კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვანმა გაზეთში სამსახურის შესახებ განცხადება წაიკითხა‚ თბილისში ჩამოვიდა და განცხადებაში მითითებულ მისამართზე მივიდა. ფოიეში შევიდა‚ დგას ლიფტთან დაბნეული‚ ხელში გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი უჭირავს. შენიშნა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ჰკითხა:

– შემიძლია‚ დაგეხმაროთ?

სვანმა ფურცელზე მიანიშნა:

– რა ვიცი‚ აქ წერია, მეოთხე სართულზე‚ მარჯვნივო და აქ კიდე კნოპკები მარტო ზევით-ქვევით აქვს.

***

საადვოკატო ბიუროში ახალგაზრდა ლამაზი ქალი შევიდა და პირველივე მაგიდასთან მჯდარ ადვოკატს მიუახლოვდა.

– ერთი საკითხის გარკვევა მინდა‚ თუ შეიძლება.

– დაბრძანდით‚ გისმენთ...

– მართალია‚ რომ გაყრის შემდეგ ცოლს შეუძლია ქმრის ქონების ნახევარი მიიღოს?

– თუ ყველა საბუთს ჭკვიანურად გააკეთებთ‚ რა თქმა უნდა. შემიძლია დაგეხმაროთ‚ თქვენ ქმარს ეყრებით? – დაინტერესდა ადვოკატი.

– ჯერ არა‚ მაგრამ, ხომ უნდა ვიპოვო შესაფერისი კანდიდატურა?!

***

– გავიგე‚ კახას მიჰყვები ცოლად?

– მართალია‚ ორ კვირაში ქორწილი გვაქვს.

– ასეც ვიცოდი. მე რომ მივატოვე‚ მითხრა‚ არ წახვიდე‚ თორემ ძალიან დიდ სისულელეს ჩავიდენო...

***

სტუდენტი საპროფესოროში შედის:

– კეთილო მასწავლებლებო! მატრიკული დავკარგე‚ აღარც ერთი შეფასება არ მაქვს... დამიწერეთ ნიშნები‚ ვისაც რა შეგიძლიათ‚ ძალიან გთხოვთ‚ კეთილო მასწავლებლებო!..

***

– რას ნიშნავს მამაკაცისთვის სიმელოტე?

– ეს მის სექსუალურ ტემპერამენტზე მიუთითებს. რაც ნაკლები თმა აქვს მამაკაცს წინ‚ მით უფრო ტემპერამენტიანია. თუ მამაკაცს თმა კეფაზე არ აქვს‚ მაშინ – არც ისე.

– ეს როგორ?

– მამაკაცს თმა წინ სცვივა იმიტომ, რომ ქალები შუბლზე აჭერენ ხელს და იშორებენ – გეყოფა‚ გეყოფაო; თუ უკან – კეფით იზიდავენ: მიდი‚ მიდიო...

***

პედიატრიის ფაკულტეტის სტუდენტი გამოცდას აბარებს სპეციალობაში. კარგად არის მომზადებული, მაგრამ, ერთ შეკითხვაზე მაინც გაიჭედა: „დაასახელეთ დედის რძის 4 უპირატესობა ბავშვის ხელოვნურ საკვებთან შედარებით“.

ბიჭმა სამი პასუხი სწრაფად ჩამოწერა: 1. არ მოითხოვს მომზადებას; 2. არასოდეს ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას‚ პირიქით‚ უმაღლებს იმუნიტეტს; 3. დედას ყოველთვის თან აქვს‚ სადაც კი მისი საჭიროებაა... და ვერაფრით მოიფიქრა მეოთხე‚ თავში არაფერი მოსდის. ამ დროს მის გვერდით მჯდომი გოგონა წამოდგა ნამუშევრის ჩასაბარებლად... ბიჭს სახე გაუნათდა და სასწრაფოდ მიაწერა: 4. მოთავსებულია ძალიან მიმზიდველ, სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში‚ ლამაზი შეფუთვით.

***

კლინიკაში ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს‚ ორივე აღელვებული:

– პირდაპირ, გადამრია ამ ექიმმა. გაღიზიანებული კანისთვის მალამო გამომიწერა‚ ვთხოვე‚ დამამშვიდებელიც გამომიწერე‚ ქავილი ნერვებზე მოქმედებს‚ ძალიან მაღიზიანებს-მეთქი და უარი მითხრა: არა‚ შენ მოსაფხანად სიმშვიდე კი არა ენერგია გჭირდებაო.

– მე კი სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. „ვიაგრის“ გამოწერა ვთხოვე. კი გამომიწერა‚ მაგრამ მითხრა: ეს იგივეა‚ ხომალდზე‚ რომელიც, საცაა ბოლომდე ჩაიძირება‚ ახალი დროშა აღმართოო...

***

ის ისეთი ზარმაცი იყო‚ როცა გარდაიცვალა, მის საფლავზე დააწერეს: „გააგრძელე ძილი მშვიდად“.

***

როდესაც ჩემგან ცოლი წავიდა‚ საშინელი სიცარიელე ვიგრძენი: დაცარიელდა საძინებელი‚ მისაღები‚ სამზარეულო – მაცივარი და გაზქურაც კი წაიღო...

***

– მარო‚ მოახსენე სასამართლოს‚ რაში ადანაშაულებ შენს მეზობელ მიტუას.

– პატივცემულო მოსამართლევ‚ ყოველთვის‚ როცა კი მხვდება‚ ბინძურ მინიშნებებს და უხამს ჟესტებს მიკეთებს...

– სულ ეს არის?

– არა‚ რა თქმა უნდა‚ არასდროს არ შეუსრულებია...

***

– იცი‚ ახალმა თანამშრომელმა დაბადების დღეზე რესტორანში დაგვპატიჟა. ვიფიქრე, იმ ძველი კაბით ხომ არ წამოხვიდოდი და...

– ო‚ ნუთუ სიურპრიზი გამიკეთე...

– რა ვიცი‚ როგორ გითხრა... ვუთხარი‚ რომ მარტო მივიდოდი და ჩემთვის მხოლოდ ერთი ადგილი გაეთვალისწინებინა.

***

მამაკაცს რამდენიმე პერიოდი აქვს‚ როდესაც ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამენ:

20 წლის განმავლობაში‚ ანუ ცოლის მოყვანამდე – დედა;

40 წლის განმავლობაში‚ ანუ სიკვდილამდე – ცოლი;

სიკვდილის შემდეგ‚ კუბოში ჩასვენებულს – ყველა:

– სად მიდიხარ?!

***

– ბავშვებო‚ აბა‚ ვინ მეტყვის‚ რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი?

– ძაღლი. ის ადამიანზე ჭკვიანიც არის.

– რატომ ფიქრობ ასე?

– როცა ჩემს ძაღლს ველაპარაკები‚ ყველაფერი ესმის‚ როცა ის მელაპარაკება‚ მე ვერაფერს ვიგებ.



***

მას შემდეგ‚ რაც ექიმმა უშვილობის საშინელი დიაგნოზი დაუსვა‚ ისე დაიბნა‚ რომ არ იცოდა‚ როგორ აეხსნა ეს მისი ფეხმძიმე ცოლისთვის.

***

მიხოს დედას ტყუპები შეეძინა. მამამ გააფრთხილა‚ მასწავლებელს უთხარი‚ რომ ერთი კვირა არ ივლი. სკოლიდან დაბრუნებულს მამა ეკითხება:

– რაო‚ რა გითხრა მასწავლებელმა?

– კარგი‚ საპატიოდ ჩაგითვლიო და ყველას მოგვილოცა ბავშვის დაბადება.

– კი მაგრამ‚ რატომ არ უთხარი‚ რომ ორი ბავშვია?

– მეორე შემდეგი კვირისთვის შევინახე.

***

– სად იყავი ამ გაგანია სამუშაო საათებში?

– სუ‚ სხვამ არ გაიგონოს‚ სექს-შოპში‚ ვიბრატორი ვიყიდე‚ გარანტიით...

– ეგ რას ნიშნავს?

– იმ კაცმა მითხრა‚ თუ რამე პრობლემა შეგექმნა‚ ან გატყდა‚ მე მოვალ და ყველაფერს თვითონ გაგიკეთებო...

***

– წარმოგიდგენია? ბოლოს და ბოლოს‚ ექვსი წლის შემდეგ, ჩემმა შეყვარებულმა ქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა.

– მართლა? და რა გითხრა?

– დაქორწინებული ვარ და ორი შვილიც მყავსო.


скачать dle 11.3