კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ საქართველოდან სანკტ-პეტერბურგში და რა მიზეზით დაიკარგა კავშირი ნათესავებს შორის

28 წლის თემურ ნოდარის ძე ჯაბანიშვილი ეძებს 54 წლის ლუბა ივანეს ასულ ქავთარაძეს.

ისტორია: ვეძებ დეიდას – 54 წლის ლუბა ივანეს ასულ ქავთარაძეს. ლუბა საქართველოში, თიანეთის რაიონში დაიბადა. დაახლოებით 1 წლის იყო, როცა დედამისმა რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა. ის ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდა. ბოლოს ლუბა 1990 წელს ვნახეთ, 1997 წლიდან კი დეიდასთან ყოველგვარი კავშირი შეწყდა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინოთ დეიდა, რადგან დედაჩემს მის გარდა სხვა დედმამიშვილი აღარ ჰყავს.

– რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთი და როგორ მოხდა, რომ დეიდაშენი რუსეთშია, თქვენ კი – საქართველოში?

– ბაბუაჩემი, ანუ დედაჩემის მამა, რუსეთში მსახურობდა, სადაც გაიცნო ლუბას დედა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, ბაბუამ ის ქალი საქართველოში ჩამოიყვანა და ცოლად შეირთო. მათ გაუჩნდათ შვილი – ლუბა. ეს მოხდა 1957 წელს, თიანეთის რაიონში. შემდგომ, როგორც ვიცი, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და ლუბას დედამ პატარა ლუბა რუსეთში, თავის ქვეყანაში წაიყვანა. იმ დროს ლუბა დაახლოებით 1 წლის იქნებოდა. ბაბუამ მეორედ იქორწინა და ეყოლა დედაჩემი, ანუ ლუბა და დედა ნახევარდები არიან, მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. საქმე ისაა, რომ ბაბუასა და ლუბას დედის დაშორების შემდეგ ლუბასთან კონტაქტი არ შეწყვეტილა – ბაბუა ხშირად აკითხავდა შვილს და ლუბაც, ბავშვობიდან სულ ჩამოდიოდა საქართველოში. ბაბუას მეორე ოჯახმაც ის დიდი სიყვარულით მიიღო. ბებიაჩემს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია მეუღლისთვის პირველ ოჯახთან ურთიერთობის გაგრძელებაში, ასევე გაიზარდა დედაჩემიც – ლუბა მისთვის ყოველთვის ერთადერთი და საყვარელი და იყო და ისიც ჩასულა ლუბასთან სანკტ-პეტერბურგში სტუმრად. ჩვენთან კი ლუბა ბოლოს ზუსტად 1990 წელს იყო ჩამოსული თავის მეუღლესთან, ივანესთან ერთად, ერთი კვირით, შემდეგ კი ისევ რუსეთში წავიდნენ. დეიდას ჰყავს შვილი – ლევანი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 33 წლის უნდა იყოს. ბოლოჯერ ლუბამ 1997 წელს დაგვირეკა თიანეთის სახლის ტელეფონზე და გვითხრა, რომ დედა გარდაეცვალა, რომ მისი შვილი, ლევანი, მოსკოვში ცხოვრობდა, თვითონ კი – ლენინგრადში. ამის შემდეგ მას არც ერთხელ აღარ დაურეკავს. ლუბასთან დაკავშირების ჩვენი ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა – ტელეფონის ნომრები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩანს, მოძველებულია და არავინ პასუხობს. ყველანაირად ვცადეთ მისი მოძებნა, მაგრამ, უშედეგოდ. დედაჩემს ლუბა ძალიან ენატრება და, ბუნებრივია, უნდა დასთან დაკავშირება.

– შენი აზრით, რა არის თქვენ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი, თვითონ ლუბა რატომ აღარ გიკავშირდებათ?

– სამწუხაროდ, ლუბას უფრო აქტიური ძებნისთვის საგულისხმო ინფორმაცია მისი მეუღლის გვარიცაა, რომელიც არ ვიცით – არ გვახსოვს. შეიძლება, ის მეუღლის გვარზეც არის, თუმცა, ვიცი, ბოლოს ბაბუაჩემის გვარს – ქავთარაძეს ატარებდა. ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ლუბა ქავთარაძის გვარით უნდა მოვძებნოთ. თავად ლუბას ყოველთვის უნდოდა ჩვენთან ურთიერთობა და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც გვეძებს და, რომ ვერ გვიკავშირდება, ალბათ, იმის ბრალია, რომ მან დაკარგა ჩვენი საკონტაქტო ტელეფონი, ჩამოსვლას კი რაღაც მიზეზით ვერ ახერხებს. უკვე წლებია, რაც მასთან კავშირი არ გვქონია და არ ვიცით, რა მოხდა მის ცხოვრებაში. არ მგონია, რომ ლუბა სანკტ-პეტერბურგიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. ჩვენ პირადად ვერ დავდივართ რუსეთში – მოგეხსენებათ, დღესდღეობით რა მძიმე სიტუაციაა რუსეთ-საქართველოს შორის, ვიზებსაც ასე ადვილად არ იძლევიან და ქართველისთვის იქ ჩასვლა პრობლემა გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ დეიდაჩემსაც აქვს ჩვენთან დაკავშირების დიდი სურვილი, მაგრამ თუ მან ჩვენი ტელეფონის ნომერი დაკარგა, ისიც ვერ გვიპოვის.

– დედაშენს თავის ნახევარდასთან ყოველთვის ასეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდა?

– დიახ, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ძალიან თბილად და კარგად ურთიერთობდნენ, როცა ლუბა საქართველოში ჩამოდიოდა, ყოველთვის ჩვენთან ჩერდებოდა. ძალიან გვინდა მისი პოვნა და იმის გაგება, როგორ არის ის ამჟამად და, ცხადია, მისი ნახვაც ძალიან გვინდა.

– მისი პოვნის შემთხვევაში, სად და როგორ აპირებთ შეხვედრას?

– თუ ღმერთმა ისურვა და ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით, სავარაუდოდ, ისევ საქართველოში დავპატიჟებთ დეიდას თავის შვილთან ერთად; თუკი შევძლებთ, ჩვენც ჩავალთ, მთავარია, ვიპოვოთ ერთმანეთი.


скачать dle 11.3