კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს ავტომობილს საწვავი სისტემის პრობლემა

დაქოქვის პრობლემა მძღოლებს და განსაკუთრებით ქალბატონ მძღოლებს, ყველაზე მეტად რომ აწუხებთ, ეს რედაქციაში შემოსული უამრავი კითხვიდანაც ჩანს. სტარტერისა და აკუმულატორის პრობლემა ჩვენს რუბრიკაში, ასე თუ ისე, განვიხილეთ. ამჯერად კი მევლუდ მელაძე დაქოქვის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე ისაუბრებს და მათი გადაჭრის გზებსაც გვასწავლის.

მევლუდ მელაძე: იმ შემთხვევაში, თუ დილით ავტომობილის დაქოქვისას, გადაწიეთ გასაღები და ძრავა თითქოს ამუშავდა, მაგრამ ისე ნელა, რომ დაქოქვას ვერ ახერხებს, შეიძლება აკუმულატორი დასუსტდა. ის იმდენად ნელა ახერხებს ძრავის დატრიალებას, რომ მანქანას დაქოქვა უჭირს. მეორე მიზეზი კი შეიძლება სტარტერიც იყოს – მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავის სწრაფად დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ძრავას რაიმე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი შერემონტება ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტარტერი ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ამის მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. პირველი – როცა სპეციალურ ხელსაწყოებს, რომელიც ძრავაში ნაპერწკლის წარმოქმნას იწვევს, დენი არ მიეწოდება; მეორე – როცა ძრავას არ მიეწოდება ბენზინი, ანუ საწვავის სისტემას აქვს პრობლემა. პირველ შემთხვევაში, თუ ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ „ბაბინას”, „ტრამლიორს” ან კომპიუტერს დენი არ მიეწოდება. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ერთ-ერთ ჩიბუხამდე, ანუ ეგრეთ წოდებულ „სვეჩამდე” მიმავალი სადენი უნდა ჩახსნათ. შემდეგ შეგიძლიათ, მოხსნათ „სვეჩი”, გასინჯოთ მისი მუშაობა, ან სხვა „სვეჩი” იშოვოთ და ძრავის კორპუსზე გვერდულად დაადოთ. საჭიროა, იქ მიიღოთ მინუსი, ნაპერწკლის გადახტომა მოხდეს. ანუ, თუ ძრავის შეუღებავ კორპუსზე „სვეჩს” დაადებთ, რომ მან მინუსი აიღოს, დენი მიერთებულია, გასაღებს ატრიალებთ და ნაპერწკალი არ ხტება, ეს ნიშნავს, სადღაც კონტაქტი დაკარგულია. ამ დროს ხდება ის, რაც მეორე მიზეზში ავხსენით ანუ „ტრამლიორს” არ მიეწოდება დენი, ან მასში რაღაცაა დაზიანებული, რაც ელექტრობის უქონლობას იწვევს. ანუ, პრობლემა გვაქვს ელექტრობაში.

– შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნაპერწკალი გადახტეს, მაგრამ ავტომობილი მაინც არ დაიქოქოს?

– ამ დროს ერთმნიშვნელოვნად საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელიც შეიძლება, იყოს სხვადასხვაგვარად გამოხატული. გააჩნია რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადავამოწმოთ, განსაკუთრებით ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში, ანუ უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ, არაკარბურატორიან ავტომობილებს, სადაც თავიდანვე მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილებს, ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავაში აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს წინ, საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ ან საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი, ან ბენზინის ფილტრი – გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილში, ძრავასთან მიმავალ ბენზინის მილს მოხსნით და ატრიალებთ გასაღებს ისე, რომ წითელი ნიშნულები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას ბენზინის ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა უზრუნველყოფს. თუ ბენზინი სწორად არ წამოვიდა, საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩახსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი”, ანუ სისტემიდან, უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის” ხელოსანს, რომელიც იოლად გამოასწორებს პრობლემას. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ ელექტრული სისტემებითაა აღჭურვილი, მაშინ პრობლების მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს „ბენზონასოსი”. მოხსნით იმ მილს, რომელიც კარბურატორისკენაა მიმავალი, ნახავთ, ბენზინი შედის თუ არა. თუ შედის, მაშინ ამოწმებთ უკან გამომავალ მილს და ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნეთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შეძლებთ პრობლების აღმოფხვრას.


скачать dle 11.3