კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „აუდი ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავათი, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, ახალს დააყენებთ, მაგრამ, ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ, ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად თქვენი მოდელის ტურბინა დააყენეთ და კიდევ გაუმართავია ავტომობილი მაშინ, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად, მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყო დაზიანებული და სწორედ ის უშლის ხელს ძრავას გამართულ მუშაობას. უმჯობესია ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.

კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე _ „ჯე” კლასის „მერსედესს“ თუ „ტოიოტას“ „ჯიპ“ – „ლენდ კრუიზერ 200-ს“. ორივეს დიზელის ძრავა აქვს და მე უფრო მისი გამძლეობა მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმები.

პასუხი: ორივე ავტომობილი ძალიან გამძლეა და ამართლებს „ჯიპის“ სახელს. მათი შედარება ცოტა რთულია, მაგრამ ორივეს საკუთარი, განსაკუთრებული ღირსებები აქვს – რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში კი – მეორე პირველს. პირადად მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას, თუ რომლის შენახვაც უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას” შენახვა გაცილებით მარტივია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივია და თან, ცოტა დეტალებით არის აწყობილი, განსაკუთრებით, სავალ ნაწილში. ასევე, მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. თავის მხრივ კი „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, რომ თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში აღმოჩნდით, მისი გაფუჭება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, ისეა მოწყობილი, თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, ავიღოთ თუნდაც – სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში” ის სწორკუთხოვნად არის განთავსებული და მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც ადვილად ფუჭდება. წარმოიდგინეთ ჯოხი, რომლის გატეხვასაც შუა ნაწილში ცდილობთ. ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაში კი, ეს ჯოხი ისეა გადებული, მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა, შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად აღსაქმელია. ანუ, „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული და ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აკრეფილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.


скачать dle 11.3