კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერიას დღიურებიდან

ის, რომ ლავრენტი ბერიას დღიურების პუბლიკაცია ოცდამეერთე საუკუნის მთავარი ისტორიული სენსაციაა, რუსეთში ყველა აღიარებს – მისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც: კომუნისტები, ანტიკომუნისტები, ლიბერალები... ყველა. მიზეზი მარტივია, ამ ჩანაწერებს თავისი ისტორია აქვს. რომელიც საიდუმლოებითაა მოცული. ვიცით მხოლოდ ის, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან ბრძანება გასცა აღნიშნული ჩანაწერების აღმოჩენისა და განადგურების შესახებ. თუმცა, ალბათ, მისი განკარგულებები შესრულების სიზუსტით ვერ გამოირჩეოდა.

1941 წლის 5 მაისი

ველაპარაკე ჟდანოვს. ანდრეი მეუბნება, კობა ყოყმანობს, ეჭვი ეპარება, რომ ომი დაიწყება, ამბობს, ჰიტლერისთვის ეს დიდი რისკი იქნება და გერმანელები ასეთ შეცდომას ას დაუშვებენო. მე ვუთხარი ანდრეის, ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ კონკრეტული ინფორმაციები მაქვს, სამხედროც და აგენტურულიც. განსაკუთრებით საზღვრებიდან, შეუძლებელია, არმიების გადაადგილება შემთხვევითი იყოს. გარდა ამისა, გერმანელები ხის ხიდებს ცვლიან რკინის ხიდებით. რატომ, დეზინფორმაციისთვის? შეუძლებელია, ისინი სერიოზულად ემზადებიან. ჟდანოვი ამბობს, ჩვენი სამხედროებიც ფიქრობენ, რომ გერმანელები ვერ გაბედავენო. შენს ცნობებზე კი სტალინმა თავი გააქნია და თქვა: ცუდია, გერმანელებს უნდა დაველაპარაკოთო.

1941 წლის 6 სექტემბერი

მძიმე ომი მძვინვარებს. მიკიტამ (ნიკიტა ხრუშჩოვი) ყურებამდე ჩაისვარა. ახლა იქიდან გვპირდება, რომ ყველანი დაიხოცებიან და კიევს მტერს არ ჩააბარებენ. შენი სიკვდილი ვის სჭირდება, კიევს ნუ ჩააბარებ და იცოცხლე, რამდენიც გინდა, მაგრამ დურაკია. ეს რა ქნა, რა ქნა?!

1941 წლის 27 სექტემბერი

საქართველოს მთებში დაისვენებდა კაცი. დავანებებდი ყველაფერს თავს და გავფრინდებოდი, მაგრამ როგორ? შეუძლებელია, აუხდენელი ოცნებაა. ჩემი სხეულის ყველაზე მუშა ადგილები ახლა ენა, ყურები და უკანალია. ლავრენტი აქ, ლავრენტი იქ. ამხანაგო ბერია, საჭიროა! ამხანაგო ბერია, დაუყოვნებლივ! როდემდე, ციყვიც ბევრს ტრიალებს, მაგრამ ირბენს, ირბენს, დაიღლება და დაისვენებს. მე ამის უფლება არ მაქვს.

1942 წლის 4 აპრილი

ძმები სტაროსტინების დაპატიმრების საკითხი დადგა (სახელგანთქმული ფეხბურთელი ძმები მოსკოვის „სპარტაკიდან“). ბურთს კარგად აგორებდნენ, მაგრამ ადამიანებად ვერ ივარგეს. ინტელიგენტობა დაიწყეს, არადა ყველაფერი მივეცით, რისი მიცემაც შეიძლებოდა. მაგათზე ნაკლები ჩემპიონი ბიჭები იბრძვიან გერმანელების ზურგში, ისევე როგორც მოსკოვის დაცვის დროს იბრძოდნენ? მაგრამ ესენი, მლიქვნელები, სპეკულანტები და მოღალატეები გამოდგნენ. მე ვუთხარი კობას, რომ მაქსიმალურად, სახალხოდ დაგვესაჯა, მაგრამ არ დათანხმდა – მოსკოვიდან რაც შეიძლება შორს მოიშორე, ციმბირისკენ, იცოცხლონო.

1942 წლის 9 აპრილი

კოვალიოვმა თავი მოიკლა. მომახსენეს, რომ მატარებლის ტამბურში გავიდა, რევოლვერი ამოიღო და თავში დაიხალა. მე ის ბათუმიდან მახსოვდა. შეცდომაა დაშვებული, ვერ მივაქციეთ კაცს ყურადღება. ნათელში იყოს მისი ხსოვნა, ჩემთვის ეს გაკვეთილია.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს ბიჭებს მივეცი მითითება, ხშირად მომაწოდონ ინფორმაციები, თუ რა ხდება ტიმოშჩენკოსთან. არ მინდა, მიკიტამ (ხრუშჩოვი) ისევ ისე, ან უარესად ჩაისვაროს. ჯობია, დროზე შევუშალოთ ხელი მორიგი მარცხის დაშვებას, ვიდრე მერე დაიგლიჯოს თმები, მით უმეტეს, რომ თმები არც აქვს.

ისტორიკოს სერგეი კრემლიოვის კომენტარი: ალექსანდრე კოვალიოვი სასაზღვრო დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი იყო, 1938 წლის 21 იანვრიდან კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შინაგანი და სასაზღვრო ჯარების მთავარი სამართველოს უფროსი, ბერიას მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, რომელმაც აღნიშნული სისტემა ექვს მთავარ სამმართველოდ დაყო. 1939 წლის 13 მაისის შემდეგ ის საშტატო განრიგში ვერ მოხვდა და თადარიგში გაუშვეს. ოფიცერს დეპრესია დაეწყო, მაგრამ ომის დროსაც რომ არ დააბრუნეს არმიაში, თავი მოიკლა.

1942 წლის 18 აგვისტო

მძიმე დროა, მაგრამ მაინც ვიცინეთ. კობამ მითხრა, რომ ჩერჩილთან დაკავშირებით ჩემი რჩევა გამოადგა. ჯერ კობამ თქვა: დათვრა და გაცურაო და გაიცინა. შემდეგ მას ვიაჩესლავი (მოლოტოვი) აჰყვა. ვერც მე და ვოროშილოვმა შევიკავეთ თავი. მითხრა, კარგია, როცა მტრის სისუსტეები იციო.

სერგეი კრემლიოვის კომენტარი: 1942 წელს უინსტონ ჩერჩილი მოსკოვში იყო. ვიზიტით ჩამოვიდათ. აშკარად ეტყობოდა, რომ წუხდებოდა, სტალინი მეორე ფრონტის გახსნის შესახებ სისტემატურად რომ ახსენებდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, უინსტონი ისე გაღიზიანდა, მოლაპარაკებების ჩაშლაზეც კი დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს ისარგებლა სტალინმა ბერიას რჩევით და უთხრა, ყველაფერს თავი დავანებოთ და დავლიოთო, რაზეც სტუმარი სიამოვნებით დათანხმდა. აი, ასე, „მტრის სისუსტეების“ ცოდნით განმუხტა სტალინმა სიტუაცია.

ლავრენტი ბერიას რჩევებით ხშირად სარგებლობდა სტალინი, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ხრუშჩოვს აფარებდა ხელს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ აკრძალა ხრუშჩოვმა ყველაფერი, რაც ბერიასთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებით ხელნაწერები, საიდანაც თვალნათლივ ჩანს, მიკიტას გონებრივი სიჩლუნგის გამო დაშვებული შეცდომები და უმადურობა, რომელიც მან სტალინის მიმართ გამოიჩინა.

1942 წლის 9 სექტემბერი

დღეს პირველად ვნახე კობას თვალებზე ცრემლი. მოხსენებით შევედი სტალინგრადის ბრძოლებთან დაკავშირებით. მოვუყევი, თუ როგორ იბრძვიან ბიჭები. მე, როცა მძიმე სიტუაციებზე ვსაუბრობ, შევჩერდები და ვიგინები, მაშინვე შვებით ამოვისუნთქავ. კობას „მარკა უჭირავს“, თავს იკავებს, მაგრამ გულმა მაინც ვერ გაუძლო.

1942 წლის 23 სექტემბერი

დაწყვილებულივით ვმუშაობთ მე და გიორგი (მალენკოვი) და კარგადაც გამოგვდის. ვეხუმრე, ომის დამთავრების შემდეგაც ასე დაწყვილებულებმა უნდა ვიაროთ-მეთქი. სტალინმა გუშინ ნემსი და ძაფი გვიწოდა. იცინის, ამბობს ჩემგან ძაფი არ გამოვა და არც ნემსს ვგავარო. ისე, შენც მაგარი ხარ, ლავრენტი, სად წავიდა შენი მოხდენილი, ლამაზი ტანი?! არ არის ეს კარგი ცხოვრების ბრალი. ამ დამპალ ინგლისელებს და ამერიკელებს როგორ გამოსდით. ყველანი გამხდრები, ახოვანები და სიმპათიურები რომ არიან?! თუმცა, ამ სერებს და მისტერებს ჩემი დატვირთვა რომ მისცე, ერთ თვეში ფეხებს გაჭიმავენ, მანამდე შვებულებაში გავლენ, ან თანამდებობებიდან გადადგებიან. იმათთვის ყველაფერი შეიძლება, შენთვის კი, ლავრენტი – არა, ბილომდე უნდა ქაჩო უღელი.

1942 წლის 2 ოქტომბერი

ვასკა (ვასილი სტალინის შვილი.) ვნახე, ავიაციის მივლინებით იყო მამამისთან. გაზრდილა, დავაჟკაცებულა. რას უშვრება ომი ადამიანებს. არც მე ვიყავი თავის დროზე ცუდი ახალგაზრდა, გოგოები ჩემზე გიჟდებოდნენ. ჭკუა ისევ ბავშვის აქვს, მოვიკითხე, რამე ახალი მითხარი სტალინგრადზე-მეთქი, მე ქვემოთ რა ხდება, არ ვიცი, ციდან ვუყურებ სტალინგრადსო. კაბინეტში შევიყვანე და კარგად გამოვლანძღე. რომ ჩამოგაგდონ და დაგატყვევონ, მამაშენს კიდევ ეგ უნდა, იაკობი არ ეყოფა-მეთქი, ვუთხარი (სტალინის პირადი ბრძანებით, ვასკას ფრენები აკრძალული ჰქონდა. ბრძანება დისციპლინური ხასიათის იყო, თუმცა, ბერიამ იცოდა მისი ნამდვილი არსი). მითხრა, რომ მეგობრებს ისე დაყავთ ფრენებზე, ნაცნობობით პილოტების წიგნში, რეგისტრაციაში არ ატარებენ. მერე წამოხტა და ერთი თვითმფრინავი ჩამოვაგდეო, წამოიძახა – ცუდი ბიჭი ვარო, მამას არ უთხრა, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო, მაკოცა და გაიქცა. რა უნდა ელაპარაკო, თავში ქარი უქრის, მაგრამ რას ვერჩი, მეც იგივეს გავაკეთებდი. რამდენ გიჟს უძლებ, ლავრენტი, რამდენს.


скачать dle 11.3