კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზესაიდუმლო ობიექტი, დაკარგული კონუსი და ძვირფასი ჯართი

საბჭოთა ჯარში რომ საშინელი „ბარდაკი“ იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ასეთი სიტუაცია ტრიალებდა უკლებლივ ყველა სამხედრო ნაწილში.

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში კაპიტნის ჩინი მომანიჭეს და ყაზახეთის სტეპებში, კოსმოდრომ „ბაიკანურზე“ გამამწესეს, სადაც ზესაიდუმლო სამხედრო ცდები მიმდინარეობდა. პროფესიით ზურგის მომარაგების სპეციალისტი ვარ და კოსმოდრომის საკვებით უზრუნველყოფა მევალებოდა.

ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, „ბაიკანურის“ ყველა აკრძალულ ზონაში შესვლის უფლება მქონდა და, ამიტომ, უკლებლივ ყველა გასაიდუმლოებულ თანამშრომელს კარგად ვიცნობდი. ისინიც კარგად მიცნობდნენ და ჩემი თანდასწრებით საუბარს დიდად არ ერიდებოდნენ.

ერთხელ ძალიან მწვავე საუბრის მოწმე გავხდი. „ბაიკანურის“ სამხედრო-საცდელი პროექტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ საველიევი, უსაფრთხოების უფროსს, გენერალ-მაიორ ვიქტორ მაკაროვს ეუბნებოდა:

– წარმოუდგენელია, მაკაროვ, რომ ზესაიდუმლო ობიექტიდან, რომელსაც შვიდი უსაფრთხოების რკალი აკრავს, უახლესი სამხედრო-საცდელი რაკეტიდან მთავარი გამშვები დანადგარი დაიკარგოს. ასანთის კოლოფი რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ, ორმოცდაათკილოგრამიანი მოწყობილობა სად უნდა გამქრალიყო?

როგორც მივხვდი, ეს გამშვები მოწყობილობა კონუსის ფორმის იყო, ორმოცდაათ კილოგრამს იწონიდა და მის გარეშე რაკეტა ჰაერში ვერ აიჭრებოდა.

მართლაც, საოცარი იყო, ვინც ჩაიდინა ეს, როგორ მოახერხა ან რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთი რამ, მით უმეტეს, რომ უახლოესი დასახლება 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და მას კრასნოიურტინსკი ერქვა. იქ მე კვირაში ერთხელ მივდიოდი და იქაურ ბაზარში პირადად ჩემთვის ვყიდულობდი პროდუქტს.

უსაფრთხოების უფროსმა მაკაროვმა მთელი „ბაიკანური“ თავდაყირა დააყენა, მაგრამ საცდელი რაკეტიდან წაღებული კონუსისებური გამშვები ვერსად აღმოაჩინა. სიტუაცია დაიძაბა. მოსკოვიდან მთავარი კონსტრუქტორი და მთავრობის მაღალჩინოსნები უნდა ჩამოსულიყვნენ საცდელ გაშვებაზე დასასწრებად, მაგრამ, კონუსის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

რაკეტის გაშვებამდე სამი დღით ადრე კრასნოიურტინსკში ჩავედი, შემდეგ ბაზარში პროდუქტები შევიძინე და ჰასან-ბეის ჩაიხანაში შევიარე ჩაისა და კუმისის დასალევად. ჰასან-ბეის ჩაიხანას ფანჯრები ჯართით სავსე ეზოში გადიოდა – ბეი ჯართსაც აგროვებდა და სადღაც აბარებდა. სანამ შეკვეთას ველოდებოდი, ეზოში ვიყურებოდი და ჯართის გროვაში ოქროსფრად მბზინავი, კონუსისებური ნივთი შევნიშნე. ეჭვმა შემიპყრო და ჰასან-ბეის ვკითხე:

– ეს ოქროსფერი რკინა რა არის?

– ჯართია, – მიპასუხა ბეიმ, – ბაქოელმა ჰასანოვმა მოიტანა და მე მას ჩაი და ნასი მივეცი (ნასი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომელსაც ენის ქვეშ იდებენ და ისე ბრუვდებიან).

ყველაფერი ნათელი იყო: ყურბან ჰასანოვი მძღოლად მუშაობდა „ბაიკანურზე“ და გენერალ მაკაროვს ატარებდა. ამიტომ მოახერხა მან რაკეტის ნაწილის ასე უკონტროლოდ გატანა აკრძალული ზონიდან, მაგრამ, საინტერესო ის იყო, როგორ მოხსნა მან ის რაკეტიდან...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს კონუსი ჰასან-ბეისგან 20 მანეთად შევიძინე და პირდაპირ ოლეგ საველიევს მივუტანე. როცა მან გაიგო, რომ ეს მოწყობილობა ჩაისა და ნასში იყო გაცვლილი და ჯართში ეგდო, მისი ღრიალი ცას მისწვდა. როგორც გაირკვა, – გამშვები ზუსტად 53 კილოგრამს იწონიდა, აქედან 41 კილოგრამი ოქრო იყო, 12 კილოგრამი კი – პლატინა.

გენერალი მაკაროვი და მისი ბაქოელი მძღოლი არ დაუსჯიათ, რადგან ამ ამბის გახმაურებას მოერიდნენ, მაგრამ ისინი „ბაიკანურს“ მოაშორეს და სხვაგან გადაიყვანეს.

პოლკოვნიკ ანზორ ჯანაშიას

ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3