კირილენკოს გატაცება
NBA-ს კლუბ „იუტა ჯაზის” რუსმა ლეგიონერმა ანდრეი კირილენკომ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და სხეულზე ტატუირება გაიკეთა. სპორტსმენის ზურგს ამიერიდან კომპიუტერული თამაშის „უორლდ ოფ უორკრაფტის” პერსონაჟის – დრაკონზე შემომჯდარი პალადინის გამოსახულება ამშვენებს. კირილენკოს თქმით, იგი იმდენად არის გატაცებული ამ თამაშით, რომ, როდესაც გუნდმა მას ორდღიანი შვებულება მისცა, მან 36 საათი გადაბმულად კომპიუტერთან ისე გაატარა, რომ სახლიდან არ გასულა, საჭმელს კი ტელეფონის საშუალებით უკვეთავდა. აღსანიშნავია, რომ წლეულს, ზაფხულში, კირილენკოს კონტრაქტი „ჯაზელებთან” იწურება და ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას კალათბურთის რუსი ვარსკვლავი.