კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიგოთ უძილობის გამომწვევი მიზეზი და რა სახის მკურნალობა გამოვიყენოთ

თანამედროვე საზოგადოების მაღალი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს სრული გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება. სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სრულფასოვანი ძილი, რომლის დარღვევაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ფსიქოლოგი ნინო ბიზიკაშვილი გაგვარკვევს, თუ რა იწვევს უძილობას და როგორია მისი დაძლევის გზები.

– ძირითადად რა ხდება უძილობის მიზეზი?

– უძილობის ყველაზე ხშირი მიზეზი ადამიანის ნერვული სისტემის დაზიანებაა. გასაკვირი ფაქტია ის, რომ მსგავსი დაავადების „მსხვერპლნი” ისინიც ხდებიან, არაფერზე რომ არ ღელავენ და არც არაფერს განიცდიან. სწორედ უძილობით გამოიხატება ადამიანის ნამდვილი შინაგანი მდგომარეობა. ფიქრები ღამის განმავლობაში, მთავარი „მტერია”. ეს გვიშლის ხელს ვიძინოთ მშვიდად. საქმე ისაა, რომ გამუდმებულ ფიქრს მივყავართ ტვინის შეუწყვეტლივ მუშაობამდე, რომელიც დღისა და ღამის განმავლობაში იაზრებს და აანალიზებს მომხდარ ამბებს. პრობლემის დასაძლევად, უნდა ვისწავლოთ მოდუნება და ყურადღების სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან მოვლენებზე გადატანა.

– როგორ ვებრძოლოთ უძილობას და ძირითადად, რა მეთოდებით ცდილობენ მის დაძლევას?

– უძილობის დაძლევა საკმაოდ რთული საკითხია. ამისთვის დიდი ყურადღებაა საჭირო არა მხოლოდ ექიმისგან, არამედ თავად ავადმყოფისგანაც. თითქმის ყველა დაავადებული ცდილობს, საკუთარი ძალებით დაძლიოს პრობლემა. მაგრამ, ამგვარად შესაძლებელია, თავს ვავნოთ. თუ ადამიანს ერღვევა ძილ-ღვიძილის პროცესი, ის, უპირველესად იღებს საძილე აბებს. მსგავს ქმედებას კი ის განაპირობებს, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა უყურადღებოდ ეკიდება და ვერ აღიქვამს უძილობის სერიოზულობას. ეს კი გამოწვეულია როგორც სხვადასხვა საძილე საშუალებების რეკლამირებით, ასევე დამამშვიდებელი პრეპარატებით. საბოლოოდ, ამ ყველაფერს მივყავართ ისეთ სერიოზულ გართულებამდე, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, პრეპარატების შეჩვევა, ორგანიზმის ნეგატიური დამოკიდებულება აბებზე.

– რა საშიშროებას გვიქადის უძილობა?

– უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული უძილობა დაღლილობის შეგრძნების მთავარი მიზეზი ხდება. შედეგად, დაავადებულს აღარ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, უჭირს აზრების დაწყობა, ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს აქვეითებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რასაც საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზულ დაზიანებამდე მივყავართ. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ მსგავსი დარღვევები, ხშირად ხდებიან სხვადასხვა უბედური შემთხვევისა და ტრავმის „მსხვერპლნი”.

– როგორ დავძლიოთ უძილობა საკუთარი ძალებით, მედიკამენტების გარეშე?

– არსებობს უძილობასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი. უპირველესად დაავადებულმა უნდა შეწყვიტოს ძილი დღის განმავლობაში. არ უნდა მიიღოს კონცენტრირებული ჩაი, ალკოჰოლური სასმელი, სიგარეტი. აუცილებელია, ყოველდღე დაკავდეს სპორტით, წაიკითხოს წიგნი ძილის წინ, მიიღოს აბაზანა საღამოს. ასევე მნიშვნელოვანია, ავადმყოფს ჰქონდეს მუდმივი და სტაბილური დღის რეჟიმი, რომელიც დაეხმარება ორგანიზმს, ჩვეულ სამუშაო დღეს შეეჩვიოს. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ვიფიქროთ დაუმთავრებელ საქმეზე ძილის წინ. არასოდეს გააკეთოთ ვარჯიშები საღამოს. უკეთესია, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში. ფიზიკური დატვირთვა უმჯობესია დღის განმავლობაში. მაშინ, როცა ძილი გვსურს, გარკვეული სახის ვარჯიშები მაინც გამოგვაფხიზლებს. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ვერაფერი დაგვეხმარა, შეგვიძლია, მივმართოთ მეთოდს, რომელსაც „უსიზმრო ღამეს” უწოდებენ. უმრავლეს შემთხვევაში, ის ამართლებს. ამ მეთოდის არსია შემდეგი: ერთი ღამე უნდა დაუთმოთ ყველაფერს, რაც მოგესურვებათ, მაგრამ არა ძილს. გააკეთეთ ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით. დილა დაიწყეთ თქვენთვის ჩვეული რეჟიმით, საღამოს კი მოემზადეთ დასაძინებლად. სრულიად შესაძლებელია, გადატვირთული ღამე დაგეხმაროთ მშვიდი ძილის დაბრუნებაში.

– თუ ამ მეთოდებმა არ გაამართლა, რა უნდა მოიმოქმედოს პაციენტმა?

– თუ თვითმკურნალობამ არ უშველა, მაშინ აუცილებელია სპეციალისტთან – ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი. ისინი უძილობასთან ბრძოლაში იყენებენ რელაქსაციის მეთოდს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისწავლოს დამშვიდება და მოდუნება. ისინი, ასევე, იყენებენ ეგრეთ წოდებულ „საუბრის თერაპიას”. მისი საშუალებით ექიმი-სპეციალისტები გვეხმარებიან დავძლიოთ, ან გვაძლევენ საშუალებას გავაანალიზოთ და შევეგუოთ ჩვენს პრობლემებს. ძალიან ხშირად სწორედ ეს პრობლემები ხდება უძილობის მიზეზი.

– ხშირად ვლინდება უძილობა ორსულებში?

– ძალიან ხშირად ვლინდება უძილობა ფეხმძიმე ქალებში. ეს არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ საკმაოდ სახიფათოა ბავშვისთვის. გარდა ამისა, მუცლადმყოფი ბავშვი ყველა იმ შეგრძნებასა და ემოციას განიცდის, რასაც დედა. სწორედ ამიტომ, მომავალმა დედებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ბრძოლა უძილობასთან. ორსულების შემთხვევაში, მედიკამენტების გამოყენება მინიმუმამდეა შემცირებული. ამიტომ, უძილობასთან ბრძოლის ძირითად მეთოდად ფსიქოლოგიური ფაქტორი რჩება. იმისთვის, რომ პრობლემა დაძლიონ, მასზე ცნობილი უნდა იყოს ყველაფერი. ქალების უმრავლესობას ძილთან დაკავშირებული პრობლემა უჩნდება ფეხმძიმობის პირველივე თვიდან.

– რა არის ორსულებში ამ პრობლემის მიზეზი და რა გზით ხდება შესაძლებელი უძილობის დაძლევა?

– ამის მიზეზი საკმაოდ ბევრია, და ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ამის უმთავრესი მიზეზია სხვადასხვა ჰორმონის კონცენტრაციისა და თანაფარდობის ცვლილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ძალზედ მკვეთრადაა გამოხატული. რაც შეეხება სხვა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, ესენია: ზურგისა და წელის ტკივილი, ნაყოფის მოძრაობა, შარდის შეუკავებლობა, გულძმარვა, უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში, რომელიც გამოწვეულია კანის გაჭიმვით და ასე შემდეგ. რაც შეეხება პრობლემასთან ბრძოლას, ორსულმა უნდა აირჩიოს ის მეთოდი, რომელიც უკეთ შეესაბამება თავად მას. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გადაღლის თავიდან აცილება. თუ ორსული შეეჩვია შუადღის ძილს, საჭიროა რამდენიმე დღე მისგან თავი შეიკავოს. თუ ღამე კოშმარები ტანჯავს, სასურველია, მოუყვეს მათ შესახებ მეუღლეს ან დედას. მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია მარტივ ფიზიკურ ვარჯიშებს. მაგალითად, ორსულს შეუძლია გაისეირნოს, იცურაოს ან იცეკვოს. აღნიშნულთან ერთად, უნდა შეწყვიტოს დღის განმავლობაში ხანგრძლივად წოლა. ორსულმა საკუთარი ორგანიზმი ისე უნდა განაწყოს, რომ საწოლი იყოს მისთვის ძილის და არა უბრალოდ წოლის ადგილი. არსებობს ასევე სხვა წესები, რომლებიც დაგვეხმარება უძილობისგან გათავისუფლებაში – არ მიირთვათ ძილის წინ მსუყე საკვები, არ გადაჭრათ არანაირი სერიოზული საკითხი საღამოს, მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას, მიიღეთ ძილის წინ თბილი აბაზანა, არ მიიღოთ ბევრი სითხე, წაისვით მუცელზე სპეციალური ლოსიონი, თხოვეთ ვინმეს გაგიკეთოთ მოსადუნებელი მასაჟი. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ძილის მომგვრელი პრეპარატების მიღება. ეს ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.


скачать dle 11.3