ, ისევე პრიალა ქაღალდზე.

კალმის სიგრძე 15,86 სანტიმეტრია, სისქე (დიამეტრი) – 0,95 სანტიმეტრი. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ის 27,95-დან 29,95 დოლარად იყიდება.

თუმცა, არის ერთი უხერხულობა: მისი ტყვიის წვერი ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ის, შეიძლება, პირში ჩაიდონ. მაგრამ, სიახლის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ, კალმის ნორმალური გამოყენების შემთხვევაში, ის სრულიად უსაფრთხოა.


скачать dle 11.3