კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს საოცრებათა ტოპ-ათეული, რომლებსაც გაქრობა ემუქრება

ტურისტულმა პორტალმა „ბუდგეთ თრაველმა“ შეადგინა სია იმ ღირსშესანიშნაობებისა, რომლებიც 2030 წლისთვის უკვე აღარ იქნება. დაღუპვის გარდაუვალობა მათთან მიიზიდავს ტურისტთა დამატებით რაოდენობას, რომელთაც სურვილი ექნებათ ნახონ დედამიწის ის საოცარი ადგილები, რომლებიც უკვე მათ სიცოცხლეშივე გაქრება.

1. ბელიზის ბარიერული რიფი უკვე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1998 წელს. მრავალ ადგილას დაკარგა მარჯნების 50 პროცენტი. რიფის შემადგენელი დარჩენილი მარჯნები კი გლობალური დათბობისა და ადამიანთა ზემოქმედების გამო თანდათან უფერულდება.

2. კონგოლეზის ქვაბული – მსოფლიოში ფართობით მეორე ჯუნგლების მასივი ამაზონის აუზის შემდეგ. გაეროს მონაცემებით, 2040 წელს უნიკალური ფლორისა და ფაუნის ორი მესამედი შეიძლება დაიკარგოს, თუ მიღებული არ იქნება ტყის მასივების დაუნდობელი გაჩეხვის აკრძალვის ეფექტური ზომები.

3. მკვდარი ზღვა – უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში მისი ფართობი სამჯერ შემცირდა, ხოლო მისი სიღრმე – 24 მეტრით. წყალი ამ ზღვაში მხოლოდ მდინარე იორდანეს ჩააქვს, მაგრამ მის ირგვლივ მდებარე ქვეყნები მდინარიდან სულ უფრო მეტ წყალს იღებენ. შედეგად 50 წლის შემდეგ ეს ზღვა გაქრება.

4. ევერგლეიდის ნაციონალური პარკი (ამერიკის შეერთებული შტატები, ფლორიდა) – ჭაობები, რომლებსაც მისი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკავია, ბინძურდება ირგვლივ მდებარე ფერმებისგან, აგრეთვე, უცხო ცოცხალი არსებების შემოსევებისგან. შედეგად პარკის ფართობი – ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრობს ფლორიდული პანტერა – 1900 წლიდან უკვე ორჯერ შემცირდა.

5. მადაგასკარი – თუ არ გადავარჩენთ ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეებს, 35 წლის შემდეგ ისინი მთლიანად გაიჩეხება და გადაიწვება, მათი მობინადრეები კი დაიხოცებიან.

6. მალდივის კუნძულები. თუ გლობალური დათბობა ასეთი ინტენსივობით გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან მხოლოდ 2 მეტრითაა ამოწეული, ძალიან დატბორილი აღმოჩნდება.

7. ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები. გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდიდან საიმპერატორო პინგვინების 80 პროცენტს გაქრობა ემუქრება, არქტიკაში კი ყინულის მასივების დნობა თეთრი დათვების განადგურებას გამოიწვევს.

8. ვეფხვების პოპულაცია, რომელთა ნახევარზე მეტი ინდოეთში ცხოვრობს, მთლიანად უკვე 12 წლის შემდეგ შეიძლება გაქრეს. სულ მსოფლიოში 3 200 ვეფხვი დარჩა, 1900 წლისთვის კი მათი რიცხვი 100 ათასს შეადგენდა.

9. ტახუამანუს ჯუნგლები (პერუ). პროვინცია მადრე დე დიოსში თითქმის მსოფლიოში უკანასკნელი წითელი ხის მარაგია. მისგან მზადდება ძვირფასი ავეჯი, რომელიც მილიონობით დოლარი ღირს. აქ ტყის მასივები უკანონო ჭრის გამო ნადგურდება.

10. მდინარე იანცზის აუზი. მრავალმა დამკვირვებელმა, მათ შორის ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა, უკვე აღიარეს, რომ ეს ბუნებრივი რეგიონიც, ტყის მასივების ჭრის გამო, განადგურების პირასაა მისული.


скачать dle 11.3