კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კიკნაძე

ძალიან ცნობილი და გავრცელებული საგვარეულოა.

კიკნაძეები იყვნენ აზნაურები. ჩანან იმერეთში. მათი გვარი გამრავლდა კიკირონიდან და იწოდნენ კიკნაძეებად. შეტანილნი არიან გეორგიევსკის ტრაქტატის სიაშიც, როგორც აზნაურები.

მართებული არ არის, როცა ფუძედ იღებენ კიკნა-ს. კიკნა პატარას ნიშნავს.

კიკნაძეთა შტო-გვარებია: შაქარაშვილი, ხახულაშვილი, ხოსიაშვილი, ბიჭიაშვილი, ბუღელაშვილი.

„კიკნაძე, დოროთეოს კათალიკოსმა, სოფელ ნიტრიაში მცხოვრები აზნაური, შესწირა ნიტრიის ეკლესიას”. (1589-1600 წლები).

მეჩვიდმეტე საუკუნეში გვხვდება გვარი კიკნაშვილიც.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში 1 962, ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603. არიან სხვაგანაც.

ხოჯაბეგიშვილი – ხოჯოვანიშვილი – ხოჯაბეგოვი

გვარი შედგენილ-ნაწარმოებია ორმაგი ძირით, სიტყვებით – ხოჯა და ბეგი. უცხოურობის (არაქართველობის) ელფერს სძენს ისიც, რომ სუფიქსად გამოყენებულია არა შვილი და ძე, არამედ რუსული ფორმანტი – ოვი.

ქართული გვარების ოვი-თა და იევ-ით გაწყობის პრაქტიკა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. მეფე ერეკლე მეორის დროს, აქედან წაღებული ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია რუსულად ასეთნაირად გადაასხვაფერეს და შეცვალეს: აბაშიძე ჩაწერეს აბაშიცე, აბაშიზე; ბაგრატიონ-დავითაშვილი – ბაგრატიონ-დავიდოვი; თუშიშვილი გახადეს დუშიევი; ხიდირბეგიშვილი (იგივე ამილახვარი) გახდა ხიდირბეგოვი; ხიდირბეკოვი; შალბელიქიშვილი გახდა შალბელიკოვი. ასევე, დაემართა ქართულ გვარს – ხოჯაბეგიშვილს.

ფუძით ხოჯა გვაქვს გვარები: ხოჯავა, (მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი), გვხვდება ხოჯი საკუთარ სახელადაც, ხოჯაშვილი, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი, ხოჯივანიშვილი (გადმოცემით, ამ უკანასკნელის გვარეულობის წინაპარი ივანე მასწავლებელი ყოფილა). მესხეთში თურქთა ბატონობის დროს მას ხოჯა ივანას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ხოჯაბეგოვი დღეს მცირერიცხოვანი გვარია – საქართველოში მხოლოდ 20 სული ცხოვრობს. ისინი წმინდა წყლის ქართველები არიან და არაფერი აქვთ საერთო სხვა ეროვნების ხალხთან.

კერესელიძე

ილია მაისურაძემ, წიგნში „ქართული გვარ-სახელები,” მოგვცა ასეთი ინფორმაცია: „კერესელიძე, ალისუბანი, თერჯოლის რაიონი, ბოყვა (ონის რაიონი), ლანჩხუთის რაიონი და სხვაგანაცაა გავრცელებული.”

გვარის წარმოშობის ფუძედ მიჩნეულია კერა; კერა საკუთარ სახელადაცაა ქცეული.

1840 წლის აღწერით, კერესელიძეები რაჭაში მოიხსენიებიან შემდეგ სოფლებში: ბარი, ბოყვა, გორი, კრიხი, პიპილეთი, სადბელი, ფარავნე, ქვედა შავრა, ღადიში, ბარდომეთი, წესი. ბარსა და პიპილეთში იყვნენ სახელმწიფო გლეხები; ბოყვაში, გორში, კრიხში, ღადიშსა და ბარდომეთში კი – საბატონო გლეხები. ასევე, ფარავნეში და სადბელში – საეკლესიო გლეხები.

1995 წლის ვაუჩერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 053 კერესელიძე: თბილისში – 1 501, ამბროლაურში – 237, გორში – 166. არიან სხვაგანაც.

ქაფიანიძე – ქაფიაშვილი

გვარში ფუძეა ქაფი, რომლის შესახებაც სულხან-საბას „სიტყვის კონაში” უწერია: „ქაფი სხვათა ენაა, ქართულად პერი ჰქვიან”... „ქაფი იგივეა, რაც ჯავშანთ სამხარიღლიე.”

ქაფიაშვილი და ქაფიანიძე ერთსა და იმავე გვარადაა დაფიქსირებული მკლევარ ილია მაისურაძის წიგნში „ქართული გვარ-სახელები.”

ქაფიანიძე რაჭული გვარია. ცხოვრობენ სოფელ სხიერსა და ძეგლევში, ასევე, ნაკიეთში.

შესაბამისი სამმართველოს ჩინოვნიკებს, როგორც ჩანს, ასო ქ-ს ნაცვლად, უფრო რუსულის გავლენით, ასო კ ჩაუწერიათ და კაპიანიძე გაუხდიათ. მსგავსი შეცდომები ხშირად გვხვდება ისტორიულ საბუთებში.

საქართველოში 575 ქაფიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 283, ადიგენში – 55, ყვარელში – 47. არიან სხვაგანაც.

172 ქაფიაშვილი: თბილისში – 62, დუშეთში – 58, მცხეთაში – 44. არიან სხვაგანაც.

შერგელაშვილი

გვარის ფუძე – შერგილ-შერგირ – ირანული წარმოშობის სახელებში გვხვდება. ის „ლომის დამჭერს” ნიშნავს. ამ სახელს ატარებდნენ როგორც ქართველები, ისე ირანელებიც.

გვარი გვხვდება ორი ფორმით: შერგელაშვილი და შერგილაშვილი.

1840-იან წლებში შერგელაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ზოვრეთში, შერგილაშვილები კი – ზეციხეში, თავასაში, მიროწმიდაში, საზანოში, სანახშირეში და ასე შემდეგ.

საქართველოში 640 შერგელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 164, თბილისში – 162, ხარაგაულში – 82. არიან სხვაგანაც.

175 შერგილაშვილი: თბილისში – 39, დუშეთში – 5, ქუთაისში – 2. არიან სხვაგანაც.

ალბუთაშვილი

გვარის წინაპრები ძველისძველი ფხოვის ერთ-ერთ იმ შტოს ეკუთვნოდნენ, ბორბალოს მთის იქით, მდინარე არღუნის უკიდურესი სამხრეთით, უკანა ფშავიდან მათურის ხევისა და ხოსარის მთის გადავლით, ივრის ხეობიდან ტბათანას გასწვრივ რომ სახლობდა.

აქაურებს „გლეხებს“ ეძახდნენ, რაც ქართულად სამხრეთელს, მზისმხარელს ნიშნავს. სარწმუნოებრივად, გლეხები, ისევე, როგორც იქ მცხოვრები ტომები – თუშები, მთიულები, ფშაველები, ხევსურები – წარმართები იყვნენ.

მათი პირველი სალოცავი წმიდა გიორგი ყოფილა, ამავე დროს, ჰქონიათ საგვარეულო კულტებიც, რაც ადასტურებს მათ კერპთაყვანისმცემლობას. ლოცულობდნენ: კარატეს, დამასტეს, იახსარსა და ხახმატს, ლაშარის ჯვარს. შემდეგ, შამილის ცნობილი ლაშქრობის დროს, ეს ადგილები თანდათანობით დაიცალა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ეკლესია, კედელზე ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრით და სამარხები. შემდგომ, პოლიტიკურ ვითარებათა ცვალებადობას მოჰყვა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. აშენდა ციხე-კოშკები არღუნის დაყოლებაზე; თამარ მეფის დროს ჩნდება დედაციხე. მას ქართველი მეციხოვნეები იცავდნენ. ითუმყალიდან 5 კილომეტრში დღესაც დგას თამარის ციხე.

ალბუთაშვილების გვარის ხალხი ჩანს დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებში.

დადგინდა, რომ ალბუთაშვილები სასულიერო პირებიც იყვნენ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, თელავში ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი და მკვლევარი, შემდგომში კი სასულიერო პირი, მათე ალბუთაშვილი, პანკისის ხეობის მოსახლეობის ისტორიის, გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ მასალების უბადლო მცოდნე, რომელიც შემდგომ ხეობის, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. მისი წყალობით აღდგა პანკისის ხეობაში ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

საქართველოში 280 ალბუთაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 63, თბილისში – 62, დუშეთში – 53. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით.


скачать dle 11.3