სალომონ კალუს არჩევანი
ლონდონის „ჩელსის” შემტევმა სალომონ კალუმ საჯაროდ გააკეთა სკანდალური აღიარება. კერძოდ, ბრიტანული „სანის” ცნობით, კითხვაზე თუ რომელს აირჩევდით, ფეხბურთს თუ სექსსო, კალუმ ფეხბურთი ამჯობინა და დაასაბუთა, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნება 90 წუთს გრძელდება, სექსის დრო კი გაცილებით ნაკლებია. გარდა ამისა, კალუმ დაამატა, რომ მნიშვნელოვანი მატჩების წინ უარს აცხადებს ინტიმურ კავშირებზე და მთლიანად თამაშზეა კონცენტრირებული. კალუს ამ განცხადებას კიდევ ერთი სკანდალური განცხადება დაერთო: ფეხბურთელის თქმით, მისი შიშველი სხეული უფრო მეტ მამაკაცს აქვს ნანახი ვიდრე ქალს, რადგან „ჩელსის” გასახდელებში და საშხაპეებში შიშველ ქალებს არ უშვებენ.