კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კალათბურთელის ცოლია სუპერმოდელი ადრიანა ლიმა და რატომ ითვლება იღბლიან სპორტსმენად სერბი კალათბურთელი საშა ვუიაჩიჩი

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან. მათი კონტრაქტები ასეულ მილიონ დოლარზეა გათვლილი და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ასეთ მაღალშემოსავლიან და პოპულარულ სპორტსმენებს გვერდს პლანეტის ულამაზესი ქალბატონები უმშვენებენ. NBA-ს ვარსკვლავების მეგობარი გოგონები და მეუღლეები თავიანთ განთქმულ პარტნიორებზე არანაკლებ პოპულარულები რომ არიან, ამაში ინტერნეტ-სივრცეში შედგენილი რეიტინგიდან შეიტყობთ.

ლალა ვასკესი – კარმელო ენტონი

„ნიუ-იორკ ნიქსის” ლიდერის, 27 წლის კარმელო ენტონის მეუღლე, პუერტორიკოელი, 32 წლის ლალა ვასკესი, შეერთებულ შტატებში ცნობილი მოდელი, დიჯეი და ტელეწამყვანია. ისინი გასული წლის ივნისში დაქორწინდნენ, თუმცა, მათი რომანი სათავეს 2004 წლიდან იღებს და მათ უკვე ჰყავთ საერთო შვილი, ვაჟი – კიან კარმელო ენტონი, რომელიც 2007 წელს დაიბადა. მათ ქორწილს ნიუ-იორკში სტუმრის სტატუსით ამერიკული შოუ-ბიზნესის და სპორტის ნაღები საზოგადოება დაესწრო: ჯასტინ ტიმბერლეიკი, კიმ და ქლოე კარდაშიანები, კელი როულენდი, სიერა, სპაიკ ლი, სერენა უილიამსი, ლუდაკრისი, ამარე სტუდემაიერი, ლამარ ოდომი და სხვები.

ნიკი ალექსანდერი – შაკილ ონილი

ამერიკული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდისა და ჯერაც მოქმედი სპორტსმენის, „ბოსტონ სელტიკსის” ცენტრის, შაკილ ონილის მეგობარი გოგოა, ნიკი ალექსანდერი ამერიკული რეალითი-შოუების ვარსკვლავია, რომელმაც ტელეარხ VH1-ის რეალური შოუს – „ფლავორ ოფ ლოვის” პირველ სეზონში პირველი ადგილი დაიკავა და 250 ათასი დოლარი მოიგო. ამბობენ, რომ 216 სანტიმეტრი სიმაღლის გოლიათი შაკილი მასზე დაქორწინებას აპირებს და სენტ-ლუისში გამართულ რომანტიკულ ვახშამზე ხელიც კი სთხოვა თავისთან შედარებით მინიატურულ – 157 სანტიმეტრი სიმაღლის ლამაზმანს.

პორშლა კოულმენი – ჯეისონ კიდი

„დალას მავერიქსის” გამთამაშებელ ჯეისონ კიდს, გარდა იმისა, რომ სათამაშო მოედანზე კარგად აქვს განვითარებული ინტელექტი, იგი ასევე ჩინებულად ახერხებს მეგობარი გოგონების შერჩევას. მისი ამჟამინდელი „გერლფრენდი“, მოდელი პორშლა კოულმენია. წყვილს საერთო შვილი ჰყავს და ახლო მომავალში ისინი დაქორწინებასაც გეგმავენ. საინტერესოა, რომ ჯეისონამდე პორშლას მრავალწლიანი რომანი ჰქონდა ცნობილ ამერიკელ მუსიკალურ პროდიუსერთან, რასელ სიმონსთან.

ალეკა კამილა –

პრედრაგ სტოიაკოვიჩი

მომხიბლავი ბერძენი მოდელი ალეკა კამილა „დალას მავერიქსის” კიდევ ერთი მოთამაშის, სერბი პრედრაგ სტოიაკოვიჩის მეუღლეა, რომელსაც სპორტული სამყარო თიკუნით – „პეჟა“ – იცნობს. იგი ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ ლეგიონერად ითვლება NBA-ში და უკვე წლებია, სტაბილურად ასპარეზობს მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში. სექსუალური ალეკა ხშირად პოზირებს ფოტოობიექტივების წინაშე პიკანტურ პოზებში, თუმცა ეს არანაირად არ უქმნის დისკომფორტს NBA-ის ვარსკვლავს, რომელიც, მეუღლის მსგავსად, საბერძნეთის მოქალაქეა და მასთან ერთად ორ შვილს ზრდის.

ვანესა ბრაიანტი – კობი ბრაიანტი

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა, კობი ბრაიანტმა, თავისი მეუღლე, ვანესა, 1999 წელს გაიცნო, როდესაც ეს უკანასკნელი მატჩების შესვენების დროს „ჩირილდერშების“ ჯგუფთან ერთად მაყურებლებს ცეკვით ართობდა. 2001 წელს ისინი დაქორწინდნენ და ვანესამ მეუღლის გვარზე გადასვლა გადაწყვიტა. მათი კავშირი 10 წელზე მეტხანს ითვლის და ისინი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად ითვლებიან ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავებს შორის.

საბინა გადეცკი – დევიდ ლი

ამერიკელი მოდელი და მსახიობი საბინა გადეცკი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა პოკერის სფეროში. იგი არის „უორლდ პოკერ ტურის” ოფიციალური სახე, გარდა ამისა, მისი ნახვა შესაძლებელია პოპულარულ ამერიკულ სერიალში „კანონი და წესრიგი”. კალათბურთის მოყვარულთათვის კი საბინა იმით არის საინტერესო, რომ „გოლდენ სთეით უორიორზის” მძიმე ფორვარდის, დევიდ ლის საცოლის სტატუსს ატარებს.

კეიშა კოული – დენიელ გიბსონი

პოპულარული ამერიკელი მსახიობისა და მუსიკალური შემსრულებლის, კეიშა კოულის მეუღლე „კლივლენდ კავალიერზის” მოთამაშე დენიელ გიბსონია. წყვილი 2009 წლიდან ერთად ცხოვრობს, 2010 წელს კი მათ ვაჟი – დანიელ ჰირამ გიბსონ უმცროსი ეყოლათ. კეიშა და დენიელი ჯერაც არ არიან ოფიციალურად დაქორწინებულები და ამბობენ, რომ ახლო მომავალში მათი საქორწილო ცერემონიალიც იმდენივე სელებრითს შეკრებს, რამდენიც ლალა ვასკესისა და კარმელო ენტონის ქორწილში მივიდა.

ადრიანა ლიმა – მარკო იარიჩი

მიუხედავად იმისა, რომ სერბი მარკო იარიჩი ამჟამად არ თამაშობს ამერიკულ საკალათბურთო ლიგაში და იტალიური „მონტეპასკის” რიგებში ირიცხება, მისი არმოხვედრა ამ რეიტინგში არაფრით არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, სერბს 700 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული NBA-ში და, გარდა ამისა მისი მეუღლე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, მოდელი ადრიანა ლიმაა. სხვათა შორის, ადრიანა ლიმასთვის მარკო პირველი და ერთადერთი მამაკაცია, რომელთანაც მას სექსი ჰქონდა. ცნობილი ფაქტია, რომ მორწმუნე კათოლიკე ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ჯვრისწერის გარეშე.

კიმ კარდაშიანი – კრის ჰამფრისი

ამერიკელი სელებრითი სომხური ფესვებით, კიმ კარდაშიანი, ცნობილი ფიგურაა მსოფლიო შოუ-ბიზნესში. მის სახელთან უამრავი სკანდალი ასოცირდება, მათ შორის ერთი კი პორნოგრაფიულ ვიდეოს უკავშირდება, რომელზეც კიმი თავის „ექსბოიფრენდთან“ იყო აღბეჭდილი და რომელიც ინტერნეტის საშუალებით მილიონობით ადამიანმა ნახა. სკანდალური კიმის ამჟამინდელი „ბოიფრენდი“ „ნიუ-იორკ ჯეთსის” კალათბურთელი კრის ჰამფრისია და, როგორც ჩანს, წყვილს ყველაფერი სერიოზულად აქვს, რადგან თითქმის ყოველ საათში ერთხელ კიმი თავის „ტვიტერზე” კრისს სასიყვარულო ლექსებს უძღვნის.

მარია შარაპოვა – საშა ვუიაჩიჩი

„ნიუ-ჯერსი ნეთსის” კალათბურთელი, სერბი საშა ვუიაჩიჩი, სავარაუდოდ, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი სპორტსმენია, რადგან მისი მეგობარი გოგო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელად და, უამრავი გამოკითხვის თანახმად, ულამაზეს ქალად მიჩნეული რუსი მარია შარაპოვაა. მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი მარია და NBA-ს ჩემპიონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” რიგებში, საშა, 2009 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. ისინი დანიშნულები არიან და ახლო მომავალში დაქორწინებას გეგმავენ.


скачать dle 11.3